Items filtered by date: ორშაბათი, 30 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.

ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

თბილისის მერიის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ორ - 55 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში იყო წარმოდგენილი. აქედან წარმატებული საწყისი წონა გამოდგა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტში განუცხადეს.

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 114 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასევე ატაცში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი.

კონტინენტის პირველობაზე წარმატებამდე ნაბიჯი დააკლდა რამინ შამილიშვილს (61 კგ). საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ატაცისა და აკვრის ჯამში 278 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.

გამოქვეყნებულია სპორტი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც  ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ", - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა)მართვის მულტდისციპლინარული მიდგომების დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს სკა პაციენტების ცხოვრების ხარისხს
31 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (მის: რესპუბლიკის მოედანი #1) ჯანდაცვის პერსონალისტვის გაიმართება საინფორმაციო კონფერენცია თემაზე: „ახალი ერა სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში“.
ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და იტალიელი ექიმები. ისინი კიდევ ერთხელ შეაფასებენ დაავადების სიმწვავეს და ისაუბრებენ თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის მნიშვნელობაზე. კონფერენციის მიზანია სკას მართვის მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს სკა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
ღონისძიებას გახსნის „როშ ჯორჯიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი. იტალიელ კოლეგებს მიესალმება საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა ტატიშვილი.
ონლაინ რეჟიმში „ჰოფმან ლა როშის“ რისდიპლამის გლობალური განვითარების ხელმძღვანელი რენატა სკალკო, კლინიკა ნემო ანკონას პედიატრიული ნევროლოგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლები ამანდა ფერერო და მიქაელ ქოჩა მოწვეულ ქართველ ექიმებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მათთან ერთად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა, ევრისიდის (რისდიპლამი) გამოყენებას სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში, სპინალური კუნთოვანი ატროფია ტიპი 1 და 2, დიაგნოსტირება და დაავადების მართვა, მოზრდილი სკა პაციენტების მართვის მულტიდისციპლინარული მიდგომა და სხვა.
დასასრულს გაიმართება დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილიდან სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა პრეპარატით ევრისდი (რისდიპლამი) პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და სრულიად ფინანსდება საელმწიფოს მიერ, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც პაციენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთის.
მოკლე ინფორმაცია სპინალურ კუნთოვანი ატროფიას (სკა) შესახებ
სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სკა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 11 000 დან 1 ახალშობილს აღენიშნება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველზე გავრცელებული გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს.
სკა-ს გამომწვევია SMN1 გენის მუტაცია, რის შედეგადაც SMN (ესემენ) პროტეინის გამომუშავება მცირდება. SMN პროტეინი ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. დაავადების სიმძიმე და სიმპტომები მის ტიპზეა დამოკიდებული. განასხვავებენ დაავადების 4 ძირითად ტიპს: ტიპი 1 ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მიზეზი ხდება. სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების ატროფიასა და სისუსტესთან. პაციენტებს უჭირთ სიარული, ჯდომა დამოუკიდებლად, თავის დაჭერა, აღენიშნებათ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ტიპი 2 ვლინდება 7-დან 18 თვის ასაკის ბავშვებში. შესაძლებელია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთან, ბავშვები ვერ დადიან, აღენიშნებათ ხერხემლის დეფორმაცია სქოლიოზის სახით, გააჩნიათ სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. უმრავლესობას ჯდომა შეუძლია, თუმცა შემდგომში ამ უნარსაც კარგავენ. ტიპი 3 ვლინდება 18 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში და შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გვიან ბავშვობამდე. აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც პროგრესირებს. მართალია, უმრავლესობას სიარული შეუძლია, თუმცა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ეს უნარი შეიძლება დაკარგონ. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უმეტესწილად გავლენას არ ახდენს. ქვედა კიდურებში სისუსტე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ზედა კიდურებში. ტიპი 4 ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ლიბერთიმ,  ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სპეციალურად პატარებისთვის, ლოიალობის პროგრამა CashBack და VISA- სთან ერთად ტრადიციული აქცია  „ქეშბექობანა“ დაიწყო.

აქციის ფარგლებში, ლიბერთის VISA ბარათის ნებისმიერ მფლობელს,  შესაძლებლობა ექნება „ქეშბექობანაში“ მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი -50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნოს ანგარიშზე. ლიბერთის ,,ახალი“  VISA ბარათის მფლობელები დამატებით 10% ქეშბექით ისარგებლებენ.

Cashback-ის აქციით სარგებლობა  შემდეგ მეგობარ ობიექტებშია შესაძლებელი : 

‘ქეშბექობანა’ - აქცია 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და აქციაში ჩართვა ლიბერთის ყველა იმ მომხმარებელს შეეძლება, ვინც  გაიაქტიურებს სასურველ შეთავაზებას cashback.ge-ზე ან აპლიკაციაში, პატარებთან ერთად ესტუმრება მეგობარ ობიექტებს და ლიბერთის Visa ბარათით,  ლიბერთის ტერმინალზე გადაიხდის.  

აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, მომხმარებელი მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებს, ხოლო ლიბერთის  „ახალი“ Visa ბარათით დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა დამატებით 100 ლარი იქნება. ქეშბექი ანგარიშზე გადახდისთანავე ბრუნდება და მომენტალურადაა ხელმისაწვდომი.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად  ვთავაზობთ მარტივ, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ვიმედოვნებთ, ქეშბექის და მეგობარი ობიექტების  ახალი, ერთობლივი აქცია, მომხმარებლებისთვის და მათი პატარებისთვის საინტერესო იქნება და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი მიიღებს მეტ სარგებელს ლიბერთის ბარათების, განსაკუთრებით კი „ახალი“ ბარათის უპირატესობებით.” –  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. 

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ამჟამად 400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს. 

დეტალურად: www.cashback.ge 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური