Items filtered by date: ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა მიიღო მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეისგან. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჯონ კირბიმ Zoom-ის საშუალებით თეთრი სახლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

მან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღს ყიდის, ასე შეაფასა: „ჩვენი აზრით, ამ გაყიდვაში მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვია. მაგრამ, არ არსებობს მითითება იმისა, რომ ეს გაყიდვები დასრულებულია და ეს იარაღი იქნა გამოყენებული საველე პირობებში“.

კირბიმ დასძინა, რომ ეს შესყიდვა იმის მანიშნებელია, თუ რამდენად „უიმედო და უმწეოა“ რუსეთი უკრაინის ომში.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პროფესიონალი მოცეკვავეების ოჯახში დაბადებული, დაწყებითი სკოლის მოსწავლე მუჰედეს მუთარიფუს, სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონიდან (ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი), ასევე უყვარს ცეკვა.

მთელი ოჯახი მხარს უჭერს მას, აიხდინოს სანუკვარი ოცნება - გახდეს ცნობილი მოცეკვავე.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ამერიკელ სტუმარს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-4 ქვეით ბრიგადაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში უმასპინძლა.

დღესვე, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში საქართველოს, ბრიტანეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე სადაზვერვო დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლის ამოცანა რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეიდი განახორციელეს და მოწინააღმდეგე ერთობლივი მოქმედებებით წარმატებით გაანეიტრალეს. 

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

გამოქვეყნებულია სამხედრო

გამოცხადდა კონკურსი, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“. მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს განაცხადების შეტანა 1 ნოემბრამდე შეუძლიათ.

კონკურსს, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, საქართველოში საფუძველი ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს ჩაუყარა. ის ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკური ქცევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს სპეციალურ პრიზს კონფლიქტების საკითხზე შესრულებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურება. 

წლევანდელი კონკურსს დაემატა ახალი კატეგორია, რომელიც საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევარს გამოავლენს.

2022 წელს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ შემდეგ რვა კატეგორიაში გაიცემა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ელექტრონული ან ბეჭდური ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებებს — მათ შორის უმცირესობათა უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას და კანონის უზენაესობას) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში);
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი დაჯილდოვდება ერთთვიანი სტაჟირებით ლონდონის „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“, სხვა გამარჯვებულებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.

ყველა კატეგორიისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2022 წლის 1 ნოემბერია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩვენმა გუნდმა მსოფლიო სერიის ხუთივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების საბოლოო წარმატებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიის მეხუთე და დასკვნითმა ეტაპმა, რომელსაც კონსტანცამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები მასში 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა კი წარმატებას მიაღწია.

ფინალურ ეტაპზე ჩემპიონები გახდნენ ნიკა კენჭაძე და ლევან ქელეხსაშვილი, მამუკა კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, დავით ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ ჯემალ კილაძე. საქართველოს დელეგაციას მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა სერიის ეტაპზე ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

გამოქვეყნებულია სპორტი

პეკინი, 7 სექტემბერი (სინხუა) – 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე ჩინეთის საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10,1 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად ეს თანხა 27,3 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 3,95 ტრილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 14,2 პროცენტით გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,48 ტრილიონ იუანს მიაღწია. იმპორტმა კი 5,2 პროცენტით მოიმატა და წელიწადში 11,82 ტრილიონი იუანი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის სავაჭრო მოცულობა, სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან - ASEAN-თან, ევროკავშირთან და აშშ-სთან შესაბამისად, 14, 9,5 და 10,1 პროცენტით გაიზარდა.

ამ პერიოდში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა „სარტყელი და გზის“ პროექტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან 20,2 პროცენტით გაიზარდა და წელიწადში 8,77 ტრილიონ იუანს მიაღწია.

თავის მხრივ ელექტრომექანიკური პროდუქციის ექსპორტი 9,8%-ით გაიზარდა და წელიწადში 56,5 პროცენტი შეადგინა. ხოლო შრომის ინტენსიური პროდუქციის ექსპორტი შესაბამისად 14,1 პროცენტით გაიზარდა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა, რაც, მისივე შეფასებით, თავდაპირველად დაგეგმილ 4,3%-თან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

„ეკონომიკის აღდგენა, რაც 2020 წელს დაგვაკლდა, 2021 წელს მოხდა. დადებითმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მოგვცა საშუალება მეტი შემოსავლები მიგვეღო. გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი და ჩვენ 2-ჯერ მოვახდინეთ ბიუჯეტში ცვლილებები - ივლისში და დეკემბერში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი გიზარდა 1 400.0 ლარით. გიორგი კაკაურიძის თქმით, 25%-ით გაიზარდა საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი - გამოშვებული პროდუქციის ღირებულების მაჩვენებელი. გასულ წელთან შედარებით 51 000-ით მეტი სამუშაო ადგილი იყო ქვეყანაში. 2021 წლის ბოლოს ინფლაციის დონე 13.9% იყო. 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 326.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 10 084.4 მლნ აშშ დოლარს.

„საანგარიშო პერიოდში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილმა 21.1 %-ს შეადგინა; თურქეთის - 15.0 %; რუსეთის - 11.4 %“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 24 %-ით გაიზარდა და 2 032.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 101.6 პროცენტით და შეადგინა 1 152.8 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო 14 928 250.0 ათასი ლარის მობილიზება, ფაქტობრივად კი, მობილიზებული იქნა 15 142 672.8 ათასი ლარი. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს, განსაზღვრული იყო 13 271 250.0 ათასი ლარი, ხოლო მობილიზებულ იქნა 13 379 960.6 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 457 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 494 447.1 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებიდან მიღებულია 1 268 265.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.7%.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, მიღებულია 12 750 272.7 ათასი ლარი; გადასახადებში მობილიზებული იქნა 11 439 488.6 ათასი ლარი; გრანტებში 487 106.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლების სახით კი მიღებულია 823 677.1 ათასი ლარი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით, ფისკალური თვალსაზრისით, უკეთესი იყო.

„ფისკალური თვალსაზრისით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო. შარშან წლის განმავლობაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ორჯერ განხორციელდა. ჯამში ბიუჯეტის ასიგნებები, რომელიც თავდაპირველად იყო 18 მილიარდ 385 მილიონი ლარი, გაიზარდა მილიარდ 411 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 796 მილიონი ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ ცვლილებებით, 2021 წელს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და დევნილთა ასიგნებები ჯამურად გაიზარდა - 976 მლნ. ლარით, ასიგნებები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის მიმართულებით - 177 მლნ. ლარით, თავდაცვის ხარჯები - 90 მლნ. ლარით, პროგრამა განახლებული რეგიონები - 90 მლნ. ლარით, განათლების ხარჯები - 40 მლნ. ლარით. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის მიმართულება - 31 მლნ. ლარით და ა.შ.

„2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შუალედური ანგარიშები, რეგლამენტის შესაბამისად, განვიხილეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. თანამომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გასული წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე.

„ინფლაცია შარშან და წელსაც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის და საზოგადოების. ცხადია ეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა და მანდატია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა, რათა ინფლაციის მაჩვენებელი მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოვდეს მიზნობრივ დონეს, ფასები რეალურად შემცირდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტის შედეგად 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

მთავრობის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დედაქალაქ უაგადუგუსკენ მიმავალი მიწოდების კოლონის გადაადგილებისას, დჟიბოსა და ბურზანგას რაიონებს შორის წინასწარ დანაღმული ნაღმი აფეთქდა. შედეგად, ბოლო მონაცემებით 35 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.

ცნობისათვის, მეზობელ მალიში განთავსებული ტერორისტული ორგანიზაციების ალ-ქაიდასა და დაეშთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფები, 2015 წლიდან ახორციელებენ თავდასხმებს ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ამ თავდასხმებს 2000 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 600 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი იყო.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
 
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც აქამდე ყველა წაგება ჰქონდა და რომელიც რეიტინგით ჯგუფის ყველაზე სუსტი წევრი იყო. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა გაირთულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდი იყო იმის შანსი, რომ ბოლო ტურში მონტენეგროსთან მხოლოდ მოგება დაგვჭირვებოდა. 

ასე რომ, ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა: ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო რჩებიან. 

ბელგიას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ბულგარეთთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში რჩება. ასე რომ, ბელგია საკუთარ თავთან ერთად საქართველოსთვისაც თამაშობს და სასურველი იქნება, თუკი ქართველი გულშემატკივრები ამ მატჩზე დასასწრებად მივლენ და ბელგიელებს უქომაგებენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება და რაც უფრო მეტო ქომაგი მივა თბილისი არენაზე, ბელგიისა და საქართველოსთვის მით უკეთესი.

რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი კომპონენტის გამო წააგო – მეტოქეს შორი სროლების შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. ბულგარელებმა 19(!) სამქულიანი ჩააგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საჭირო დონეზე მხოლოდ მეორე პერიოდის დასაწყისამდე ითამაშა. საქართველო 22:14 იგებდა და მოულოდნელად მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თავიდან რომ სროლები არ მისდიოდათ, ბულგარელებმა ბურთის ბურთზე ჩაგდებას მიჰყვეს ხელი და ამაში მათ ხელი ქართველებმა ვერ შეუშალეს.

იყო ეპიზოდები, როცა ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში ბულგარელები პერიმეტრიდან შეუჩერებლები გახდნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცემია – 80:92 (სტატისტიკა).

ეს გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანის, გიორგი ცინცაძის მე-200 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ამ შედეგით იგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. საიუბილეო მატჩში, ბულგარეთთან მწვრთნელმა ცინცაძე პირველ ნახევარში, არასრული 10 წუთი ათამაშა.

საქართველოსა და მონტენეგროს მატჩი თბილისი არენაზე 7 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური