Items filtered by date: ოთხშაბათი, 25 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით,  ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჭენში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლისთვის გაიმართა.
ქართული ღვინის დეგუსტაციას, ღონისძიების „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ.
ღონისძიების მონაწილეებს 12 სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები გაიმართება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

გამოქვეყნებულია ჩინეთი

24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია იუწყება.

საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.

დღეს, საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00 

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45 

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45 

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00 

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00 

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

გახდი ქართული საფეხბურთო ისტორიის თანამონაწილე - გამოიწერე საქართველოს ეროვნული ნაკრების არხები და გაიგე ყველა სიახლე პირველმა!

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებით, ილჰამ ალიევმა დაურეკა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჩარლ მიშელთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კვირას გამართული შეხვედრის შესახებ.

ალიევმა აღნიშნა, რომ მიშელთან და ფაშინიანთან განიხილეს მის ქვეყანასა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, სატრანსპორტო დერეფნების გახსნა და საზღვრების განსაზღვრა და დაამატა, რომ შეხვედრას დადებითად აფასებს.

მან აღნიშნა, რომ გუშინ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ალიევს ინფორმირებისთვის და შეხვედრაზე მიღწეული დადებითი შედეგების გამო კმაყოფილება გამოთქვა.

მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და ასევე ისაუბრეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

გუშინ, 24 მაისს, თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმარჯვა ანგარიშთ 5-2 და ფუტსალის ლიგის 2021-22  წწ. გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა!

გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ლ.სარდანაშვილი რომელმაც დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს.

“FC PSP - ფეხბურთელთა გუნდი მთლიანად კომპანიის თანამშროლებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წლების მანძლზე ბიზნეს ლიგის ერთ-ერთი უდავო ლიდერი გუნდი და ამ ჩემპიონატის 7 -გზის გამარჯვებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი პოპულარიზაცია PSP-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“ - აცხადებენ PSP-ში. 

გამოქვეყნებულია სპორტი

ამერიკის შეერთებული შტატების, ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. 

აშშ-ის ქალაქ იუვალდის სკოლაში სროლა განხორციელდა, რომელსაც 24 მაისს, 15 ბავშვი ემსხვერპლა. დანაშაული 18 წლის მოზარდმა ჩაიდინა. ამის შესახებ Associated Press-ი ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებბოტტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ებბოტტმა, სკოლაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სკოლაში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს 18 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სალვადორ რამოსმა გაუხსნა ცეცხლი.

გუბერნატორის თქმით, ახალგაზრდა სკოლაში მანქანით მივიდა. იგი შენობაში პისტოლეტით შევიდა, ალბათ მას სხვა იარაღიც ჰქონდა თან. ეს ინფორმაცია მოითხოვს დადასტურებას. მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა მან სასტიკ მკვლელობის ჩადენა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს ნაშუადღევს სალვადორ რამოსმა ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს, სადაც 600-მდე ბავშვი სწავლობს. წინასწარი მონაცემებით, დამნაშავემ 15 სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ რამოდენიმე მოზარდი. დაშავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა ზუსტდება. ამის შემდეგ, თავდამსხმელი შენობის შიგნით ჩაიკეტა, მოგვიანებით კი პოლიციამ სროლის დროს იგი ადგილზე მოკლა.

მომხდარის გარემოებებს შეისწავლიან სამართალდამცავები. პოლოცოა აგრძელებს გამოძიებას.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური