Items filtered by date: ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ნატოს 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს წვრთნები სახელწოდებით "Dynamic Mariner-Mavi Balina 22". ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ნატოს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება "Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთენბთან "Mavi Balina"-სთან ერთად ტარდება.

ნატოს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (MARCOM) ლიდერობით, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, წვრთნები „Dynamic Mariner“,  მიზნად ისახავს ნატოს საპასუხო ძალების საზღვაო ელემენტსა და ნატოს ძალებს შორის ერთობლივი მუშაობის გამოცდას.

წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე, 22 სექტემბერს დასრულდება.

წვრთნებში წელს უფრო მეტი სამხედრო მონაწილეობს, ვიდრე ადრე.

ნატოს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“.

სწავლებაში ნატოს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1500 ჯარისკაცი  მონაწილეობს.

წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარლამენტი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ემატება.
„უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც , რომ შევაქოთ საქართველოს მთავრობა, რომელმაც შეძლო,რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუ ოპოზიციას აქვს მოსაზრებები გაზრდილი შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით, მსჯელობა ამასთან დაკავშირებითაც გაიმართება.
„მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს და მსოფლიოს აქვს და იმ ეკონომიკური გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს, რეგიონს და მსოფლიოს აქვს, მიუხედავად პანდემიური და პოსტპანდემიური სიტუაციისა, რომელიც მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არის, საქართველოს მთავრობამ შეძლო და ბიუჯეტის და იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, რომელიც თავის დროზე ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, ამ დაგეგმილზე მეტი შედეგების მიღება შეძლო. ამიტომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა არის ამ კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა მოამზადა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტებში, ფრაქციებში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მის განხილვას გარკვეულ ვადებში.
„ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შემოიტანა მთავრობამ. წარმოგიდგინეთ განხილვების გრაფიკი კომიტეტებში, ფრაქციებში, პოლიტიკურ ჯგუფებში. გრაფიკის მიხედვით შეგვიძლია განხილვები დავიწყოთ ხვალიდან. შემაჯამებელ სხდომას კომიტეტი 28 სექტემბერს გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი შენიშვნების, რეკომენდაციების, წინადადებების და დაბრუნებული, კორექტირებული ვერსიის გათვალისწინებით 3 ოქტომბრის სასესიო კვირაში პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი პროგნოზი ახდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და გაზრდილია მაჩვენებელი მშპ 6% ნაცვლად 8,5% აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზრდა არის ყველა კუთხით მათ შორის გადასახადების კუთხით ყველა სახის გადასახადია გაზრდილი: დღგ, საშემოსავლო,აქციზი და სხვა ჯამურად ხარჯვითი ნაწილი,მე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბრებ და არა ნაერთ ბიუჯეტზე, ასიგნებები, არის 480 მილიონით გაზრდილი და მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება და აქედან გამომდინარე საინტერესო იქნება ყველა პროფილური კომიტეტისთვის ვინც იხილავს ამ ვერსიას. გარდა ამისა მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4.4% იანი დეფიციტის პირობებში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტში სწორედ არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება 4.4 %-დან 3.2%-მდე, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციის შემცირებასთან და ლარის კურსის სტაბილურობასთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სახელმწიფო ვალი, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება. მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-სთან მიმართებაში 39.6 %-მდე. მაკროეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლეობით 700, 710 მილიონით მოხდება ვალის შემცირება. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ მაკროეკონომიკური და მონეტარული თვალსაზრისით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს,, ისევე როგორც წინა დღეს, ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა - ლერი აბულაძემ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი ფინალისკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა ჩინელი ერბატუ ტუო. მეოთხედფინალში 7-2 მოუგო ყირგიზ ტინარ შარშენბეკოვს, ნახევარფინალში კი 2-1 გაიმარჯვა ირანელ ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატისთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-3 დამარცხდა სერბ სებასტიან ნადთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ).

ხეცურიანი ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა, ბოლქვაძე კი - უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან.

გამოქვეყნებულია სპორტი

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET)  ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.

გამოქვეყნებულია სამხედრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50  ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.

ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2022 10:33

PSP-ს მობილური აპლიკაცია დაბრუნდა!

აპლიკაციის გამოყენებით გაქვთ საშუალება ონლაინ შეუკვეთოთ 14 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი და მიიღოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები და სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს მიიღოთ შეკვეთა, სასურველ მისამართზე.

აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ შეუკვეთოთ როგორც თქვენთვის სასურველი მედიკამენტები ისე პროდუქცია პარაფარმაცევტული კატეგორიებიდან.

განახლებულ აპლიკაციაში დაგხვდებათ თქვენთვის ნაცნობი PSP ვებვერსია და როგორც ვებზე, აპლიკაციაშიც მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ სასურველი ფარმაცევტული პროდუქტის ძიება როგორც სახელწოდებით, ასევე მოქმედი აქტიური ნივთიერების მიხედვით;

აპლიკაციაში შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ პროდუქციის დეტალურ ანოტაციებს და აღწერილობის გაცნობა.

პსპ-ს ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ახალი ანგარიშის გახსნა არ დასჭირდება, მარტივად, იგივე ანგარიშით შედის აპლიკაციაში.

აპლიკაციაში მარტივად ეძებთ უკვე მოძებნილი პროდუქტის ანალოგებს, რაც საშუალებას გაძლევთ სასურველი ფასის და მწარმოებლის მიხედვით მიიღოთ შეძენის გადაწყვეტილება.

განახლებული ვერსიის ჩამოსაწერი ბმულებია:

iOS - https://apps.apple.com/us/app/psp-app/id1638514214?platform=iphone

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.psp.pharma

აპლიკაციაში მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ღიმილი ბარათი და ნებისმიერი შენაძენისას დააგროვოთ ღიმილები.

„მომხმარებლისთვის ინოვაციური და თანამედროვე სერვისის შეთავაზების  მიზნით  PSP-მ პირველი აპლიკაცია ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა. მობილური აპლიკაციის განახლებული ვერსია უფრო მარტივი და მოქნილია; აპლიკაციის ონლაინ ჩათი დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო პროდუქტებსა და ონლაინ სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებზე; აპლიკაციის მეშევეობით შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს ან დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. აპლიკაცია მუდმივ რეჟმში განახლდება და მრავალ ინოვაციურ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს, რომ გაუმარტივოს ონლაინ შოპინგის გამოცდილება“- აცახდებენ PSP-ში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ვენჩანი, 13 სექტემბერი (სინხუა) - ჩინეთმა დღეს კოსმოსში წარმატებით გაუშვა ახალი სატელიტური თანამგზავრი.

თანამგზავრის გაშვება განხორციელდა ვენჩანგის კოსმოსური ცენტრიდან, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ჰაინანის პროვინციაში მდებარეობს.

სატელიტური თანამგზავრი "Чжунсин-1Е" კოსმოსში პეკინის დროით 21:18 საათზე "Чанчжэн-7" გამშვები მანქანის დახმარებით გაუშვეს და იგი წარმატებით შევიდა დანიშნულ ორბიტაზე.

თანამგზავრი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას ხმოვანი შეტყობინებების, მონაცემების, რადიო და სატელევიზიო სიგნალების გადაცემისთვის.

სატელიტური თანამგზავრის მიმდინარე გაშვება უკვე 437-ეა, "Чанчжэн"-ის სერიის გამშვები მანქანებისთვის.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2022 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვივნენ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლები: რაბინი ენდრიუ ბეიკერი, ელჩი იბრაჰიმ ჰაქი მუსა და პროფესორი რეგინა პოლაკი. ვიზიტის მიზანია ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებში.
13 სექტემბერს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თავმჯდომარეობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 
ლაშა დარსალიამ ისაუბრა სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ყველა სფეროში, მათ შორის განათლების სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, უმცირესობათა მშობლიურ ენებზე ხარისხიანი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევების შესახებ, ასევე აღნიშნა ქართული მხარის ძალისხმევა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. 
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე რელიგიის თავისუფლებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, თვის ბოლოს საქართველოს სახელით იგეგმება პარალელური ღონისძიების გამართვა ვარშავაში, ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში.  
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლები მოამზადებენ ანგარიშს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ  რესპუბლიკაში იმყოფება.

ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში  პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური