Items filtered by date: ორშაბათი, 19 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი) იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე კი თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მილიომი დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

ლიდერი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი კი უცვლელია – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები. 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 

ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება.

ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
„დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
 
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში თავიდან უნდა იქნას აცილებული გარე ძალების მიერ წაქეზებული ფერადი რევოლუციები. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, სამარყანდში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციის წევრებმა უნდა დაიცვან მულტილატერალიზმი და უარი თქვან ნულოვანი ჯამის თამაშებზე და ჯგუფურ დაპირისპირებაზე.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და გრძელვადიანი გაუმჯობესების საფუძვლები არ შეიცვლება. ჩინეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, გადაამზადოს 2 000 სამართალდამცავი ოფიცერი წევრი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidenti-shankhais-tanamshromlobis-organizaciis-wevr-qveynebshi-tavidan-unda-iqnas-acilebuli-gare-dzalebis-mier-waqezebuli-feradi-revoluciebi/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს კესარია მგელაძე!

ბათუმში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა შორის – 8, 10,12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩემპიონატზე, 4 კონტინენტის, 70 ქვეყნის, 783 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას!

მათ შორის 108 ქართველი მოზარდი.

ასპარეზობა 6 ტურნირად, შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება: 8;10; 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის

სათამაშო დღეები: 16-21; 23-27 სექტემბერი.

გამოქვეყნებულია სპორტი

ცნობილი გახდა, რომ 8 სექტემბერს გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს წერილი ჰქონდა დაწერილი, რომელიც ავსტრალიაში გაიგზავნა და მისი გახსნა 2085 წელს სურს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

დედოფალ ელისაბედ II-ის, რომელიც მიდინარე წლის 8 სექტემბერს შოტლანდიის ბალმორალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის მიერ დაწერილი წერილი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლის წერილი, სიდნეის დედოფალ ვიქტორიას შენობის აღდგენის აღსანიშნავად 2085 წლამდე არ გაიხსნება. ელისაბედ II-ემ წერილი სიდნეის მერს გაუგზავნა.

დედოფლის მერს კონფიდენციალურ წერილთან დაკავშირებით, რომელიც იწყებოდა მიმართით: „ავსტრალია, სიდნეის სამართლიან და საპატიო ლორდ მერისადმი. 2085 წელს თქვენ მიერ არჩეულ შესაფერის დღეს, გთხოვთ, გახსნათ ეს კონვერტი და გადასცეთ ჩემი გზავნილი სიდნეის მოქალაქეებს“,

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის თხოვნა დაკმაყოფილდა, ის, რაც მან წერილში დაწერა, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

 ბრიტანული პრესა წერდა, რომ დედოფალმა, სავარაუდოდ, წერილში მადლობა გადაუხადა სიდნეის მცხოვრებლებს ისტორიული შენობის გადარჩენისთვის.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური