2023 – ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის წელი
- როგორია ჩინეთის ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა?
- რა გამოწვევების წინაშე დგას და რა მიზნებს ისახავს ჩინეთი 2023 წელს ეკონომიკის კიდევ უფრო განსავითარებლად?
მრავალი ეკონომიკური ინდიკატორი და თვალსაჩინო ნიშანი მიუთითებს, რომ 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი აღდგენისა და მსოფლიოში წამყვანი ზრდის ტემპისკენ მიდის. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, ინფლაციის უახლესი მონაცემების მიხედვით, ფასების სტაბილურობა შეინიშნება. შედეგად, ჩინეთის მთავარმა ადგილობრივმა ეკონომიკურმა ცენტრებმა დაადგინეს მშპ-ს ზრდის მიზნები 2023 წლისთვის.
ივარაუდება, რომ 2023 წელს ჩინეთის მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას აქვს შანსი გახდეს ყველაზე სწრაფად მზარდი ძირითადი ეკონომიკა, რადგან გლობალურ ეკონომიკას სერიოზული შენელება ემუქრება, მსოფლიოს მრავალი ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა.
მეორეს მხრივ, გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკა მძიმე გამოწვევებისა და რისკების წინაშე აღმოჩნდეს, რომელთა შორისაცაა ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რასაც ემატება მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნულის თავიდან აცილება და სტაბილური ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა უფრო ეფექტურ, სპეციალურ ეკონომიკურ ზომებს მოითხოვს.
ეკონომიკური ზრდის ნიშნები
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემების მიხედვით, ფასებზე როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც ინფლაციის მთავარი მაჩვენებელია, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით 2 %-ით გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეპიდემიაზე სათანადო რეაგირების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უკეთ კოორდინაციის, ბაზრის მიწოდებისა და ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად.
ჩინეთის მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესებას. ჩინეთის ცენტრალური ბანკი 2023 წლისთვის მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებას გონივრულად საკმარისი ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას შიდა მოხმარებისთვის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.
ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ჯერ კიდევ დგას საგარეო მოთხოვნის შესუსტებისა და შეკვეთების შემცირების საფრთხის წინაშე, სხვადასხვა გარე რისკებმა, მათ შორის აშშ-ს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა, ჩინეთის ექსპორტის აშკარა შემცირება გამოიწვია, თუმცა ვაჭრობის გასაძლიერებლად გატარებული რიგი ღონისძიებების გამო, გაჩნდა გარკვეული დადებითი სიგნალები და შეკვეთების მიღების მდგომარეობა მთავარ ექსპორტიორ პროვინციებში საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ეკონომიკური პროგნოზები
უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 4,3 %-ით გაიზრდება, რაც 0,9 %-ით პუნქტით ჩამორჩება ასევე მსოფლიო ბანკის მიერ 6 თვის წინ გამოქვეყნებულ პროგნოზს. ჩინელმა ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ბანკი და სხვა უცხოური ინსტიტუტები თავიანთ პროგნოზებს ნოემბერში დაწყებული ახალი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებენ. თუმცა, ჩინეთის ეპიდემიისგან გამოჯანმრთელების ტემპმა ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით მოლოდინს გადააჭარბა.
აღდგენის ტემპის გათვალისწინებით, „ექსტრემალური ფაქტორების“ არ არსებობის შემთხვევაში (მაგალითად როგორიცაა გაუარესებული ეპიდემიური სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია) ჩინეთის ეკონომიკამ 2023 წელს შეიძლება 5,5 %-იან ზრდას მიაღწიოს.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
ცნობილი თურქი პოეტის აშიქ ვეისელის შემოქმედება იუნესკოს 2023 წ. მოხსენიების პროგრამაში აღინიშნება
დიდი პოეტი აშიქ ვეისელი იუნესკოს 2023 წლის მოხსენიების პროგრამაში განთავსდა. ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილი ვეისელი, თურქეთში, კულტურული ღირებულების მინსტრული ტრადიციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელად არის მიჩნეული. აშიქ ვეისელის გარდაცვალების 50 წლის იუბილეს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს მიღმა გამართული ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ანატოლიის მინსტრელი მრავალმხრივი ხელოვნება, რომელიც აერთიანებს იმპროვიზირებულ პოეზიას და მუსიკას, ანატოლიაში ხუთას წელზე მეტია აღინიშნება და კულტურული მეხსიერების და სიმდიდრის გამოხატვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსოფლიოში ცნობილი ხალხური პოეტი აშიქ ვეისელი (შათიროღლუ) თურქეთის მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანთაგანია და გარდაცვალების შემდეგაც კი მისი ნაშრომები აგრძელებს კაცობრიობისა და მომავალი თაობების აღზრდას. ვეისელის ნაშრომების მთვარი მოტივბი არის: ხელოვნების, ტოლერანტობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის გამოხატულება.
პარიზში გამართულ 41-ე გენერალურ ანსამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იუნესკომ აშიქ ვეისელი შეიყვანა, პოეტის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით 2022-2023 წლის იუბილეს აღნიშვნებში. პროგრამის ფარგლებში, აშიქ ვეისელს წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების დროს როგორიც არის: შეხვედრები, გამოფენები, კონცერტები და ასე შემდეგ, როგორც ქვეყნის ფარგლებში ასევე საზღვრებს მიღმაც მოიხსენიებენ.
აშიქ ვეისელი - მინსტრული ტრადიციის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი.
აშიქ ვეისელი 1894 წელს სივასში, შარქიშლას რაიონთან დაკავშირებულ სივრიალანის სოფელში დაიბადა, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჩუტყვავილას გამო მხედველობა დაკარგა. პოეტმა 10 წლის ასაკში ისწავლა საზზე დაკვრა და 1933 წლიდან თურქეთის მასშტაბით მოგზაურობა დაიწყო თან სადაც მიდიოდა ყველას საზზე დაკვრას ასწავლიდა.
აშიქ ვეისელის ლექსები, განათლებულ და გაუნათლებელ საზოგადოებას შორის მაკავშირებელი ხიდია, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თემებს. თურქი პოეტები იუნუსისა და ვეისელის ნაშრომების სუფიზმური ნიშნების ნიადაგზე სუფებად აღიარეს, მაგრამ ვეისელის ნაშრომები იმდენად საინტერსეო იყო სასიყვარულო კონტექსტში რომ მიუხედავად სხვა მახასიათებლებისა თურქი პოეტი ქარაჯაოღლუც სუფად აღიარეს.
აშიქ ვეისელის პირველი ლექსი არის ეპოსი, რომელიც მან იმღერა ათათურქისთვის, ქვეყნის რესპუბლიკად აღნიშვნის მე-10 წლისთვის გამართულ ღონისძიებაზე. მისი პირველი პოეზიის წიგნი იყო „გამონათქვამები“ რომელიც 1944 წელს გამოიცა, ხოლო ბოლო წიგნი „მეგობრებმა დამიმახსოვრონ“ (1970) სადაც მან თავისი ლექსები გააერთიანა, სხვა ლექსები კი გაერთიანადა ძველ ტომში და „საზის ჰანგები“ სახელით 1949 წელს გამოიცა.
აშიქ ვეისელი ყოველთვის მოიხსენიება როგორც ადამიანებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების გაგება-გააზრების ოსტატად. მან შეასწავლა თანამედროვე საზოგადოებას და შთამომავლებს ბუნების სიყვარული, ქველმოქმედება, მეგობრული, ერთიანი და შეკრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, შესაბამისადაც მოიხსენიებენ.
სივასში არსებული მუზეუმი შშმ პირებს მასპინძლობს.
აშიქ ვეისელი 1973 წლის 21 მარტს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელ სივრიალანში. მისი სახლი გარდაცვალების შემდეგ მუზეუმად გადაკეთდა და მისი ინტერიერი უცვლელად შენარჩუნდა. 2012 წელს საერთაშორისო პროექტით გარემონტებულ მუზეუმში ვეისელის საწოლი და რადიო, ასევე პოეტის უამრავი ტანსაცმელი და პირადი ნივთებია არის გამოფენილი. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ მოისმინონ სხვადასხვა სატელევიზიო ინტერვიუების ჩანაწერები პოეტ-მომღერალთან.
ევროკავშირის (EU), თურქეთის კულტურათაშორისი დიალოგისა და მუზეუმების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მუზეუმთაშორისი კულტურის ალიანსის პროექტი, რომელიც განხორციელდა სივასის მუზეუმის დირექტორატის მიერ, წარდგენილი იქნა „ბნელი ოთახი“ რომლის შინაარსიც არის, ბრაილის შრიფტით დაწერილ ფრაზია „გრძელ და ვიწრო გზაზე ვარ“ არომელიც იყო გათვლილი მხედველობა დაქვეითებული პირებისათვის, ამ ოთახში არის ასევე განთავსებულია აშიქ ვეისელის ქანდაკება.
მუზეუმში ასევე შესაძლებელია იხილოთ დიდი პოეტის აქამდე უცნობი რადიო და სატელევიზიო ჩანაწერები ასევე დოკუმენტური ფილმი ინგლისური სუბტიტრებით სპეციალურად მომზადებულისმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.
წყარო: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი
ლიბერთისა და ლაბორატორია 'მეგალაბის' ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო
ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია 'მეგალაბს' შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
,,დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს. სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო. ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი აერთიანებს ლაბორატორიული სერვისის ყველა მიმართულებას - კლინიკური და პათლოგანატომიური მიმართულებების კუთხით” - ნინო ღულათავა, მეგალაბის სამედიცინო დირექტორი
,,უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს.
უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა მეგალაბთან, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა და მათი სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს" - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.
მეგალაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ,,მეგალაბის” შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას. 2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები. დღეს მეგალაბი ემსახურება დღეში 3000-ზე მეტ პაციენტს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ევროკავშირი უკრაინისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს
დღეს ევროკავშირი დეკემბერში შეთანხმებული 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური მხარდაჭერიდან პირველ 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის დასაძლევად დაფინანსების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გადამწყვეტი და გადაუდებელი“, - წერს ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.
„კომისია მოქმედებს მაქსიმალური სისწრაფით და მონდომებით.ამ გადაუდებელი დახმარების მიზანია მოკლევადიანი ფინანსური დახმარება, უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თავდაპირველი მხარდაჭერა ომის შემდგომი მდგრადი რეკონსტრუქციისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.
სესხებს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება.
მეტი ინფორმაციისთვის:
Find out more
განათლების მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჭოუ ციენთან დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.
მათი თქმით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.
მინისტრმა ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობით ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.
საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.
თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
მხარეებს შორის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩუიბინ ჩენი ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გუშინ შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე მიმდინარეობს
შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 53-ე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დავოსის სამიტი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
მიმდინარე წლის სამიტის თემა გახლავთ, „თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმს აერთიანებს 2700-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან 30 ქვეყნიდან, 50 არის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური. ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სამყაროს მრავალი წარმომადგენელი, 20 იანვრამდე გაგრძელდება.
ლიდერების გამოსვლები და სესიები კი სხვადასხვა სფეროში დღეს დაიწყება.
სამიტზე, თურქეთის ოფიციალური მონაწილეობა არ იქნება. ფორუმში ლიდერების დონის მონაწილეობა არ იქნება ასევე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.
მეორეს მხრივ, კლიმატის აქტივისტებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და კლიმატის ცვლილება გუშინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორუმი მხოლოდ ეკონომიკური მიზნებისთვის არის ორგანიზებული და კლიმატის ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე არ ზრუნავს.
ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ისაუბრეს 12-პუნქტიანი გეგმის ცალკეულ საკითხებზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენ, ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს. მისი საქართველოს პარლამენტში სტუმრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის მზადყოფნას. მისი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა შეხვდეს ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.