Items filtered by date: ოთხშაბათი, 11 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

ნატო-სა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას თანამშრომლობის შემდეგ დონეზე გადაყვანის, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაზრდისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა ერთობლივ განცხადებას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი.

ახალ ტექსტში, რომელიც მომზადებულია 2016 და 2018 წლებში ხელმოწერილი განცხადებების საფუძველზე, ნათქვამია, რომ ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რომ დღეს ევროატლანტიკური რეგიონი ბოლო წლების ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას და რომ რუსეთის ომი უკრაინაში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

„რუსეთის ომი ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოში“. - ნათქვამია განცხადებაში და უმკაცრესად არის დაგმობილი რუსეთის აგრესია.

ნატომ და ევროკავშირმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ურყევია და ეს ასე გაგრძელდება.

განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ავტორიტარული აქტორები ნატოსა და ევროკავშირის ინტერესებს ცდიან, ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვცხოვრობთ გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის პერიოდში. ჩინეთის მზარდი პრეტენზიები და პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევებს, რომლებსაც ჩვენ უნდა გადავხედოთ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში არსებული მყიფე და არასტაბილური ვითარება სტრატეგიული მეტოქეებისა და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს.

იქვე ხაზგასმულია ასეთ პერიოდში აშშ-სთან კავშირების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ნატო წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის საფუძველს ევროატლანტიკურ რეგიონში და აღიარებულია „უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვის“ მნიშვნელობა და რომ ეს ნატომ უნდა შეავსოს.

”რადგან ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების საფრთხეები და გამოწვევები განვითარდა მასშტაბურად და სიდიდით, ჩვენს პარტნიორობას ავაყვანთ შემდეგ დონეზე, ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე”. - ნათქვამია განცხადებაში.

სფეროები, სადაც თანამშრომლობა გაიზრდება, არის გეოსტრატეგიული კონკურენცია, მდგრადობის საკითხები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, მზარდი დამანგრეველი ტექნოლოგიები, კოსმოსი, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების ეფექტი და საგარეო ინტერვენციები და ინფორმაციული მანიპულაციები.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 10 იანვარი (სინხუა) - ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობა ემზადება ჩინური ახალი წლის (საგაზაფხულო ფესტივალი) აღსანიშნავად.

ჩინური ახალი წელი ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი. ჩინურ ენაზე მისი სახელწოდებაა „ჩუნცზე“, და ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ტრადიციული ჩინური ახალი წლის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. ის დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს.

ამ ღონისძიებისთვის მოსახლეობა ყიდულობს ლამაზ, ტრადიციულ საჩუქრებს და ამგვარად ისინი აღნიშნავენ ჩინური ახალი წლის დადგომას.

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ჩვენი „კომანდოს“ ძალები უკვე სრულად ჩამოყალიბდა, გადაიქცა უზარმაზარ ძალად და ეს პროცესი გრძელდება. შეიქმნება ახალი „კომანდოს“ ძალებიც და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობის გაზრდას. მათი ყველა აღჭურვილობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტებით.

АЗЕРТАДЖ, -ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერების ღონისძიებებზე საუბრისას.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე გაიზარდა სასაზღვრო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა, შეიქმნა ახალი ქვედანაყოფები, რაზმები, შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის დაჯგუფებები.

„ჩვენ გავზარდეთ საზღვაო ქვეითთა რაოდენობა. ასევე გავზარდეთ ნახიჭევანის ცალკეული არმიის სპეცრაზმის რაოდენობა. მაგრამ ახლა მათ რიცხვს ვერ დავასახელებ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იქნება. ამავე დროს, მათი რიცხვი იზრდება. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია დასახული მიზნისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით და ვაგრძელებთ ისეთ ძალების შექმნას, რომლის არგათვალისწინება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება“, - დასძინა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მიუხედავად ტანჯვის, ტკივილისა, ყველაფრის განადგურების მიუხედავად, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე. ეს არ არის ადვილი როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ეს შედის აზერბაიჯანის ინტერესებში და აზერბაიჯანის გრძელვადიან ინტერესებში, ჩვენ ამას ვთავაზობთ.

АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

”მაგრამ შემდეგ ის ცოტა ხნით მაინც მაგიდაზე იქნება. შემდგომ ჩვენ არ გამოვიჩენთ განსაკუთრებულ აქტივობას. არ უნდათ - კი ბატონო, ნუ უნდათ. მათ არ სურთ დელიმიტაცია - კარგით, ნუ უნდათ. მაშინ ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გაივლის იქ, სადაც ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია. მაგრამ მე უკვე იძულებული ვიქნები ასეთ ტერმინებს მივმართო. საზღვარი არ არის დელიმიტირებული, და ვინ თქვა, რომ საზღვარი გადის იქ და არა აქ. ვფიქრობ, ის აქ გადის. ამის დამადასტურებელი მიზეზები გამაჩნია - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ, ეს მათ ინტერესებში უფროა, ვიდრე ჩვენს ინტერესებში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

უკვე, თქვენი საპენსიო დანაზოგი „ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკში გამოგიჩნდებათ. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა „ლიბერთი“ ბანკის მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეგეძლებათ. თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალზე ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.
მობაილბანკში თქვენი დასტურის შემდეგ, საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე შესასვლელად გჭირდებათ ბუღალტრის მიერ მოწოდებული ერთჯერადი პაროლი. ორი, ან მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ ორი ნებისმიერი დამსაქმებლის პაროლი.

წყარო: https://pensions.ge/ka/public-information/news/the-function-of-viewing-pension-savings-has-been-added-to-liberty-bank's-mobile-bank

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

პეკინი, (სინხუა) - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა დღეს ხაზი გაუსვა უწყვეტი ძალისხმევის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი მკაცრი შიდაპარტიული კონტროლისა და კომპარტიის მე-20 ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გეგმების შესრულების აუცილებლობას.

სი ძინფინგმა, რომელიც ასევე არის ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, ეს განცხადება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის მე-2 პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.

მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.

თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.

თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.

მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური