Items filtered by date: სამშაბათი, 20 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ნიგერში ივლისის დასაწყისიდან მომდინარე უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 159 ადამიანი ემსხვერპლა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ნიგერის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის შემდეგ ქვეყანაში კოკისპირული წვიმებით გამოწეული წყალდიდობის შედეგად  225 ათას 539 ადამიანი დააზარალა რა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 159-ს მიაღწია.

გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, გასულ წელს ნიგერში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაზარალდა და 77 დაიღუპა.  

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 19 სექტემბერი (სინხუა) - პლანეტა მარსზე ჩინეთის პირველი მისიის ფარგლებში, საძიებო მისიამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები მოიტანა. ამის შესახებ ჩინეთის კოსმოსურ ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ხუთშაბათის მდგომარეობით, ორბიტალური აპარატი "Тяньвэнь-1" მუშაობდა 780 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო მარსის რობოტმა  "Чжужун"-მა გაიარა 1921 მეტრი წითელი პლანეტის ზედაპირზე.

ორივე მოწყობილობამ დაასრულა კვლევითი ამოცანები და მიიღო 1480 გიგაბაიტი ორიგინალური სამეცნიერო მონაცემები.

"Тяньвэнь-1"-ის ზონდი შედგება ორბიტალური აპარატის, სინხუას და მარსის აპარატისგან. 2021 წლის 15 მაისს, კოსმოსური აპარატი დაეშვა წინასწარ შერჩეულ ადგილზე, უზარმაზარი პლანეტის დაბლობის სამხრეთ ნაწილში, რაც აღნიშნავდა ჩინური ზონდის პირველ დაშვებას მარსზე-წითელ პლანეტაზე.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართული ავიაციის გაძლიერებისა და ავიაციის პარკის განახლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. სამხედრო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. ქართული ავიაციის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მათ უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე” და “სამშობლოსთვის თავდადებული” გადასცეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განახლებული ავიაციის პარკის გამოფენა მოეწყო. სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული და სრულად მოდერნიზებული მი-24, სუ-25, იროკეზი (UH-1H) და ან-2 ტიპის საფრენი აპარატები.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

გამოქვეყნებულია სამხედრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოქვეყნებულია სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო /შსს/ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.

შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა. სამაუწყებლო კომპანია "მთავარის" ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილი ხდება ბანკში შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

სავარაუდოდ შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

მასალა ახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი

ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭომ გაავრცელა.

„მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე, გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

წყარო: https://1tv.ge/news/roiteri-chineti-da-ruseti-samkhedro-tanamshromlobis-gaghrmavebasa-da-ertobliv-wvrtnebze-shetankhmdnen/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართული სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ მინისტრს სოფლის მეურნეობის, სატყეო, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში, ნორბერტ ტოტსჩინგს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ავსტრიელ კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სექტორების განვითარებისთვის ავსტრიის სახელმწიფო ახორციელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების კუთხით. 

ასევე აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილების გაზიარება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი და მზაობა, გააზიარონ გარემოსდაცვითი საკითხების და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არსებული გამოცდილებები. 

ოთარ შამუგიამ, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მინისტრი საქართველოში მოიწვია. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

პრაღაში დასრულებული იუნიორ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩვენმა გუნდმა სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი მძიმე წონაზე მოდის, სადაც შალვა გურეშიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, უჩა ტაბატაძემ კი - ბრინჯაოს მედალი.მეორე ბრინჯაოს მედალი მიხეილ ჯაფარიძის (100 კგ) ანგარიშზეა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ალეკო კასრაძეს (66 კგ), რომელიც ფინალში თურქ თანატოლთან იპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით ვაჟთა ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური