Items filtered by date: პარასკევი, 09 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

კოლეჯის სტუდენტობიდან B&B ბიზნესის მფლობელობამდე, 23 წლის ჩინელი გოგონა ხედავს, რომ მუდმივი ძალისხმევის მეშვეობით მისი ცნობილი მეწარმეობის ოცნება თანდათან ახდება. 

ამჟამად ჩინელი გოგონა B&B ბიზნესს მართავს ცენტრალურ ჩინეთში, ქ. ჩანგშაში.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: "ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა, თავისუფალი უკრაინა, თავისუფალი უკრაინული ქალაქი ცის ქვეშ. მადლობა. ვამაყობ."

უკრაინის არმიის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი რუსული ძალებისგან უკან დაიბრუნეს.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსეთის ძალებზე კონტრშეტევა დაიწყეს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

6 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ასოცირების საბჭოს შეხვედრის ძირითადი თემა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გახლდათ. კერძოდ, სხდომაზე ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს მზადყოფნას, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინვე, როგორც კი ის ევროკომისიის მოსაზრებებში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. 
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ინკლუზიურ პროცესში ჩართვის რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული და რომ ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება მის მხარდასაჭერად. 
საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია, აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „არ არსებობს მარტივი გზები და არც სასწაულები მოხდება“, — დასძინა მან, — „ეს არის არა პოლიტიკური დეკლარაციების საკითხი, არამედ — პოლიტიკური ნებისა, რომელიც ნებას შედეგებად გარდაქმნის“.
ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების დღის წესრიგის შესწორებული ვერსიის დამტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაც. 
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას ჰიბრიდული თუ კიბერ საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
დამატებითი ინფორმაცია
რესრელიზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის  ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. 

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩამოვიდნენ. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები.

სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგემ მრავალეროვნული ბატალიონის თავდაცვით პოზიციებს შეუტია, რის შემდეგაც მრავალეროვნულმა ბატალიონმა კომბინირებული მოქმედებით მოწინააღმდეგე გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა, მოწინააღმდეგის დარჩენილი ძალების დამარცხების მიზნით. მრავალეროვნულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან „ჯაველინი“ 3 გასროლა განახორციელა. კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის თავდაცვითი დაბრკოლებების გარღვევა მრავალეროვნულმა საინჟინრო ასეულმა განახორციელა, რომელიც აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ოცეულისა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის დასავლეთ ვირჯინიის შტატის საინჟინრო ოცეულისგან იყო დაკომპლექტებული.     

წელს საქართველომ „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).

გამოქვეყნებულია სამხედრო

ფუჯოუ, 8 სექტემბერი (სინხუა) -- ჩინელმა არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ წამოიწყეს წყალქვეშა არქეოლოგიური სამუშაოები იუანის დინასტიის (1271-1368) დროინდელ სავაჭრო გემზე, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ფუძიანის პროვინციის სანაპიროებთან ჩაიძირა.

გეგმის მიხედვით, ზედაპირზე ამოიტანენ საექსპორტო ფაიფურის ნივთებს, რომლებიც ჩაძირულ სავაჭრო გემზე 700 წლის განმავლობაში ინახებოდა.

მიმდინარე წყალქვეშა არქეოლოგიურ სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ადმინისტრაცია და ფუძიანის პროვინციის არქეოლოგიური ინსტიტუტი.

2014, 2016 და 2021 წლებში კომპეტენტურმა უწყებებმა უკვე ჩაატარეს წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები გემის ჩაძირვის ადგილზე, რომელიც მდებარეობს უძველესი საზღვაო აბრეშუმის გზის სამხრეთ და აღმოსავლეთ მარშრუტების კვეთაზე. ეს საზღვაო სავაჭრო გზა აზიას, ევროპასა და აფრიკას აკავშირებდა.

არქეოლოგები ამბობენ, რომ ჩაძირულ გემზე არსებული ფაიფურის ნივთები განკუთვნილი იყო უცხოეთის ბაზრებისთვის, და ამის გამო არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება მნიშვნელოვანია უძველესი საზღვაო აბრეშუმის გზის დასადგენად. ისინი იმედოვნებენ, რომ მიმდინარე კვლევა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით არსებული ლოგისტიკური სისტემის გარკვევას, ძველი ჩინურ ფაიფურის ექსპორტის საერთო ჯაჭვში.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონ-პრიზიორებს უმასპინძლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული განსაკუთრებული შედეგი მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვიშის მსოფლიო მეორე თამაშებზე, რომელიც  ANOC -ის  ეგიდით 2023 წლის 5-12 აგვისტოს  ბალიში (ინდონეზია)ჩატარდება.

ჩვენმა ქვიშის მოჭიდავეთა  ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა საერთაშორისო სარბიელზე, მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა,  გუნდურ  ჩათვლაში  კი პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საქართველის სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

გამოქვეყნებულია სპორტი

გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა. 

4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და  რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს  დეზინფორმაციის გავრცელებისა და  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით. 

გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით.

წყარო: http://www.economy.ge/?page=news&nw=2008

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონის ზოგიერთი ტერიტორია რუსეთის ძალებისგან უკან დაიბრუნეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ზელენსკიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მიმდინარე კვირას გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ“.

მეორე მხრივ, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვში რუსული ძალების წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს.

სიუჟეტში ასევე გავრცელდა კადრები იმ მომენტების შესახებ, როდესაც უკრაინელმა ძალებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშა ჩამოაგდეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ხარკოვის ოლქის სოფელ ნოვა ჰუსარივკაშია  ჩაწერილი.

ვარაუდობენ, რომ უკრაინული ძალები ასევე შევიდნენ ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ვოლოხოვ იარში.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური