Items filtered by date: სამშაბათი, 16 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA
პეკინი, (სინხუა) – ჩინეთმა შეიმუშავა ამინდის ახალი მოდიფიკაციის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია დისტანციურად აღმოაჩინოს ღრუბლების, წვიმის, ქარის შრეები ჰაერში ფრენის გზაზე.
საფრენმა აპარატმა, რომელსაც აქვს დიდი ტვირთამწეობა, გამძლეობა, დაბალი ტექნიკური ღირებულება და სწრაფი განლაგება, დაასრულა 75 წუთიანი პირველი ფრენა, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ შენსის პროვინციის ერთი აეროპორტიდან, რაც ადასტურებს მის უსაფრთხოებას და შესრულებას. საფრენი აპარატის ახალ მახასიათებლებს შორის, მისმა კონსტრუქტორებმა, განსაკუთრებით ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითმა ინსტიტუტმა, აღნიშნეს ლაზერული და მიკროტალღური ორმაგი აქტიური კომპოზიციური გამოვლენის, და დისტანციური ზონდირების ფუნქციები.
ამ საფრენი აპარატის წარმატებული პირველი ფრენა წარმოადგენს გარღვევას მრავალგანზომილებიანი და მრავალფაქტორიანი ტექნოლოგიისა და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიის განვითარებაში, უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენებით საინჟინრო აპლიკაციებისთვის ჩინეთში და იგი უდაოდ ეპოქალური მნიშვნელობისაა.
ეს სისტემა დემონსტრაციულ და წამყვან როლს ასრულებს სტიქიური უბედურებების პრევენციასა და შერბილებაში, გარემოს დაცვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა ასპექტებში.
გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი "ოცნებიდნ წასული დეპუტატების" დრევანდელ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"ბიძინა ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას. 

რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:

  1. საერთაშორისო იზოლაციას.
  2. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
  3. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის „კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას.

აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს", - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

უკრაინიდან მარცვლეულის გადამზიდავი კიდევ 5 გემი გავიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში უკრაინის პორტებიდან იუჟნიდან ორი, ჩორნომორსკიდან სამი, სიმინდითა და ხორბლით დატვირთული 5 გემი გავიდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 4 გემს, რომლებიც დღეს უკრაინის პორტებში გაემგზავრებიან, გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი შეამოწმებს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა.

დღეს ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.

„პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დღეს განხილული ოთხი საკითხიდან ორ მათგანზე შეთანხმება ამ ეტაპისთვის ვერ შედგა, თუმცა მათზე მსჯელობა სხვა საკითხებთან ერთად შემდეგ შეხვედრებზე გაგრძელდება.

„შემდეგი საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იქნება ეს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, ზედიზედ ორჯერ არჩევის საკითხს. რეგულაცია, რომელიც საბჭოს წევრს უზღუდავდა შესაძლებლობას ზედიზედ მეორედ მიეღო მონაწილეობა კონკურსში და არჩეული ყოფილიყო მეორე ვადით, ჩვენ შევცვალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კონკრეტული ცოდნის მქონე პირს არ ჰქონოდა არანაირი შეზღუდვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფში ვერ შევჯერდით. ჩვენი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს და უნდა დაბრუნდეს ძველი წესი, სადაც ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იყო განსაზღვრული. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კი მიაჩნდათ, რომ მართალია ეს ასეა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ამ საკითხის გადახედვა. ასევე, ვერ შევაჯერეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარალელურად იყვნენ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეები. ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენი პოზიციაა, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც სასამართლოს შიგნით ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე იქნებიან არჩეული, არანაირი ვალდებულება არ აქვთ დატოვონ კონკრეტული თანამდებობა. პირიქით, ეს უნდა იყოს მოქნილი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოში მოსამართლეებს ჰქონდეთ ნაკლები შეზღუდვები. ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაა, რომ მართალია, არსებობს ასეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არავის ავალდებულებს, რომ აუცილებლად საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უნდა დატოვოს მაგალითად, სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა აქაც ისინი საუბრობენ კონტექსტზე, რაც უნდა იყოს მხედველობაშია მიღებული. ჩვენ ვმოქმედებთ და ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქართული მართლმსაჯულება, ქართული საკანონმდებლო სივრცე ვერ იქნება ისეთი საცდელი ობიექტი, რომელიც არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

გამოქვეყნებულია სამართალი

ჩინეთის ქ. სიანში აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში დგას „სარტყელი და გზის“ პროექტში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების განხილვა. #GLOBALink

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ:

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.
„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება.
„თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
მათი მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია და ერთი ფეხმძიმე ახალგაზრდა გოგონა. ერევნის სამედიცინო ცენტრებს 60-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 12 აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენი 48 შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს. დაკარგულად ითვლება 18 მოქალაქე.

ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო სამუშაოებში 185 მაშველი მონაწილეობს, ჩართულია ოცი ავტოცისტერნა, თორმეტი სატვირთო მანქანა, ხუთი ტრაქტორი, სამი ამწე და ერევნის მუნიციპალიტეტის მერიის შვიდი ერთეული დამატებითი ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 16 აგვისტო 2022 10:09

ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო

ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო. პროექტი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდისა და საცხენოსნო კლუბ "ჯარჯის" მხარდაჭერით შედგა.

"ეთნო-ბანაკი 2022-ის" ორგანიზატორის სოფიო სტეფანიშვილის თქმით, პროექტმა წარმატებით გადაჭრა დასახული მიზნები და და მონაწილეების მხრიდან დიდი დაინტერესება და მხარდაჭერა გამოიწვია.

"ეთნო ბანაკი 2022" წელს მესამედ მოეწყო და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ეთნო ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-დან 18 წლამდე 50 ახალგაზრდა გააერთიანა.

მონაწილეები 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუარ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის წერაელსა და მართვაში.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაიმართება.  

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური