Items filtered by date: პარასკევი, 23 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ი-ს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

ვან ი-მ დიმიტრო კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/727640-chinetis-sagareo-ministri-dmitro-kulebastan-saubrisas-acxadebs-rom-qvela-kveqnis-suvereniteti-daculi-unda-iqos

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„ჩვენი ქვეყნების ორმხრივი მისწრაფება პარტნიორობის გაღრმავებისკენ, საერთო ღირებულებებთან ერთად, არის ის ურყევი საფუძველი, რომელზეც დამყარებულია საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები. ჩეხეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.“- აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. 
თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიასა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გარემოზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა. 
ამასთან, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად პროცესზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების  ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს  შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას,  რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს.   
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia 2023.

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. 13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ახლა უკვე ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმაირისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. და მაინც როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია და კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ. ექსპერტთა თმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას.  

„ჩვენ ვაწარმოებთ სტრუქტურულ, მკაცრ ღვინის ტესტირების პროცესს. ჩვენი შეფასების სესიების ფორმატი იძლევა ჯგუფური დისკუსიის საშუალებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭირვალობას გადაწყვეტლების მთავარი მიმღებლებისათვის, რომლებიც იღებენ სრულ ინფორმაციას ღვინის შესახებ. იმისათვის, რომ ღვინო სწორედ იქნეს მიწოდებული აუდიტორიისთის, ხდება IWSC-ში შემავალი ყველა ღვინის მწარმოებლის დეტალების გაცნობა. მათ შორის მარკეტინგული ინფორმაცია, როგორიცაა შიდა, გარე და საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები. ტესტირებისას, ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ღვინო წინასწარ ისხმევა დანომრილ ჭიქებში, თითოეული დაგემოვნების სესიის შემდეგ, შეფასებული ღვინო გადაეცემა ყველა ჟიურის წევრს, რომლებიც დამატებით კომენტარს აკეთებენ არსებულ ღვინოზე. ექსპერტების შესახებ დეტალებს, რომლებმაც ღვინო შეაფასეს კონკურსანტები ღონისძიების ბოლოს იღებენ,“ - ასეთია ღვინის შეფასების ინსტრუქცია და დეტალები, რომელსაც IWSC კონკურსანტებს სთავაზობს.
კონკურსზე შეფასება 100 ქულიანი სისტემით ხდება, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჯილდოები ნაწილდება. ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ. და მაინც როგორია, IWSC-ის ღვინის შეფასების სისტემა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრეტენდენეტი ქართული ღვინოები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

ოქრო (95-100)

დიდებული ღვინო არაჩვეულებრივი ხასიათითა და სირთულით, რომელიც მოდის მისი ისტორიული ფესვებიდან. სამაგალითო ღვინო, რომელიც უმაღლეს გამოცდილებას შესძენს დამგემოვნებელს 

  • ვერცხლი (90-94)

დასრულებული, კარგად შესრულებული ღვინო მნიშვნელოვანი ხასიათით. მისი სტილისა და ნაირსახეობის კლასიკური მაგალითი.

  • ბრინჯაო (85-89)

კარგად გაკეთებული ღვინო, რომელიც დამგემოვნებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა  პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.

"საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი,“- აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

გაირკვა, რომ არაგადამდები დაავადებები გადამდებ დაავადებებთან შედარებით უფრო მომაკვდინებელი გახდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოკვლეულია ისეთი მიზეზების გამო სიკვდილიანობა, როგორიცაა არაგადამდები კიბო, დიაბეტი, გულის და ფილტვის დაავადებები.

ანგარიშის მიხედვით, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები წელიწადში 41 მილიონ ადამიანს კლავს.

2019 წელს 70 წლამდე 17 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა არაგადამდები დაავადებების გამო.

სიკვდილიანობის 86% დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.

აღმოჩნდა, რომ არაგადამდები დაავადებების გამო უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე გადამდები დაავადებებით.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, რომლის განცხადებებიც მოხსენებაშია შესული, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა თქვა: „არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული საფრთხეების ჭეშმარიტი მასშტაბი კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ამ ანგარიშით“.

გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ არსებობს უფასო მეთოდები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მსოფლიოში გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად და გააკეთა გააფრთხილება, რომ ასეთი დაავადებები შეიძლება გახდეს საუკუნის ყველაზე დიდი საფრთხე, თუკი სიფრთხილის ზომები არ იქნება მიღებული.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური