Items filtered by date: ორშაბათი, 26 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ტაიუანი, 25 სექტემბერი (სინხუა) -- კვირას ჩინეთმა წარმატებით გაუშვა ორი ახალი თანამგზავრი ტაიუანის კოსმოსური ცენტრიდან ჩრდილოეთ ჩინეთის შანსის პროვინციიდან. „შიიან-14“ და „შიიან-15“ თანამგზავრები პეკინის დროით 06:55 საათზე გაუშვეს Kuaizhou-1A (Bystroy Cheln-1A) გამშვები მანქანის გამოყენებით და იგი წარმატებით გავიდა დანიშნულ ორბიტაზე.

„შიიან-14“ ძირითადად გამოყენებული იქნება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და ახალი ტექნოლოგიების ტესტირებისთვის, ხოლო „შიიან-15“ გამოყენებული იქნება გეოლოგიური დაზვერვის, ურბანული დაგეგმარებისა და კატასტროფების პრევენციისა და რეაგირებისთვის.

Kuaizhou-1A გამშვები მანქანისთვის ეს ფრენა ზედიზედ მე-18 იყო.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც  ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად  ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია.  ლიბერთიმ, ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეარჩია ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
,, ფაქტორინგის პროგრამაში, ლიბერთი ბანკთან ერთად ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სასაწყობო  მეურნეობა და თავად ფერმერი. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის  ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა; მნიშვნელოვანია ის,რომ დასაწყობებული თხილის პროდუქციის ხარისხზე ფერმერი აღარ იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფერმერი თავიდან აიცილებს იმ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება თხილის პროდუქციის სახლის პირობებში შენახვისას“ - მერაბ ჭითანავა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი.
,, ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული ახალი პროგრამების განხორციელებას. დღეიდან ვიწყებთ ახალ აგროპროექტს, რომელიც  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნული, საბანკო სფეროში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს და მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ბანკისგან სესხი უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ.  ლიბერთი  მომავალშიც გააგრძელებს  ახალი პროდუქტების დანერგვას, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე იქნება მორგებული“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო მათსავე ქვეყანაში ”
პირველად საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.
კონკურსი თავისი მასშტაბითა და საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში 50 წლიანი გამოცდილებით, მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ჟიური, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს. უკვე ცნობილია, რომ კონკურსს კომპეტენტური ჟიური ყავს, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე ადგილობრივი ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.
პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ინგლისისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აცხადებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ჟურის ხელმძღვანელი სარა ებოტი.
მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.
IWSC-ის შესახებ:
IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური