Items filtered by date: სამშაბათი, 27 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2022 20:17

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდა კახურ შოთსა და ჩურჩხელებსაც დააგემოვნებენ

15  ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინისფესტივალი უკვემეოთხედ გაიმართება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული აქტივობები და სხვა. წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე მოხდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დანტერესება მონაწილეთა მხირდანაც დიდია - წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირემეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და IWSC-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობითაც ხალხმრავალი იქნება,- გვითხრეს საორგანიზაციო ჯგუფში.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხ, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა კომერციული ორგანიზაციები. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის დღეები საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია. ფესტივალი სს „m² უძრავი ქონება“-ს გენერალური სპონსორობითა და „თელიანი ველის“, საქპატენტის, გურჯაანის ნაყინის ფინანსური ხელშეწყობით ეწყობა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
დღეს ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ანონსი გამოაქვეყნა.
მასში კერძოდ ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართება საზეიმო მიღება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი, საქართველოს მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ რეჟიმში საელჩოს Facebook გვერდის მეშვეობით.
გამოქვეყნებულია ჩინეთი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, IJF ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც სრულიად არ იზიარებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც თავის მხრივ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აგრესორი ქვეყნის ათლეტების მოკვეთას ითვალისწინებს.

ძიუდოს მმართველი ორგანო, ნაცვლად სრული აკრძალვისა, რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით ასპარეზობის საშუალებას აძლევდა.

"IJF -ის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ძიუდოში ყველა ათლეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებზე 2023 წლის იანვრამდე მონაწილეობის უფლება არ მისცეს," - ნათქვამია  IJF-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსულ სპორტში დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებით იყო გამოწვეული, რუსეთს ქვეყნის სახელით, დროშით და ჰიმნით გამოსვლა ჰქონდა აკრძალული 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ეს სანქციები 17 დეკემბრამდე კვლავაც ძალაშია, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატზე.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიდოდნენ, თუ მასში რუსეთის ნაკრებიც მიიღებდა მონაწილეობას.

გამოქვეყნებულია სპორტი
ქ. ტრაპიზონში ბათუმის დღეების ფარგლებში მ/წლის 23 სექტემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ტრაპიზონის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებისა და წევრების შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ქართველი და თურქი ბიზნესმენები. ბიზნეს-ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ქართული ოფიციალური დელეგაციის წევრები, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანასა და რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბიზნეს-ფორუმის დასრულების შემდეგ ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ კონკრეტულად განეხილათ მათთვის საინტერესო ბიზნეს-წინადადებები და ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.
ამასთან, დღის ბოლოს გაიმართა ,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი, რომელსაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, გულშემატკივრებისა და საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელები დაესწრნენ.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პროკურატურის ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა და უწყებასთან საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციურ უწყებად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.
„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ჩასატარებლად საქართველოს არჩევისთვის და საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ როგორც მასპინძელი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე გლობალურ კონფერენციაზე. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია უკვე მეორედ ატარებს ღონისძიებას საქართველოში. პირველად, 2017 წელს ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც  აღმოჩნდა წარმატებული. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას [აღმასრულებელ კომიტეტს], რომ აირჩია საქართველო მეორედ, ამჯერად უფრო ამბიციური პროექტისთვის. თქვენს მიერ შეტანილი ყოველი წვლილი ღირებული იქნება ღონისძიების წარმატებისთვის.
მე მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე პროკურატურების ხელმძღვანელთა სესიაზე. ჩვენ შევეხებით პროკურატურების წინაშე არსებულ გამოწვევებს პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობისას. პროკურატურები წარმოადგენენ სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მოთამაშეებს და ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ისინი ცენტრალური ორგანოების როლსაც კი ასრულებენ. მაშასადამე, ეს იქნება შესანიშნავი ფორუმი რეალური პრობლემების გადასაჭრელად და პერსონალურ დონეზე ქსელების შესაქმნელად, რაც ზოგჯერ შეიძლება ბევრად უფრო საჭირო იყოს, ვიდრე დოკუმენტები“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. 
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც თბილისში 25- 29 სექტემბერს ტარდება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. 
ოთხდღიან კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
ასევე, კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი ესწრებიან. 
ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, იმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საჰაერო სარაკეტო სისტემა NASAMS-ი. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-ის ჟურნალისტს, მარგარეტ ბრენანს, გადაცემაში სტუმრობისას 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ესაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კონგრესს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ NASAMS-ები. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები."

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სისტემები საკმარისი არ არის ისეთი ინფრასტრუქტურის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები. მისივე თქმით, მათ უნდა უზრუნველყონ საჭირო უსაფრთხოება და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად.

ზელენსკიმ, რომელმაც აშშ-ს ასევე ტანკები მოსთხოვა, დასძინა: „თუ აშშ გამოავლენს ლიდერობას და მოგვცემს ტანკებს, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ამ ნაბიჯს. თუ ჩვენ ვიყიდით ტანკებს აშშ-სგან, ვფიქრობ, ევროპელი მოკავშირეებიც დაგვეხმარებიან უკრაინის ქალაქების ტანკებით ოკუპაციისგან გათავისუფლებაში“.

უკრაინის ლიდერმა ასევე მიუთითა რუსეთის მიერ მისი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჩატარებულ რეფერენდუმებზე და თქვა: „ეს არის საშიში გზავნილი, რომ პუტინი არ დაასრულებს ამ ომს“.

ბრენანის შეკითხვაზე: "გჯერათ თუ არა, რომ ევროპაში მშვიდობა იქნება, სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება?", ზელენსკიმ უპასუხა: "არა, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია და ეს არის არა."

გამოქვეყნებულია მსოფლიო

აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა.

აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ და ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს. აქცია გრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური პირობები: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი - Liberty Bank

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური