Items filtered by date: ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ბოლო წლების განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების მზარდმა რაოდენობამ სინძიანიდან, ჩრდილოეთ დასავლეთ ჩინეთში, აირჩია მშობლიური ქალაქის დატოვება შიდა სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად.

მოდით შევხვდეთ ზოგიერთ მათგანს უჰანში, ცენტრალურ ჩინეთში და გავარკვიოთ, როგორ გაიარეს გზა წარმატებისკენ და მიაღწიეს ცხოვრებისეულ მიზნებს.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი, კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:  "როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ.

დღეს ასევე გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში.

თეკლათისა  და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ.

მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას", აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება
2022 წლის 1 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ბიზნეს საუზმეზე საქართველოს მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.
მასმედიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რომ ორი ქვეყნის ურთიერთბების გაღრმავებისთვის საჭიროა მსგავსი ტიპის შეხვდრების ორგანიზება და მადლობა გადაუხადეს Deik-ის ბიზნეს საბჭოს მიმდინარე წლის თებერვალში ქ. სტამბოლში გამართულ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

პეკინი, 1 სექტემბერი (სინხუა) -- დღეს, 1 სექტემბერს ჩინეთში, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო დაწესებულებებმა ფართოდ გაუღეს კარი მოსწავლეებს. სკოლებში მთლიანად არის დაცული კოვიდ-19 -ის დაცვის რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ჩინელი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება სრულიად უსაფრთხოა.

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა. ეს შესაძლებელი გახდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. სიახლე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა თანაბარ პირობებში სხვა კომპანიებს ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს ცენტრალური ხელისწუფლებისთვის გამართული შესყიდვების პროცესში. ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის.

გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Tenders Electronic Daily-ზე (TED) 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერების სია. ყოველდღიურად TED ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1,000-ზე მეტი ტენდერის შესახებ. ერთიანი საძიებო სისტემა საშუალებას იძლევა ბიზნესებმა შეარჩიონ ან შეიყვანონ რამდენიმე საძიებო კრიტერიუმი, როგორიცაა ხელშეკრულების ტიპი და  საკვანძო სიტყვები.

გადაწყვეტილება ასევე შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა  ღიაა ევროკავშირის კომპანიებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან ნიგერში, ივლისის დასაწყისიდან უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ნიგერის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12,739 საცხოვრებელი სახლიდან 108,346 ადამიანი დაზარალდა.

წყალდიდობის შედეგად ასევე მრავალი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილიც დაზიანდა.

ყოველწლიურად წვიმიან სეზონზე, რომელიც ნიგერში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ხშირია მსგავსი წყალდიდობები, რასაც ხშირად მოჰყვება მსხვერპლი.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური