Items filtered by date: ხუთშაბათი, 26 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ მილოცვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

"გილოცავთ მეგობრებო ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს 26 მაისს, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს!

რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ჩვენი ბრძოლა დღესაც გრძელდება - ძვირფასი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს, ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს!  ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთად ვიქნებით, რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკასაც მალე დავამარცხებთ და მეტად განვამტკიცებთ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი ყველას ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო".

დიდი პატივისცემით,

ილია ზუკაკიშვილი

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

2022 წლის, 26 მაისი - თბილისი, საქართველო

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივლის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმეთ მისბაჰ დემირჯანი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქეთის საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმეთ მისბაჰ დემირჯანიმა შეხვდრა გამართა თავის კოლეგასთან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან. 

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასევე ესტუმრა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისს და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს თბილისში.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური