Items filtered by date: სამშაბათი, 13 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
2022 წლის 13 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში Deik-ის თურქეთ-ავრასიის ბიზნეს საბჭოების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის ერთობლივად სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს".

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ესწრებოდნენ ფორუმს ჩინეთის ქ. სიამენში, აცხადებენ, რომ Silk Road Shipping მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვაო კავშირების ხელშეწყობაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში.

Silk Road Shipping არის ალიანსი, რომელიც ერთობლივად წამოიწყეს 2018 წლის ბოლოს ათობით პორტის, გადამზიდველის და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლის მიერ "სარტყელი და გზის" გასწვრივ მდებარე ქვეყნებში.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსის პარტნიორია. კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა, სწორედ, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. წელს ფესტივალს 323 მონაწილე ჰყავს, რომლებიც სტუმრებსა და კონკურსის გამარჯვებულებსაც თავიანთი მრავალფეროვანი და არომატული ღვინოებითა და კერძებით უმასპინძლებენ. ქართველ მწარმოებლებს კი, შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო პირველად ისტორიაში, საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.

ცნობილია, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში პირველად ტარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ შესახებ

“გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და  ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც  უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4  ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა  ადამიანს მიეძღვნას. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის,  ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს  გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის  ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი, რომელიც 30000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს. იქნება ერთგვარი თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო  მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ  ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის  ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა  თუ ოჯახის თანხლებით.

IWSC-ის შესახებ:

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში. 

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.  

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია.

მეტი რა აქვთ სათქმელი მოღალატეებს?! 

„ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა „პლასტინკის“ გადატრიალება.

 უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს  ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!

ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.

აქედან დასკვნა - ნორმალური მთავრობის პირობებში, 15 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მხოლოდ ამ ციფრებითაც ჩანს, თუ რა დიდი მუხრუჭია  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოღალატე და უცოდინარი მთავრობა!", - ნათქვამია განცხადებაში.       

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ გუშინ საღამოს საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბის პროვოკაცია განახორციელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებული ტერიტორიები და გზები დანაღმეს. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეტაკებები მოხდა.

სომხური არმიის ბასარგეჩერის, ისტისუს, ქარაკილისისა და გორუსის პროვინციებში მდებარე პოზიციებიდან დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის პროვინციებში აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს და თავშესაფარებს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან, ცეცხლის გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ასევე მიიღო აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების გასაჩერებლად და კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად და პროვოკაციულ ოპერაციაში მონაწილე სომხეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და აღჭურვილობაში დანაკარგებია.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეტაკებებსა და დანაკარგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერევანს ეკისრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ განხორციელებული საპასუხო ღონისძიებები ლოკალური ხასიათისაა და მიმართულია სამხედრო ობიექტებზე და ცნობები სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის ინტერვენციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„სომხური მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა აზერბაიჯანის არმია მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის განეიტრალებას, მორიგი ცილისწამება, და მოპირდაპირე მხარის დეზინფორმაციაა. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ამით სომხური მხარე ცდილობს დამალოს მის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაცია და გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება“, - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 12 სექტემბერი (სინხუა) - მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთ-ევროპის საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლა 18 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის განცხადებით, ყოველწლიურად, ამ ციფრმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1,585-მდე მიაღწია.

ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წ. აგვისტოში ჩინეთი-ევროპის სატვირთო მატარებლებმა 154,000 სტანდარტული კონტეინერი /20 ფუტის ექვივალენტი/ ტვირთით გადაიტანეს, რაც 19%-ით მეტია წლიური თვალსაზრისით.

მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ჩინეთიდან ევროპის სატვირთო მატარებლების გამგზავრების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა, წლიურად 10575. ამ მატარებლებმა სულ 1.02 მილიონი სტანდარტული კონტეინერი გადაიტანეს, რაც 6 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2022 09:47

IBSU ადგილი სადაც განათლება იმარჯვებს!

#IBSU-ში პირველკურსელთა რეგისტრაციის პირველი დღე ემოციებითა და სიურპრიზებით სავსე იყო.
კამპუსის ეზოს დღეს ნამდვილად ეტყობოდა, რომ წელს რეკორდული რაოდენობის სტუდენტები გვყავს!
რეგისტრაცია 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გელოდებით იბსუში.
 
გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა.

“საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ქედს ვიხრით მისი უდიდებულესობის ელისაბედ II-ის უდიდესი წვლილის წინაშე, რომელიც მას თანამეგობრობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვის. მან შექმნა ეპოქა და მემკვიდრეობა იმ დიდებული მაგალითების დატოვებით, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი იდეალებით მსახურება!”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური