Items filtered by date: ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ევროკავშირის მიერ იყალთოში ორგანიზებული ევროპული სკოლის ახალგაზრდული ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) 14-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა.

ორკვირიანი ბანაკის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ქალაქ თელავის მერის მოადგილე ფიქრია უშიტაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სხვადასხვა უწყებების ოფიციალური წარმომადგენლები.

გივი მიქანაძემ საზაფხულო ბანაკში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოლიტიკას, რომლის პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. მან ასევე ისაუბრა კულტურათაშორისი დიალოგის, კავშირების და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

გივი მიქანაძე მიესალმა სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივას ხელი შეუწყოს მსგავსი ბანაკების ორგანიზებას და სამომავლოდ პოლიტიკური მხარდაჭერის მზაობა აღუთქვა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შენიანი, 18 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უბრალო ხალხმა იგრძნოს, რომ კომპარტია მათ მთელი გულით და გონებით ემსახურება და რომ პარტია ყოველთვის იყო და იქნება მასთან.

ეს განცხადება სი ძინფინგმა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ შენიანში, ლიაონინგის პროვინციის საინსპექციო ტურის დროს გააკეთა. სი ძინფინგი ეწვია შენიანის ხუანგუს რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებს, რათა საკუთარი თვალით ენახა არსებული ვითარება.

მან ძველი საცხოვრებელი კომპლექსების განახლების პროცესს მნიშვნელოვანი მიმართულება უწოდა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საცხოვრებელი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, არამედ საჯარო მომსახურების სფეროების დონის ამაღლების აუცილებლობას.

ჩინეთის მოსახლეობის დაბერების და ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გათვალისწინებით, მოხუცების მოვლის სერვისები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, დასძინა სი ძინფინგმა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეჰოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ღამით ხარკოვში სამსართულიან შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ტერეჰოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. მისივე თქმით, ყველა დაშავებულს გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარებ და უსახლკაროები თავშესაფარით უზრუნველყვეს.

მერმა ტერეჰოვმა ასევე აღნიშნა: "რაც არ უნდა დაბომბონ უკრაინა და ხარკოვი, ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს და სიკვდილს."

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ამის თაობაზე შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 

წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. 
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ფუჟოუ, 17 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის ქ. ფუჟოუში, პროგრამული უზრუნველოფის პარკში, „ჭკვიანი“ ავტობუსის გაჩერება მგზავრებს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.
ინტელექტუალური ავტოსადგურის ყველა აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა დაკავშირებულია მართვის პროგრამულ პლატფორმასთან ერთიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
ამგვარად გაჩერებაზე მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 5G ინტერნეტის ქსელი.
მენეჯერები ამბობენ, რომ ავტოსადგურს ყოველდღიურად 800-მდე ადამიანი სტუმრობს.

ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ 88:101 (სტატისტიკა) დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი მთელი პირველი პერიოდი იგებდა, მეორეშიც ლიდერობდა, თუმცა თურქებმა თამაშის გათანაბრება მე-15 წუთისთვის მოახერხეს და დაწინაურდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს მდევრის როლში უწევდა ყოფნა, მაგრამ მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 2 საჯარიმო ჩააგდო და საქართველო მეტოქეს 3 ქულით – 85:88 მიუახლოვდა. სწორედ გადამწყვეტ მომენტში ვეღარ მოახერხეს ქართველებმა მობილიზება და მომდევნო 2 წუთში თურქებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს, რითაც თავიანთ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცეს.

ნამატჩევს ილიას ზუროსმა გასახდელში კალათბურთელებს უთხრა, რომ წაგების მიუხედავად, თავი მაღლა ასწიონ და მეტი მონდომებით ითამაშონ. თურქეთი ევრობასკეტზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტია ესპანეთთან ერთად და ამ გუნდს ტოლი არაფერში დავუდეთ. მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა შეტევაში და დაცვაშიც, თუმცა ამ კომპონენტში ბოლომდე პოზიციები ვერ შევინარჩუნეთ. მეტი მუშაობა, მეტი მონდომება და ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა. 

სიმართლე ითქვას, ბევრი არ ელოდა საქართველოს ასეთ შედეგიან დებიუტს, როცა მეტოქეს პირველ პერიოდში 10 ქულით ვუგებდით, პერიოდი 24:18 მოვუგეთ და ის, რომ თურქეთი უპირობო ფავორიტი იყო, მოედანზე არაფრით არ ჩანდა. ილიას ზუროსი გონივრულად მიმართავდა როტაციას და თამაშის საშუალებას დამსახურებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად უნაწილებდა ვეტერანსა თუ ახალგაზრდა კალათბურთელებს. ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, და ასეთი 11 კალათბურთელი იყო, თავი არავის შეურცხვენია.

თორნიეკ შენგელია ტრადიციულად შეუჩერებელი იყო. გიორგი შერმადინი ფარქვეშ დომინირებდა. ამა სუპერდუეტთან ერთად თამაში სასტარტოში დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 16 ქულა, 14 მოხსნა გაიფორმა და საერთო შედეგიანობით გიორგი შერმადინს გაუტოლდა. საუკეთესო კი ისევ თორნიკე შენგელია იყო – 20 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა. 

ის, რომ მეტოქემ საბოლოოდ თავისი გაუტანა, პერიმეტრის დაუცველობის ბრალიც იყო. თურქებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს, რითაც გაგრძელდა ჩვენი მეტოქეების პერიმეტრსმიღმიდან ჩუბინობის უსიამო ტრადიცია. ბლო მატჩებში ყველა მეტოქემ მინიმუმ 10 სამიანი მიითვალა, რითაც ჩვენი დაცვის სუსტი წერტილები ნათლად გამოჩნდა. 

საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გამოქვეყნებულია სპორტი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსული ჯარების გაყვანის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს. ელისეის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და მოუწოდა რუსეთს აქედან გაიყვანოს თავისი ჯარები, სადგურის უსაფრთხოებისთვის.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური