თელავის შუაგულში რესტორანი „ბატონთან“ გემოების ზეიმს გპირდებათ
თელავი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. აქ მასპინძლობა და კერძების დაგემოვნებაც განსაკუთრებულია.
შუაგულ თელავში, ქართული რესტორანი “ბატონთან” სწორედ, ის ადგილია, სადაც მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში უგემრიელესი კახური და ევროპული კერძების გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორანი ბატონის ციხის მოპირდაპირედ (მის: რუსთაველის გამზ. #2.) სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავის პირველ სართულზე მდებარეობს. რესტორნის ინტერიერი სადაა და კახეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვეობას. მენიუ მრავალფეროვანია და პასუხობს როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე ევროპული სამზარეულოების მოყვარული გურმანების მოთხოვნებს.
როგორც ამბობენ, კერძის ხასიათის და თავისებურების უკეთ აღსაქმელად გარემოს დიდი მნიშვნელობნა აქვს. რესტორანი „ბატონთან“ კი, თავისი ღია და დახურული სივრცეებით სწორედ, ამ ყველაფრისთვის იდეალური ადგილია. რესტორანი თანამედროვე და ვინტაჟურ სივრცეებს აერთიანებს, რომელიც იდეალურად შეეფერება „ბატონთან“ მენიუს კონცეფციას.
როგორც ჩანს, რესტორნის დამფუძნებელს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი კვების ობიექტი სადაც, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძველებური ტრადიციებით მომზადებულ ოჯახურ კერძებს დააგემოვნებდა: ეს არის, ტრადიციული ქართული საოჯახო გემოვნული თვისებების მქონე რესტორანი. კერძების გამორჩეულ გემოს კი გარდა ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი პროდუქციისა
პროფესიონალი პერსონალი ქმნის, რომლებმაც მოიძიეს და აღადგინეს ბევრი მივიწყებული ქართული კერძი. რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად თანამედროვე კერძების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ.
რესტორნის შექმნელებმა ყველა ასაკის ადამიანებისთვის იზრუნეს. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს ლაუნჯ ბარი მასპინძლობს, ბავშვებისთვის კი ტერასზე შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ერთი სტიყვით, მობრძანდით „ბატონთან“ და თავი იგრძენით საკუთარ სახლში.
საქართველოს საგარეო უწყება თეა კატუკიას პასუხობს
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. "ნიუს დეი საქართველო" თ. კატუკიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის, ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“ -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“ -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
დღეს, ლიბერთიმ კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, სოფლად მაცხოვრებელი უფროსი ასაკის მომხმარებლები, მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსის მეშვეობით სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, უფასოდ ჩაიტარებენ გულ-სისხლძარღვოვან, ენდოკრინულ და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს.
ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, საპილოტე პროექტი გაზაფხულზე დაიწყო. კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად ჩატარებული წარმატებული პროექტის შედეგად გადაწყდა, ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას მოიცავს.
,,ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია, სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას უზრუნველყოფს.
ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდებათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან. შემდეგ, სამედიცინო ინფორმაცია და კონსულტაციის შედეგები მყისიერად აიტვირთება პორტალზე ბენეფიციარის საკუთარ ელექტრონულ საქაღალდეში. აღნიშნული სამედიცინო ინფორმაციის გამოყენება, ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ასეთი სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური მასშტაბითაც უპრეცედენტოა და ციფრული, თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პირველ მაგალითს წარმოადგენს” - ირაკლი სასანია, ,,ტელეკლინიკა- Mydoc“-ის მმართველი პარტნიორი
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. ლიბერთის პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, “ტელეკლინიკა - MyDoc“ -თან ერთად ვიწყებთ უპრეცენდენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უფასო სამედიცინო სერვისები იქნება ხელმისაწვდომი“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი
თავდასხმა ვატო წერეთელზე - აშშ-ის საელჩოს პირველი განცხადება
თავდასხმა "ტვ პირელის" მფლობელზე - აშშ-ის საელჩო მის ტერიტორიაზე მოხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს:
აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას"- წერია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები "ტვ პირელის" დამფუძნბელს, ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.
ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილებდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ.
ტვ პირველი ითხოვს აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
ვატო წერეთელმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა - ანრი ოხანაშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი, "ტვ პირველის" დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს.
ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ოხანაშვილი მედიამენეჯერს "პროვოკაციის მოწყობაში" ადანაშაულებს.
"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, პარლამენტუბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე", - თქვა დეპუტატმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ქართული ოცნების დეპუტატები თავს ვატო წერეთელს თავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დამესხნენ.
კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად - ვატო წერეთელი დეგნანს
მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად - ამის შესახბ "ტვ პირველის" მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომელიც ამერიკის საელჩოს ტერტორიაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატების ანგარიშწორების სამიზნე გახდა.
წერეთელმა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა მას ჭიქა ესროლეს.
ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა"- იხსენებს წერეთელი.
მისი თქმით ძალადობას 300 - მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
შოკში ვარ, წარმოგიდგენიათ, ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს" განაცხადა წერეთელმა.
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამრჯვებულია
25 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.
29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა. ექსპერტების მიერ უკვე 22-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; PSP ფარმაცეტულ სფეროში არავის უთმობს პირველობას და დარგის ლიდერობას.
„ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურ შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ - აცხადებენ PSP-ში.