Items filtered by date: ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ახალმა ვერტმფრენმა AC352, ახლახან მიიღო შესაფერისი ტიპის სერთიფიკატი სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან. ის მალე აფრინდება ცაში სასწრაფო სამაშველო მისიების მხარდასაჭერად.

ეს თანამედროვე „ჩიტი“ არის აქ, რათა მოგითხროთ ის, რაც უნდა იცოდეთ...

დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

„ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა "სიტროენის" მარკის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა, ჯუღა სიხარულიძემ აღნიშნა, "სიტროენ ამის" ელექტრომანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

„ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით "ქარის" ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. "სიტროენ ამის" მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ქუთაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგიონული შეხვედრა, მაჩვენე & მიამბე (Show&Tell) გაიმართა. დამსწრეებმა განიხილეს გზები, რომლებითაც რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრა და მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესახებ ცოდნის გაზიარებაა შესაძლებელი. 

ქუთაისში გამართულ შეხვედრაში ის მუნიციპალიტეტები მონაწილეობდნენ, რომლებიც პროგრამაში, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), არიან გაერთიანებულები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

შეხვედრას ფიზიკურად M4EG ქსელში გაერთიანებული 56 მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხოლო აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ღონისძიებაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ.

მაჩვენე & მიამბეს მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრის მსვლელობისას ცამეტმა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროგრამებით მხარდაჭერილი ორი ინოვაციური მიდგომის, „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებისა“ და „ურბანული ხედვის“ დანერგვის საქმეში თავისი საქმიანობის მიმდინარე შედეგები წარადგინა. ამ საგრანტო პროგრამათა მიზანი იმ ინიციატივების დახმარებაა, რომლებიც ადგილობრივი ცხოვრების ძირითადი ასპექტების გარდაქმნასა და განახლებას ცდილობენ.

შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილება არაერთმა ქალაქმა წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ: სომხეთის ქალაქი არენი, რომელიც მდგრად ტურიზმზე ორიენტირდება; ბათუმი, რომელიც სტარტაპების ისეთ ეკოსისტემას აყალიბებს, როგორიც განახლებული ურბანული იდენტობისა და სამეწარმეო კულტურის შექმნას უწყობს ხელს; ქუთაისი, რომელიც ნერგავს ჭკვიანი ეკო-ქალაქის მოდელს, რათა ბუნებაზე დამყარებული ურბანული ინოვაციის გამოყენებით მუნიციპალიტეტი მეტად ეკომეგობრული გახადოს; მოლდოვის ქალაქი ჩადირ-ლუნგა, რომელიც მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტიანობას აუმჯობესებს და ენერგიის მიწოდების ხელმისაწვდომ სისტემას ქმნის. 

„ურბანული ხედვის“ პროგრამაში ჩართულმა ცხრა მუნიციპალიტეტმა რეგიონულ შეხვედრაზე თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს. მათ ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის მხრივ მიღწეული შედეგები წარადგინეს. ამასთან, უკრაინის ქალაქების ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მართავენ ქალაქებს ომის ფონზე განვითარებული კრიზისის პირობებში.

„ეკონომიკურ პრობლემებთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, რეგიონის ბევრი ქალაქი უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად განვითარებულ ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა კრიზისსაც უმკლავდება. ინოვაციური გადაწყვეტები ამ ქალაქებს დაეხმარება, მოაგვარონ მიმდინარე გამოწვევები ისე, რომ მმართველობის სისტემებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), 2017 წლიდან მიმდინარეობს. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მას 2021 წლიდან მოყოლებული ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ახორციელებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

პეკინი, 10 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს ყოველ ჯერზე, როცა შეერთებული შტატების სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვანგ ვენბინმა განაცხადა. ”ჩინეთი არასოდეს დაუშვებს მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ შელახვას და იგნორირებას”, - თქვა ვანგ ვენბინმა პრესკონფერენციაზე და მოუწოდა აშშ-ს შეწყვიტოს ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი ჩინურ ტაივანში არის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-სა და ტაივანს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. ნ. პელოსის ვიზიტი არის ამერიკული მხარის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ჩინეთ-ამერიკულ ერთობლივ კომუნიკეში აღებული ვალდებულებების დარღვევა, ერთი ჩინეთის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო კონსენსუსს და დადასტურებულია 2758 რეზოლუციით. გაეროს გენერალური ასამბლეა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ნორმაა, ხაზგასმით აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

მიუხედავად ჩინეთის ყველა მცდელობისა, შეაჩეროს და გააფრთხილოს შეერთებული შტატები ნ. პელოსის ვიზიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ამერიკულმა მხარემ მაინც არასწორი გზა აირჩია, განაცხადა ვანგ ვენბინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის შეერთებული შტატები და არა ჩინეთი, რომელიც არღვევს თავის ვალდებულებებს.

”ეს არის შეერთებული შტატები, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტებს, რომლებიც თავის მხრივ მხარს უჭერენ "ტაივანის დამოუკიდებლობას", - დასძინა ვანგმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას, შერბილებასა და ადანაშაულებს ჩინეთს სტატუს კვოს შეცვლაში. ”აშშ ყოველწლიურად ატარებს ასზე მეტ სამხედრო წვრთნას ჩინეთის მიმდებარე წყლებში და ადანაშაულებს მას საზოგადოების წინაშე თამაშში”, - თქვა ვანგმა. „არც ჩინეთი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს ასეთ განგსტერულ ლოგიკას“, - დასძინა მან.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან, წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში. 
"დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.
სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან", - წერია ი. ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და იგი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ზელენსკიმ  განცხადება გააკეთა.

„ყირიმი უკრაინის საკუთრებაა. ყირიმს არასოდეს დავთმობთ. რუსეთ-უკრაინის ომი ყირიმით დაიწყო და ის ყირიმის განთავისუფლებით უნდა დასრულდეს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ძირითადად დონბასის რეგიონში მიმდინარეობს, აფეთქებების ხმა ზედიზედ 7-ჯერ გაისმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური