Items filtered by date: ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 19 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ და წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა.
საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მხრივ პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე.
მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს ურყევი და თანმიმდევრული პოზიცია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2022 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და ანა ლობჟანიძემ ფემიციდის ეთიკურად გაშუქების და ქალთა საკითხების ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში. ამის შესახებ სახალხო დამცველის ადმინისტრაცია იტყობინება.

13 სექტემბერს, ქუთაისში ადგილობრივი ტელე, რადიო და ონლაინ გამოცემის წარმომადგენლებისთვის გამართულ ტრენინგზე ანა ლობჟანიძემ მედიაში გენდერული საკითხების ეთიკურად გაშუქების პრინციპებზე, გენდერულად მგრძნობიარე ენის მნიშვნელობასა და სექსიზმის გავლენაზე ისაუბრა და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების მაგალითები განიხილა. დიდი ყურადღება დაუთმო ფემიციდის ეთიკურად გაშუქების სტანდარტებსაც, როგორიცაა, მასალის გაშუქების ფოკუსი, სავარაუდო მსხვერპლის/მოძალადის იდენტიფიცირება და ვიზუალური მასალის გამოყენების ეთიკური მხარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ.

14 და 16 სექტემბერს ანა ლობჟანიძემ და სოფიო რუსეცკიმ ქალთა საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და უწყვეტი მონიტორინგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას და მათ ჩართულობას. გარდა ამისა, განუზომელად დიდა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაში. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრის ჩატარება მიზნად ისახავდა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ადვოკატირების კამპანიებზე და ანგარიშგების პროცედურებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მნიშვნელობა, ანგარიშების წარდგენის მექანიზმები და პროცედურები. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩენჯოუ, (სინხუა) - ჩინელმა არქეოლოგებმა 3000 წელზე მეტი ხნის წინანდელ კეთილშობილურ სამარხში ოქროს "სამარხი ნიღაბი" აღმოაჩინეს. სამარხი ქალაქ ჟენჯოუში, ცენტრალური ჩინეთის პროვინციის ჰენანის დედაქალაქში მდებარეობს, განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ნიღბის ზომა 18,3 სმ სიგრძისა და 14,5 სმ სიგანისაა და დაახლოებით 40 გრამს იწონის. იგი აღმოაჩინეს სამარხში, რომელიც ახლახანს გათხარეს ქალაქის ნანგრევებში. სამარხი შან-ის დინასტიის /1600-1046 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე/ დროინდელია, იტყობინება ჩენჯოუს კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიის ინსტიტუტი.

„ნიღბის ზომა ნიშნავს, რომ მას პრაქტიკულად შეუძლია დაფაროს ზრდასრული ადამიანის სახე“, - განაცხადა ჰუანგ ფუჩენგმა, ინსტიტუტის მკვლევარმა.

არტეფაქტი შედის ამ სამარხიდან ამოღებული ოქროს რამდენიმე ნაჭერს შორის, რომელიც შეიცავდა 200-ზე მეტ სამგლოვიარო ნივთს, მათ შორის ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნივთებს. ასევე დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები იპოვეს ცნობილ სანსინდუის ნანგრევებში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, მაგრამ ისინი იშვიათად გვხვდება შან-ის დინასტიის ნანგრევებში ქვეყნის ცენტრალურ დაბლობებში.

ექსპერტები თვლიან, რომ ახალმა აღმოჩენებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს შან-ის დინასტიის დაკრძალვის რიტუალებსა და ოქროს კულტურას.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რიგაში სამი ერის თასი მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის მეორე ტურში ლატვიას დაუპირისპირდა, 2:4 დაამარცხა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.

ელგავას „ზემგალეს ოლიმპისკა ცენტრაში“ გამართული შეხვედრა მასპინძლებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა. ლატვიელების კარი თალესმა აიღო, რომელსაც ასისტენტობა ფერნანდო დრასლერმა გაუწია.

ბალტიისპირელებმა მე-11 წუთზე ალეკსანდრს კულეშოვსკის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად 12 წამში მათი კარი ფერნანდო დრასლერმა აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები შესვენებამდე 1:3 დააწინაურა.

შესვენების შემდეგ ლატვიელებმა გერმან მატიუშენკოს გოლით 29-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 33-ე წუთზე ბინიომ საქართველოს ნაკრები ისევ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 6:3 დაამარცხა და ორი მოგებით სამთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.

რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

წყარო: https://1tv.ge/news/futsali-saqartvelos-nakrebi-rigis-tasis-gamarjvebulia-gundma-finalshi-maspindzeli-latvia-daamarckha-1tvsport/

გამოქვეყნებულია სპორტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა, წერს 'ტრტ-ქართული".

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოსახლეობას და აუწყა, რომ ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან (21 სექტემბერი) დაიწყება. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს „დათრგუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარების ცენტრები და გაანადგუროს რუსეთი“.

„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა ერთ-ერთი დიადი დღესასწაულია საქართველოში. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, იესო ქრისტეს დედა.

სწორედ ამ დღეს 1941 წელს მოევლინა ქვეყანას ღირსეული ქართველი მამულიშვილი ოთარ აბდუშელიშვილი. ზოგადად, 21 სექტემბერს დაბადებული ადამიანები დახვეწილი გემოვნებით და მკაფიო აზროვნების უნარით გამოირჩევიან. ბატონ ოთარს ეს თვისებები უხვად გააჩნდა.

დიდია ბატონი ოთარის ღვაწლი მეთევზეობის დარგში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და მისი დადებითი იმიჯის განმტკიცებაში. მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს  საუკეთესოდ წარმოჩენას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისი, 21 სექტემბერი, 2022 – Visa იწყებს She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღას  საქართველოში და ბიზნეს ფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” პარტნიორობით, აცხადებს საჯარო ბიზნეს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის. ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, უფასო მენტორულ სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად და ფულადი პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. კონკურსის გამარჯვებულს და პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა 25 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელი კი  15 000 ლარს მიიღებს.   

კონკურსი Visa elevator pitch-ის ფორმატში, გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში იმართება და განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, უკავია აღმასრულებელი დირექტორის, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის პოზიცია ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი.[1]

“ვამაყობ, რომ Visa-მ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობის უწყვეტი ტრადიცია დაამკვიდრა გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად “ქალები მომავლისთვის” ვიწყებთ კამპანიის მესამე ტალღას და ვაცხადებთ ერთობლივ კონკურსს, რომელიც საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კონკურსის ფარგლებში ვიწვევთ ქალებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სტარტაპ კომპანიას, ან აქვთ საინტერესო ბიზნესიდეა და სურვილი გაიუმჯობესონ ფიჩინგის უნარები. მოვუწოდებ თითოეულ ქალს, ვინც ბიზნესსამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის, ჩაერთოს კონკურსში და მიიღოს ფულადი პრიზების მოგების რეალური შანსი.” - განაცხადა დიანაკიღურაძემVisa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიზნეს ფედერაცია „ ქალები მომავლისთვის“ 2020 წლიდან ჩართულია გლობალურ კამპანიაში - She’s Next Empowered By Visa და კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, ეხმარება მათ ბიზნეს კონკურეტუნარიანობისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში. სიამაყით გაცნობებთ, რომ She’s Next-ის მესამე ტალღის ფარგლებში, Visa-სთან პარტნიორობით ბიზნესს ფედერაცია აცხადებს საჯარო კონკურსს, რომელიც ქალ მეწარმეებს უქმნის შესაძლებლობას გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები და თავიანთი ბიზნესის ან/და ბიზნეს იდეის გასავითარებლად მიიღონ ფულადი პრიზი. მოვუწოდებთ,  საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ მეწარმე ქალს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოწვევბი აქციონ წარმატებად!“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ, ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • განაცხადის მიღების და დამუშავების პროცესი[2] - პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას. 
  • ენტორულისესიები - 10 საუკეთესო მონაწილე, ორდღიან უფასო საკონსულტაციო სესიებზე დაესწრებიან, სადაც შეისწავლიან ფიჩინგის ტექენიკას, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარების მიზნით.
  • Visa Elevator Pitch-ისფორმატი დადაჯილდოებისცერემონია - კონკურსის მესამე და ფინალურ ეტაპზე, 10 საუკეთესო მონაწილე ვალდებულია თავიანთი ბიზნესიდეა (Elevator pitch-ის ფორმატში) წარადგინონ ჟიურის წინაშე 90 წამში. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური იმავე დღეს 2 გამარჯვებულს გამოავლენს, შედეგად კი პირველ ადგილზე გასული 25 000 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული მონაწილე 15 000 ლარით დაჯილდოვდება.

დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს,  შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში  წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ 2022 წლის 10 ოქტომბრამდე. 

###

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge



[1] კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე

[2] კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებს და სურვილის შემთხვევაში ჩართულიყვნენ მათ აქტივობებში.

კამპუსის ეზოში გაცნობითი სტენდებით იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტური თვითმართველობა, სტუდენტური კლუბები, ბიზნეს ანბანი და IBSU-ს მარკეტერები.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

რეკორდული მაჩვენებელი: წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ჩინეთ-ევროპის 8701-მა სატვირთო მატარებელმა გაიარა სინძიანის პროვინციის ალატავის უღელტეხილი და ჰორგოსის პორტები, რამაც რეგიონს უზარმაზარი სტიმული შესძინა საგარეო ვაჭრობის ზრდის თვალსაზრისით.

დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური