ჩინეთიდან ევროპისკენ პირველი სატვირთო მატარებელი დაიძრა
საინფორმაციო სააგენტო სინხუას ცნობით, ჩინეთ-ევროპის პირველმა სატვირთო მატარებელმა სამხრეთ ჩინეთის კუანგსი ჭუანგის ავტონომიური რეგიონის სადგური 2023 წლის 12 იანვარს დატოვა.
სატვირთო მატარებელი, რომელსაც მძიმე ტექნიკა გადაჰქონდა, ნანინგის საერთაშორისო სარკინიგზო პორტიდან უზბეკეთში, კერძოდ ტაშკენტში, გაემგზავრა, გზად კი ალატავის უღელტეხილზე გაჩერდა.
2022 წელს კუანგსი მართავდა 33 ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებელს. წლის მეორე ნახევარში სატვირთო მატარებლებისა და საკონტეინერო გადაზიდვების რაოდენობა, შესაბამისად, პირველი ნახევრიდან 53,8%-ით და 57,7%-ით გაიზარდა.
წყარო: Embassy of The People’s Republic of China in Georgia
საქართველოს ტყვიით მსროლელებმა დიდ პრიზზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას
კაშკაშა მწვანე კომეტა 50 ათასი წლის შემდეგ ისევ უახლოვდება დედამიწას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კომეტა პირველად მარტში აღმოაჩინეს, როდესაც ის იუპიტერზე ბრუნავდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ციური სხეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს 2 თებერვალს იქნება და მისი დაკვირვება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იანვარში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში თებერვალში იქნება შესაძლებელი.
პლანეტარული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ასტრონომიასთან დაკავშირებულ კვლევებზე, აცხადებს, რომ კომეტის მზის გარშემო ბრუნავს დაახლოებით 50 ათასი წელი სჭირდება, ამიტომ მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ცხოვრებაში.
ჩინეთმა კოსმოსში 14 ახალი თანამგზავრი გაგზავნა!
ტაიუანი, 15 იანვარი /სინხუა/ კვირას ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა 14 ახალი თანამგზავრი.
14 ახალი თანამგზავრი გაუშვეს სპეციალური დამხმარე რაკეტგადამზიდი მოწყობილობა Changzhen-2G Launch Vehicle გამოყენებით.
ახალი თანამგზავრების გაშვება, მათ შორის Tsilu-2 და Tsilu-3, მოხდა პეკინის დროით 11:14 საათზე, ტაიუანის კოსმოდრომიდან შანსის პროვინციაშ.
შედეგად, ყველა თანამგზავრი წარმატებით გავიდა მითითებულ ორბიტაზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები ვიზიტით ესტუმრებიან სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე 16-დან 19 იანვრამდე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს.
ვიზიტის მიზანია განიხილონ მომავალი პროექტები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. დღის წესრიგში ასევე იქნება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიც არის ფინანსური მდგრადობის, პოლიტიკური რეფორმისა და ბანკის მომავალი ახალი სტრატეგიებისთვის მომზადება.
ეს ვიზიტი მოჰყვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს ბოლო ტურს კავკასიაში სექტემბერში. სამივე ქვეყანაში დელეგაციის წევრები შეხვდებიან ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დიპლომატებს, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებს, და ბიზნეს საზოგადოების ლიდერებს, პარტნიორებს.
თბილისში ყოფნისას მარკ ბოუმენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან სავარაუდოდ გააფორმებს ხელშეკრულებას (სუვერენული სესხის ხელშეკრულებას), დედაქალაქის 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციასა და განახლებასთან დაკავშირებით.
წყარო: https://euneighbourseast.eu/news/latest-news/top-ebrd-officials-to-visit-armenia-georgia-and-azerbaijan/
"გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!", - კახა ოქრიაშვილი
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქართველი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"15 იანვარს, წავიდა დიდი ქართველი პატრიოტი, ამ ქვეყნის ღირსეული შვილი, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე - არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟის და ნამდვილი ქართული ხასიათის შემქმნელი, რომლის მრავალ ღირსებათაგან უმთავრესი სამშობლოს უპირობო სიყვარული იყო!
გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ქართველი მოფარიკავეებისთვის 2023 წელიც წარმატებით დაიწყო!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ბუბა კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.
თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური