უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი
უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, ბროვარიში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების საკუთრებაში მყოფი შვეულმფრენი ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს დაეცა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ დაღუპულია 16 ადამინი, მათ შორის 2 ბავშვი.
ასევე 22 დაშავებული, მათ შორის 10 ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.
შვეულმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს ძიება და ყველა ვერსია განიხილება. მათ შორის არ არის გამორიცხული დივერსია.
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს
გუშინ, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას.
პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად.
აღნიშნულ ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში.
ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში.
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად
ყაზახეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
„დონეცკის შახტარ“-მა 25 მილიონი დოლარი უკრაინის ჯარს გადაურიცხა
უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდის „დონეცკის შახტარი“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიხაილო მუდრიკის ტრანსფერიდან მიღებული შემოსავალი 25 მილიონი დოლარი უკრაინის ჯარს შესწირეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული' წერს.
კლუბის პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა აღნიშნა, რომ ინგლისის გუნდ „ჩელსი“-ში ბონუსებთან ერთად 100 მილიონი ევროს ბონსერვისის სანაცვლოდ გაგზავნილი მუდრიკის ტრანსფერიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის ჯარს.
ახმეტოვმა აღნიშნა: "25 მილიონი დოლარის დახმარება გადაეცემა ჯარისკაცებს, მათ, ვინც იცავს საკუთარ ქვეყანას და მათ ოჯახებს. ეს დახმარება ასევე მოხმარდება მნიშვნელოვან ხარჯებს, როგორიცაა ჯანდაცვა და წინასწარი მკურნალობა“.
გუშინ ჩელსიმ განაცხადა, რომ დონეცკის შახტარში 22 წლის უკრაინელ გარემარბს 8,5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ახალგაზრდა ნიჭიერმა მუდრიკმა ამ სეზონზე საკლუბო კარიერაში 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
გარემარბმა, რომელმაც უკრაინის ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონზე ჩემპიონთა ლიგაში 6 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადცემა მოახდინა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.
ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2023 წლის 16 იანვარს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები; განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი; ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე; ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. მინისტრის მოადგილემ ელჩს გაუზიარა ინფორმაცია გასულ წელს საქართველოს ინიციატივების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისა და, შედეგად, თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების შესახებ.
ასევე, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ სირთულეებზე. შეხვედრის დასასრულს ელჩმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.