Items filtered by date: ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის „ოპტიკის ველი“, ან აღმოსავლეთის ტბის მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონა, უჰანში, ცენტრალური ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ცნობილია თავისი ოპტიკურ-ოელექტრონული ინდუსტრიის ჯაჭვით, რომელიც იზიდავს გლობალურ საწარმოებს ოპტიკურბოჭკოვანი, ინტეგრირებული ჩიპებისა და დისპლეების სფეროებში.

დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ ჩინეთის თანამედროვე ინოვაციების ამბავი. #GLOBALink

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, დღეს ორმა ქვეყანამ 200 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში „თურქულ სახლში“, თურქ ჟურნალისტებთან აშშ-ში ვიზიტი შეაფასა რა, მათი შუამავლობით, უკრაინა-რუსეთს შორის განხორციელებულ ტყვეების გაცვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „მადლობა მინდა გადავუხადო რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის გაზიარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა“.

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა აშშ-დანაც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანიმ საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშზე მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მადლობას ვუხდი თურქეთის მთავრობას მარცვლეულის შეთანხმებაში ლიდერობისთვის, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაში შუამავლობისთვის“.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს იმ 215 უკრაინელისთვის, რომლებიც რუსეთთან თურქეთის შუამავლობით გაცვალეს და შემდეგ ქვეყანაში იქნენ ექსტრადირებული. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე, ხოლო „აზოვის“ პოლკის მეთაურები (5) ომის დასრულებამდე უსაფრთხოების მიზნით თურქეთში დარჩებიან.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
2022 წლის 22 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს შენოლ ალქანს ეწვია.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეების მიერ განხილულ იქნა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზები და აღმოფხვრის გზები, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული პრობლემების გადაჭრა და სხვა აქტუალური საკითხები.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

„PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად.

პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია.

„დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს  ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის წილი. ასევე აუცილებელია დროულად გადაიდგას ნაბიჯები სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებით.

 ნებაყოფლობითი დაზღვევის სტიმულირება და განვითარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამივე მხარისათვის. პირველ რიგში  მოქალაქე უკეთ დაცულია სამედიცინო რისკებისაგან, მეორეს მხრივ დაზღვევის ბიზნესი ვითარდება, ბოლოს კი მთავარია , რომ  სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებს მიმართავს  მიზნობრივად სოციუალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებისათვის.

საყურადღებოა სავალდებულო დაზღვევის განვითარება ქონებრივი რისკების მართვის მიმართულებით. ეს არის ის გზა და გამოსავალი რაც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. სავალდებულო დაზღვევით მცირდება ქონებრივი რისკები რაც მოსახლეობისთვის და კერძო ბიზნესისთვის დიდი ტვირთია“ - აცხადებენ “პსპ დაზღვევაში“

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის  შეხვდა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.

აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური