Items filtered by date: ხუთშაბათი, 05 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ინდონეზიაში იდუმალი ჰეპატიტის (ღვიძლის ანთების) გამო 3 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

Bloomberg-ის მიერ, ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ბავშვები, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ცხელება და გონების დაკარგვა, გადაიყვანეს ჯაკარტას საავადმყოფოში.

ამავე ინფორმაციით, გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის ვირუსით ამ დროისათვის სამი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამინისტრომ კი მოსახლეობას მოუწოდა, მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვები სასწრაფოდ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებებში.

მეორეს მხრივ, სამინისტრომ ამ დაავადების დასადგენად მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო შემოწმების ცირკულარი გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით კი, მსოფლიოში ამ ჰეპატიტით სულ მცირე 4 ბავშვი გარდაიცვალა.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა.

პირველ რიგში, ევროკავშირმა იმ მაღალი რანგის სამხედრო პირებისა და სხვა ინდივიდების სია შეადგინა, რომლებიც ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენასა და ქალაქ მარიუპოლის არაადამიანურ ბლოკადაზე არიან პასუხისმგებელნი. „ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია კრემლის მიერ წარმოებული ომის ყველა დამნაშავისთვის: ჩვენ ვიცით, ვინ ხართ და თქვენ პასუხს აგებთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank და კიდევ ორ დიდ ბანკს SWIFT-ის სისტემიდან გათიშავს. ევროკომისიის მიხედვით, ეს ბანკები სისტემატურად თამაშობენ გადამწყვეტ როლს რუსეთის საფინანსო სისტემისა და იმ გამანადგურებელი ქმედებების ხელშეწყობაში, რომელსაც პუტინი ახორციელებს. „აღნიშნული ნაბიჯი გაამყარებს რუსული საფინანსო სისტემის სრულ იზოლაციას გლობალური სისტემიდან“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი, ამასთან, თავის სივრცეში სამი რუსული სახელმწიფო მედიაკომპანიის მაუწყებლობას კრძალავს. ისინი ევროკავშირში ინფორმაციის გავრცელებას ვერცერთი ფორმით ვეღარ შეძლებენ — იქნება ეს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა, ინტერნეტი თუ სმარტფონის აპლიკაციები. 

„ჩვენ ეს სატელევიზიო არხები გამოვავლინეთ როგორც რუპორები, რომლებიც პუტინის სიცრუეს და პროპაგანდას აგრესიულად ავრცელებენ. ჩვენ მათ ამ სიცრუის გასავრცელებლად სცენა აღარ უნდა დავუთმოთ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, — „ამასთან, კრემლი ევროპელ ფინანსისტებზე, კონსულტანტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებზეა დამოკიდებული. და ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ ვკრძალავთ ამ მომსახურებების რუსული კომპანიებისთვის მიწოდებას“.

ევროკომისიას რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის წინადადებაც შემოაქვს — ეს მოიცავს ზღვით თუ მილსადენით მიწოდებას და ნედლ თუ გადამუშავებულ ნავთობს. ევროკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ნავთობის იმპორტირება ეტაპობრივად და ორგანიზებულად შეწყდეს. ამგვარად ევროკავშირი და მისი პარტნიორები ნავთობის მიღების ალტერნატიული გზების გამონახვასა და გლობალურ ბაზრებზე ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული გავლენის მინიმუმამდე დაყვანას შეძლებენ. 

„ესაა მიზეზი იმის, რომ ჩვენ რუსული ნედლი ნავთობის მოწოდებას ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შევამცირებთ, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების იმპორტს — მიმდინარე წლის ბოლომდე. ამით მაქსიმალურად გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და, იმავდროულად, მინიმუმამდე დავიყვანთ ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიყენებულ თანმხლებ ზიანს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, არ დაუშვას რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება და მოდერნიზაცია. „პუტინს სურდა, უკრაინა რუკიდან გაექრო. აშკარაა, რომ ის ამას ვერ გააკეთებს. მოხდა პირიქით: ერთიანი უკრაინა აღდგა. ხოლო, მისი ქვეყანა, რუსეთი, იძირება“, — დასკვნის სახით განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირს სურს, უკრაინამ ეს ომი მოიგოს“ და ის უკრაინელებს მომავალი თაობებისთვის ქვეყნის ხელახლა აშენებაში დაეხმარება. ამ მიზნით ევროკომისიას შემოაქვს წინადადება, დაიწყოს მუშაობა უკრაინისთვის განკუთვნილ მასშტაბურ აღდგენის პაკეტზე. ეს ქვეყანას მოუტანს უდიდეს ინვესტიციას, რომელიც საჭიროებების დაკმაყოფილებას, აუცილებელი რეფორმების გატარებას,  უკრაინის ეკონომიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საფუძვლის შექმნას მოხმარდება.

წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/rusethis-agresia-ukrainis-cinaaghmdeg-evrokomisiam-sankhtsiebis-meekhvse-paketi-caradgina/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin-ის ქარხანას ეწვია, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მრავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გავაგზავნეთ უკრაინაში და გავაგზავნით კიდეც. ჩვენს მიერ გაგზავნილი იარაღი საშუალებას აძლევს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ახლა უკრაინაში დაბადებულ ბავშვებს სახელად „ჯაველინს“ არქმევენ. რუსეთმა უკრაინაში ბევრი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ახლა მსოფლიოში ავტოკრატებსა და დემოკრატიებს შორის დიდი ომია. თუ ახლა დიქტატორებს წინ არ აღუდგებით, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაში მოსვლას და გაძლიერებას მთელი ისტორიის მანძილზე,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ბოლოს ხსენებულ ქარხანაში მომუშავეებს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ ისინი, უკრაინას ომში გამარჯვებაში ეხმარებიან.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
თურქეთში, ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი “თამაშის დასასრული”. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქეთში, საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 22 თეატრალურმა დასმა. ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 30 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დაიხურა.
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და დიდ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის!
გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას.

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური