Items filtered by date: ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთანდა ოჯახის წევრებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში შემდეგი ლოკაციები დაგხვდებათ: მეღვინეობის, კულინარიული, მეწარმეების, ეთნო და თათარაობის სივრცეები, ღვინის ბარი, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული აქტივობები და სხვა. წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე გაიმართება

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველზე მასშტაბური იქნება. დანტერესება მონაწილეთა მხირდანაც დიდია – წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობაჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და IWSC-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკისდამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, 

ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,

სტუმრიანობის კუთხითაცხალხმრავალი იქნება, “–აღნიშნეს საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებშიიმართება.

ფესტივალის გენერალური სპონსორია m².

ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს მთავრობასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

წელსგურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

უჰანი, 28 სექტემბერი (სინხუა) -- სუნ-ის დინასტიის (960-1279) ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა სამშაბათს ცენტრალურ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილია სუნ-ის დინასტიის დროინდელი ცნობილი კალიგრაფების თემატური ნამუშევრები.

ღონისძიება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი, სტრატეგიული ოპერაცია და დაგეგმარება.

ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში. სწავლებაში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების მოსამსახურეები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები.

2023 წლიდან დაგეგმილია პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე წარიმართება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გააგრძელონ სწავლა თსუ-ს აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ერთწლიანი სამაგისტრო ხარისხი. პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2022 09:44

კოსმოსური ხომალდი DART-ი ასტეროიდს დაეჯახა

ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსური ხომალდი DART-ი, დედამიწიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით ასტეროიდს წარმატებით დაეჯახა, ისე როგორც დაგეგმილი იყო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

დედამიწის პოტენციური ასტეროიდის ან კომეტის საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის ტექნოლოგიის შესამოწმებლად კოსმოსში გაშვებული ხომალდი დროულად დაეჯახა Dimorphos-ის სახელწოდების ასტეროიდს, რომელიც დედამიწას საფრთხეს არ უქმნიდა.

ასტეროიდის ორიენტაციის ტესტისთვის მომზადებულმა კოსმოსურმა ხომალდმა DART-მა Dimorphos-ს საათში დაახლოებით 23000 კილომეტრი სიჩქარით უბიძგა, რათა იგი ორბიტიდან გადაეხარა.

შეჯახება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა NASA-ს ვებგვერდზე და ყველა სოციალურ ქსელში.

შეჯახება პირველად ჩატარდა, როგორც სატესტო შემთხვევა, რათა გაზომილი და თავიდან აცილებული იქნას მომავალში პოტენციურად საფრთხის შემცველი ციური ობიექტები.

შეჯახების მომენტი დაფიქსირდა ჰაბლის, ვების და ლუსის ტელესკოპებით, ასევე კოსმოსურ ხომალდზე განთავსებული კამერით.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გიბრალტარში გამარჯვებით დაასრულა.

ვილი სანიოლის გუნდი მე-19 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევმა თავად მოიპოვა. 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში გიბრალტარის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუის ენესლიმ 79-ე წუთზე დააფიქსირა. 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება 16 ქულით დაასრულა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთსა და თურქეთს აჯობა და ევრო 2024-ის პლეიოფში ერთა ლიგიდან მომავალი წლის მარტში ყაზახეთის ნაკრებს თბილისში შეხვდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა D დივიზიონიდან დაიწყო, პირველივე სეზონზე C დივიზიონში დაწინაურდა, კიდევ ერთ სეზონში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და B დივიზიონში აინაცვლა.
გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური