Items filtered by date: სამშაბათი, 24 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართება. (მის: რუსთაველის გამზირი #8, კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (N304, A კორპუსი)

შეხვედრის მიზანს, საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება წარმოადგენს.

შეხვედრას, რომელიც სამუშაო ფორმატში გაიმართება, წარუძღვება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების რეკომენდაციებს გააცნობს გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარე და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზიტენციას წარადგენს თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

კომიტეტის მოსმენაზე ასევე მოწვეული არიან სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს და მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები.

ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. 

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ტაჯიკეთის ელჩი თურქმენეთში ფარუხ შარიფზოდა დსს „თურქმენის ნავთობისა და გაზის ეროვნულიკომპანიის (NAPECO)“ გენერალურ დირექტორს მაკსატ პირლიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და გაცვალეს აზრები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ტაჯიკეთისთვის მათი მიწოდების შესახებ.

2021 წელს თურქმენეთმა დაიწყო თხევადი გაზის ექსპორტი ტაჯიკეთში, გასული წლის ბოლოსთვის თხევადი გაზის მიწოდებამ შეადგინა დაახლოებით 5 ათასი ტონა. დუშანბე გამოთქვამდა სურვილს შესყიდვების გაზრდის თაობაზე.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა და საფრანგეთის ელჩმა იზაბელ გუინელმა ორშაბათს შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ჩართულობა ევროკავშირთან, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს მიმდინარე ნახევარი წლის განმავლობაში.

დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ თურქმენეთმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა სტაბილურობა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა სექტორების ჩათვლით. ორმხრივ ინტერესს იწვევს ეკოლოგიური სფეროც. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ არსებობს ურთიერთსასარგებლო კავშირების გაფართოების ფართო პერსპექტივები.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საფრანგეთის ელჩი შეთანხმდნენ ამ მიზნით რეგულარული სამუშაო კონტაქტების შენარჩუნებაზე.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განცხადებები გააკეთა. მიშელის თქმით, მათ უკვე მესამედ გამართეს ერთობლივი შეხვედრა რა, განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ნაღმების გაწმენდა, დაკავებულების გათავისუფლება, გაუჩინარებულთა ბედის დადგენა და სხვა აქტუალური საკითხები.  

შარლ მიშელის თქმით რაც შეეხება აზერბაიჯან-სომხეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხს, ორი ქვეყნის სასაზღვრო კომისიები უახლოეს დღეებში გამართავენ პირველ ერთობლივ შეხვედრას. მიშელმა აღნიშნა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე რა, ლიდერები შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც განსაზღვრავს გადასვლებს აზერბაიჯანსა და ნახჩევანს შორის, ასევე სომხეთის სხვადასხვა რეგიონებს შორის აზერბაიჯანის გავლით, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ იმ საკითხზეც, რომ ისინი ივლისში ან აგვისტოში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

ჯო ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ აზიურ ტურნეზე იმყოფება, სამხრეთ კორეის ვიზიტის შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აგრძელებს შეხვედრებს.

ჯო ბაიდენი, ტოკიოში ასევე დაესწრო, „იაპონია-აშშ-ს სამიტს“ სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აშშ-იაპონიის ალიანსი, ინდო-წყნარი ოკეანის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია.

მეორეს მხრივ, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

პრეს-კონფერენციის დროს ჯო ბაიდენმა, რუსეთის მხრიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიც შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთმა, უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის გრძელვადიანი საფასური უნდა გადაიხადოს“.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

2022 წლის 23 მაისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას მონაწილეობით. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი.
შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 
სხდომაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშორმლობის განვითარების გზებზე, განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობა. 
ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
ალიანსის წევრებმა ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და მადლიერება გამოხატეს ქვეყნის მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის. 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში პატრიკ ტერნერთან და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ხავიერ კოლომინასთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ისინი, ვინც სახის დაბანას ყოველ დილით და საღამოს უთმობენ დროს, მთელი დღის განმავლობაშიც ჯანსაღ არჩევანს აკეთებენ. კანის მოვლა შეიძლება შერწყმული იყოს სახისა და თმის მოვლის რუტინასთან. არჩევანი, რომ მოვუაროთ თავს, გვეხმარება შევეჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, უკეთ ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ.

საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები კარგად გრძნობენ თავს, როცა თავდაჯერებულები არიან და უფრო კარგად გამოიყურებიან. თავის ყოველდღიური მოვლა გვეხმარება, ავიმაღლოთ თვითშეფასება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი, ახალგაზრდული კანი და თმა.

თმის მოვლის საშუალებები

პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებები,  მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი.

თმის დაზიანებას მრავალი გარემოება განაპირობებს.

  • სკალპის სიმშრალე
  • ქერტლი
  • საღებავი
  • ამინდის ცვალებადობა
  • თმის გასაშრობისა თუ გასასწორებლის გამოყენება

პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ჩვენი თმის მოვლა შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენებით არ შემოიფარგლებოდეს.

დღეს, ყველას გვსმენია, რომ ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად ასევე მნიშვნელოვანია თმის ნიღაბი, რომლის პოვნა აფთიაქშიც მარტივად არის შესაძლებელი, ონლაინ გამოწერაც ხელმისაწვდომია და მეტიც, შეგვიძლია სახლშივე, მარტივად ნიღაბი ჩვენი თმისთვის.

ქოქოსის ზეთი დაზიანებული თმის გადასარჩენად

თმის სიმშრალე და დაზიანებული ღერები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დატენიანება. თუ თქვენი ჩვეულებრივი კონდიციონერი ამ პრობლემის გადაჭრაში არ გეხმარებათ, უპირატესობა მიანიჭეთ ქოქოსის ზეთით ღამის ინტენსიურ მკურნალობას.  ქოქოსის ზეთი თმის ღეროში აღწევს და კვებავს მას.

არსებობს რაფინირებული და არარაფინირებული ქოქოსის ზეთი. პირველისგან განსხვავებით, არარაფინირებული ზეთის სკალპზე დატანა არ შეიძლება, რადგან იწვევს გაღიზიანებას.

საქართველოში ამ პროდუქტის ბევრ ვარიაციას გადააწყდებით. ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა “ჰერბალ ესენსის” 90%-იანი ქოქოსის რძის ნიღაბი.

თუმცა, თუ სახლში უკვე გაქვთ ჩვეულებრივი ქოქოსის ზეთი, შეგიძლიათ გაადნოთ და ნოტიო თმის ბოლოებში შეიზილოთ.

კანის მოვლის საშუალებები

ჰკითხეთ თქვენს ნაცნობ დერმატოლოგს და ის აუცილებლად გეტყვით, რომ შრატი არის პირველი იქ, სადაც  საქმე კანის მოვლის რუტინას ეხება. სახის შრატი უფრო მსუბუქია, ვიდრე დამატენიანებელი და შეიცავს მეტ აქტიურ ინგრედიენტს. არსებობს შრატი ნებისმიერი სახის კანის კომბინაციისთვის და მათი პოვნა არც აფთიაქის დახლებზე გაგიჭირდებათ.

შრატი არ არის ბიუჯეტური პროდუქტი. მისი ფასი 80 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

მაგალითად, ყველაზე პოპულარული საქართველოში “ლა-როზ პოშეს” შრატია, შექმნილი სხვადასხვა ტიპის კანისთვის.

როგორ შევარჩიოთ შრატი ჩვენი კანისთვის?

შეგიძლიათ შეიძინოთ შრატი, რომელიც ორიენტირებულია ერთ ინგრედიენტზე ან აერთიანებს რამდენიმეს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ფორმულირება დილით და განსხვავებული - ძილის წინ. მკვებავი, დამატენიანებელი, დამცავი ინგრედიენტები შესანიშნავია დღის განმავლობაში (იფიქრეთ ჰიალურონის მჟავაზე და ანტიოქსიდანტებზე, როგორიცაა ვიტამინი C), ხოლო აღმდგენი ან სუპერ მკვებავი ვარიანტი ყველაზე კარგად ღამით მოქმედებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური