Items filtered by date: ორშაბათი, 15 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

ნანკინი (სინხუა) - ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის  აღმოსავლეთის საბრძოლო სარდლობამ წარმატებით გადაჭრა, ბოლო დღეებში ტაივანის კუნძულის გარშემო წყლებში და საჰაერო სივრცეში ერთობლივი სამხედრო მოქმედებების ყველა ამოცანა. ამის შესახებ განაცხადა აღმოსავლეთ ზონის სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ში ი-მ.

წვრთნების განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო ნაწილებმა და შენაერთებმა ეფექტურად გამოსცადეს შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო შესაძლებლობები, აღნიშნა ში ი-მ. აღმოსავლეთის საბრძოლო სამეთაურო სარდლობა ყურადღებით დააკვირდება ტაივანის სრუტის მიდამოებში განვითარებულ მოვლენებს, გააგრძელებს სამხედრო წვრთნებს საბრძოლო ოპერაციების მოსამზადებლად და რეგულარულად განახორციელებს პატრულირებას ამ რეგიონში ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარად დასაცავად, დასძინა აღმოსავლეთ ზონის სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ზემოაღნიშნული ერთობლივი სამხედრო მოქმედებები კუნძულ ტაივანის გარშემო 2 აგვისტოს საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8), რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად,[1] სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

გამოქვეყნებულია სამართალი
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უწყებათშორის სწავლებაში (JMOC TTX 2), რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა.
სწავლების მიზანი იყო საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის უწყებათშორისი შესაძლებლობების შეფასება, ასევე, საზღვაო ვითარების გაცნობიერების (MDA) შესაძლებლობების ანალიზი, JMOC-ის უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების განხილვა, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) და მასთან დაკავშირებული მასალების აღმოჩენა, აღკვეთა და საზღვაო სივრცეში მათ უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა.
ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები.
სწავლება ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, სასტუმრო "შერატონში" (ბათუმში), ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში.
 
გამოქვეყნებულია სამხედრო

პეკინი, 14 აგვისტო (სინხუა) -- შაბათს, ჩინეთის დედაქალაქში მოეწყო "პეკინის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივლის" გახსნის საზეიმო ცერემონიალი. პეკინის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივლის პროგრამაში წარმოდგენილია 16 ფილმი და სწორედ ისინი იბრძოლებენ წელს საპატიო (Tiantan Award) პრიზის მოსაპოვებლად. 

ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში "ევრობასკეტის" თასის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

ნიკოლაი სემაშკოს სახელობის თასი თბილისში, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ ქალაქში, FIBA-ს პროექტის, Trophy Tour-ის ფარგლებში 11 აგვისტოს ჩამოიტანეს. ქართული ტურის ფარგლებში დაგეგმილია თასის მიტანა ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილას. ტურის ბოლოს კი "ევრობასკეტის" თასი ქართველმა მაყურებელმა 12 აგვისტოს საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საკალათბურთო მატჩზე იხილა.

აღსანიშნავია, რომ თბილისი ,,ევრობასკეტის'' A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

გამოქვეყნებულია სპორტი

14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

გამოქვეყნებულია სამხედრო

პეკინი, 15 აგვისტო (სინხუა) – 2022 წლის იანვრი-ივლისის მონაცემებით, ჩინეთის კაპიტალის ინვესტიციები 5,7 პროცენტით გაიზარდა.

ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთის კაპიტალის ინვესტიციებმა 31,98 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 4,74 ტრილიონი დოლარი) შეადგინა.

ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით შენელდა. თუმცა შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 6,1 პროცენტით გაიზარდა, წლიური მაჩვენებლის თვალსაზრისით.

ივნისთან შედარებით ივლისში ქვეყნის ძირითად აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 0,16%-ით გაიზარდა.

წლიური მაჩვენებლის თვალსაზრისით, პირველ შვიდ თვეში ეკონომიკის კერძო სექტორის ინვესტიციები ქვეყნის ძირითად აქტივებში 2,7 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 17,8 ტრილიონი იუანი შეადგინა, აღნიშნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკურ სამსახურში.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი კვლევის მიხედვით, 9 აგვისტოს მდგომარეობით ევროპის 35 ქვეყანაში გამოვლენილი „მაიმუნის ყვავილის“ 17,509 შემთხვევიდან 99 პროცენტი მამაკაცებში დაფიქსირდა.

შემთხვევების 40 პროცენტი 31-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 24 პროცენტი 41-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 23 პროცენტი კი 18-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა.

13000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში.

ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 5 ათას 162, გერმანიაში 2 ათას 982, ინგლისში 2 ათას 973 და საფრანგეთში 2 423 შემთხვევა დაფიქსირდა.

უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე ან გამონაყარი, ასევე მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, კუნთების და თავის ტკივილი და სიცივის შეგრძნება.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

12 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და  საქართველოში  ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.   
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს  მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისათვის და აღნიშნა, რომ   დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ განახორციელა სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა: "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და  ქართული კულტურის პოპულარიზაციას.   საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ  ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს  დიასპორასთან და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ  2022 წლის საგრანტო პროექტის "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“- გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა) . ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“-  წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან).  რაც შეეხება  საგრანტო პროექტის  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან,  სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით  გამოვლინდა 16 გამარჯვებული.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ საომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა.

„მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის უკვე 6 გარდაცვლილია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა მან. მსხვერპლის ვინაობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ მოქალაქეები ანაჰიტ მხითარიანი, მისაკ მარგარიანი, ჯემა ნაზარიანი, გაიანე ავეტისიანი, ერთი პირის ვინაობა დადგენილი არ არის.
15 აგვისტოს, 00:25 საათისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო სამუშაოებში 185 მაშველი მონაწილეობს, ჩართულია ოცი ავტოცისტერნა, თორმეტი სატვირთო მანქანა, ხუთი ტრაქტორი, სამი ამწე და ერევნის მუნიციპალიტეტის მერიის შვიდი ერთეული დამატებითი ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური