Items filtered by date: ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

სომხეთში აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე პროვოკაციის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

სომხური საინფორმაციო სააგენტო NEWS.am-ის ცნობით, 44 დღიანი ყარაბაღის მეორე ომში (2020) დაღუპულთა ახლობლები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გააკრიტიკეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ფაშინიანისთვის ნდობის არ გამოცხადებას.

საღამოს საათებიდან პარლამენტის წინ მომიტინგეების რიცხვმა იმატა, პოლიციამ პარლამენტისკენ მიმავალი ქუჩა საგზაო მოძრაობისთვის გადაკეტა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის კარების გატეხვას შეეცადნენ. მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციის ბარიერის გარღვევას შეეაცდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილას სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა. ფაშინიანმა კი თქვა: „ამჟამინდელი მონაცემებით, ამ დროისთვის 105 ჯარისკაცია დაღუპული“.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2022 15:02

რთველი და ღვინის კვირეული საქართველოში

16 სექტემბერს, 13:00 საათზე გურჯაანში, ტექნოპარკის ტერიოტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე „რთველი და ღვინის კვირეული საქართველოში“.

პრესკონფერენციას წარუძღვებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე. ისინი შეაფასებენ  ქვეყანაში, მათ შორის, კახეთის რეგიონში  რთველის მიმდინარეობის პროცესებს, დააანონსებენ დაგეგმილ ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებს. 

მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

2 წლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ 15 ოქტომბერს  სტრატს „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. “გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და  ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც  უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4  ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა  ადამიანს ეძღვნება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის,  ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს  გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის  ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი, რომელიც 30000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს, იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო  მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ  ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის  ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა  თუ ოჯახის თანხლებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის და IWSC-ის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი და ყაზახეთის საქართველოს საექპორტო ქვეყნების ათეულშია. „ყაზახურ ქართულ ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს მაჩვენებელი სიხარულის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს და აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები ყველაზე მეტად ვაჭრობის მიმართულებით განვითარდა და აქედან დიდი წილი სწორედ ექსპორტზე მოდის.
„ექსპორტის ზრდა ორი ძირითადი კომპონენტითაა განპირობებული, ეს არის მანქანების ექსპორტი, რაც ჩვენი ნაწარმი არ არის და დასავლური ბაზრებიდან მოდის; ასევე გარკვეული პროდუქტები გაჩნდა, რომელიც საქართველოში ნაწარმი არ არის და თუ ანალიზს ჩავატარებთ დავინახავთ, რომ ჩინეთიდან ხვდება. ეს შეიძლება ძალიან კარგი ტენდენცია იყოს, რადგან ჩვენ სულ ვამბობთ, რომ საქართველო ჯერჯერობით, ვერ იყენებს იმ თავისუფალ ხელშეკრულებებს, რომელიც ქვეყანას ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს. თუ ყაზახურმა და ქართულ ბიზნესმა ცალ-ცალკე ან ერთობლივად დაინახეს შესაძლებლობა რომ საქართველოს შეუძლია ჩინეთიდან შეისყიდოს პროდუქცია და შემდგომ ყაზახეთში გაიტანონ და ეს ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს“ - აღნიშნავს ჯახუტაშვილი.
გარდა ამისა, ყაზახეთთან ვაჭრობისას საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ძირითადად მარკეტინგულად შემდგარი პროდუქტები ხდება და ახალი პროდუქტები წამოწევის ტენდენცია არ შეიმჩნევა.
„სამწუხაროა, რომ საექსპორტო კატეგორიებში მნიშნელოვან მატებას არ არის, რომელიც საქართველოში ივაჭრება. ვხედავთ, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. ყაზახეთში საქართველოს, როგორ ბრენდის შესახებ ცოდნა მაღალი და პოზიტიურია ეს იქნება მინერალური წყლები, ლიმონათები, ღვინო თუ სხვა პროდუქტები. სამწუხაროდ, ბევრი სხვა პროდუქტი ხარისხობრივი მაჩვენებლის, საექსპორტო კონდიციისა და ზოგადად მოცულობის გამო ყაზახეთის ბაზარზე დღეს ვერ ხვდება. ექსპორტის ზრდის ტენდენციით მხოლოდ ის პროდუქტები ხასიათდება, რომელიც მარკეტინგულად სრულად შეფუთულია და სტაბილური ექსპორტით ხასიათდება. მაგალითად მთლიანი ექსპორტის 60% საკვები პროდუქტებია და აქედან 80%-ს მინერალური წყლები იკავებს. ხედვა და სწორება ამ ბაზრისკენ ძალიან ცოტაა.ბევრ ექსპორტიორს ვესაუბრებით და მათი მხრიდან ჩვენს გაერთიანებაში მომართვიანობაც ხშირია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ბიზნესს საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ხედვა აქვს. ეს აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სხვადასხვა დონორებთან ერთად გარკვეული პროექტები იყოს შემუშავებული, რომ ჩვენ დავეხმაროთ კერძო სექტორს ყაზახურ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.
შესაბამისად, გიორგი ჯახუტაშვილი გაერთიანებისა და ყაზახური მხარის მიერ გაზაფხულზე საქართველოში დაორგანიზებული სავაჭრო მისიის შედეგებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყაზახური ბაზრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია.

„ყაზახურ ბაზართან მიმართებით ნაცნობობა ძალიან მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ყოველწლიურად უფრო ხშირი იყოს. მაგალითისთვის ვიტყვი რომ სავაჭრო მისიის დროს მხოლოდ ერთი კომპონენტის მაკარონის შემთხვევაში ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიებმა გამოკითხეს ყაზახური მხარე და გვითხრეს, რომ ისინი 1 კგ მაკარონზე უფრო ძვირს სთავაზობდნენ, ვიდრე რუსული მაკარონია. მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლება. საბოლოო ეს აჩენს შესაძლებლობას რომ ჩვენ მივმართოთ ყაზახეთს და ვუთხრათ, რომ თუ აინტერესებთ ქართული ბაზარი ან ამ ბაზრით დასავლურ, ან აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გავლა, მოდით ვითანამშრომლოთ და ბაზრის შესახებ ინფორმაციაც შესაბამისად მივაწოდოთ. ჩვენ ვხედავთ იმის საშუალებას, რომ ჯიუტი და მიზანმიმართული მოქმედებებით შევძლოთ ყველა მხარი ხედვის გასწორება იმ ინფორმაციის ბაზაზე, რასაც სტატისტიკა ამოიღებს. ევროპული ბაზრისგან განსხვავებით ყაზახური და შუა აზიის ბაზარი ნაკლები მოთხოვნებით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, რომელიც ევროპული ბაზრისთვის შეიძლება ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი სტანდარტის ან მოცულობის აბსოლუტურად თავისუფლად გაიყიდოს. ეს რუსული ექსპორტდამოკიდებულებიდან ნაწილობრივ გასვლის საშუალებას გვაძლევს“, - განმარტა ჯახუტაშვილმა.
სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გამართვა იგეგმება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნესსექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ისინი ბევრ საკითხს განიხილავენ, განსაკუთრებით ეკონომიკას. მან ამის შესახებ სამარყანდში გასამართი სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ლიდერები მუდმივ დიალოგში არიან, მათ შორის სატელეფონო. ბევრი საკითხია განსახილველი, როგორიცაა მარცვლეული, რაზეც თურქეთი უკიდურესად პოზიტიურ როლს თამაშობს. სწორედ ამის ფარგლებში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა, 5 ივლისს სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებს და ეკონომიკას“, განაცხადა  იური უშაკოვმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 15 სექტემბერი (სინხუა) - დღეისათვის ჩინეთში შექმნილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების 173-ი ზონა. მე-14 ხუთწლიანი გეგმის ბოლოს (2021-2025) კი ეს ციფრი 220-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი და მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონების მშპ 5,4 ტრილიონი იუანიდან (დაახლოებით 781,3 მილიარდი აშშ დოლარი) 2012 წელს 15,3 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა, განაცხადა ზემოხსენებული სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლი იუპინმა პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით, 2021 წელს ამ ზონებმა ქვეყნის მშპ-ს 13,4 პროცენტი მოუტანა, მხოლოდ 2,5 პროცენტის გამოყენებით.

პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილმა ახალმა და მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვანტური ინფორმაცია, ჩქაროსნული რკინიგზა, სანავიგაციო სატელიტური სისტემა BeiDou, დიდი თვითმფრინავების შიდა წარმოება და 5G კომუნიკაციები.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო  პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

როგორც IBSU-ს სამართლის სკოლის დეკანმა, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა  თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,  სამართლის სკოლის აკადემიური კორპუსის,  პოტენციური  დამსაქმებლებისა,  სტუდენტების აქტიური ჩართულობით.

სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროგრამის შედგენაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

სამართლის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური