Items filtered by date: ორშაბათი, 23 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

თურქეთის წამყვანი ჟურნალისტები საქართველოში არსებულ მედიაგარემოს ეცნობიან. გლობალურ ჟურნალისტთა საბჭოს (KGK) წარმომადგენლები დღეს ტელეკომპანია „იმედში“ იმყოფებოდნენ.

მედიაკავშირის წევრები არხის მუშაობის პროცესს გაეცნენ, როგორც ახალი ამბების, ისე - გადაცემების მომზადებით კუთხით. აღინიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანია მედიის განვითარების თვალსაზრისით. 

უცხოელმა ჟურნალისტებმა ქართველ კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ გლობალურ ჟურნალისტთა საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალკანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში.

 

წყარო: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/250566/turqetis-tsamkvani-jurnalistebi-telekompania-imeds-estumrnen

 

ვიდეო (VIDEO Link) იხილეთ აქ: https://www.imedi.ge/ge/video/98076/turqi-jurnalistebi-stumrad-imedshi?fbclid=IwAR0ssc035noiEHRKYVRZ6G8ajyyeW_Ls4I4ydDZbtnxqi5urgeiCiB0BxRM

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ცნო!
ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.
ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს!
გოგონათა შორის საუკეთესოდ რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.

წყარო: https://ewf.sport/2022/05/22/ewf-2021-best-weightlifter-of-the-year-voting-is-now-closed/?fbclid=IwAR0oGj0XjyFba-5-Z2C8CPdcgVpoHlOiFEo7fQnm0iyc0LeczClUktIHVXY

გამოქვეყნებულია სპორტი

სს „ლიბერთი ბანკი“ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული „ფულადი გასაცემლის“ გაცემისა და დარიგებისათვის საჭირო საბანკო მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერით გათვალისწინებული ახალი პირობები 2023 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

ლიბერთისთვის აღნიშნული კონტრაქტის მომსახურება ათწლეულების განმავლობაში იყო და არის საქმიანობის მთავარი ფოკუსი. ლიბერთის არსებული უნიკალური ინფრასტრუქტურა, სისტემები, პროცესები და თანამშრომლების ცოდნა და უნარ-ჩვევები სრულად აწყობილი და მორგებულია სწორედ ამ საქმიანობის ოპტიმიზაციაზე.

ოცი წლის განმავლობაში, ლიბერთიმ ‘ფულადი გასაცემლების’ ოპერატიული, უწყვეტი და უსაფრთხო დარიგებისთვის შექმნა უპრეცედენტო და უნიკალური ფილიალების ქსელი: 400-ზე მეტი ფილიალი და 100-მდე მობილური სერვის ცენტრი ემსახურება 1,300-მდე სოფელსა და 64 მუნიციპალიტეტს. მათ შორის, 5 მუნიციპალიტეტში მხოლოდ ლიბერთის გააჩნია სერვის ცენტრი, ხოლო 12 მუნიციპალიტეტში ლიბერთი ბანკის გარდა მხოლოდ თითო, სხვადასხვა ბანკია წარმოდგენილი. 1,100 სოფელი, რომლებსაც დღეს ლიბერთი ემსახურება, მინიმუმ 5 კილომეტრით არის დაშორებული უახლოეს რაიონულ ცენტრს. სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები კი, სახლში ვიზიტით ემსახურებიან 30 000-მდე იმ მომხმარებელს, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ ბანკში ვიზიტი ან ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში.

ლიბერთი არის ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში - ჰყავს 4 500-მდე თანამშრომელი.

ბანკი მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებას და თავისი მომხმარებლებისთვის გააჩნია საბანკო მომსახურებასა და სერვისებზე დამატებითი ბენეფიტებისა და ლოიალობის პრივილეგირებული შეთავაზებები და სპეციალური პროგრამები.

ლიბერთი, 2017 წლიდან ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უნიკალურ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული აღნიშნული კონტრაქტის ბენეფიციარებისთვის.

2021 წელს ბანკის მიერ ჩატარებულმა კმაყოფილების კვლევამ აჩვენა, რომ ბანკის მომსახურებით კმაყოფილია გამოკითხულთა 90%.

‘მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ტენდერი გამჭვირვალედ და რაც მთავარია, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ჩატარდა. შეგახსენებთ, ლიბერთიმ თავად მოითხოვა ვადაზე ადრე გამოცხადებულიყო ტენდერი და გამარჯვებული კი, ღია და გამჭვირვალე კონკურენციის შედეგად გამოვლენილიყო. ეს ჩვენთვის საამაყოა და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ არ ვჩერდებით, დაგეგმილი გვაქვს სიახლეები შეთავაზებებში, საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაში და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლების განმავლობაშიც ღირსეულად მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მომხმარებლებს’ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც მოიცავს. მიშელმა ეს წინადადება 18 მაისს ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში გამოსვლისას წამოაყენა.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივის მიზანია „კავშირების გამყარება და ქმედითი თანამშრომლობის გაღრმავება საერთო გამოწვევების, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ჩვენს კონტინენტზე“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: „ჩემი აზრით, უკვე არსებობს დე-ფაქტო გეოპოლიტიკური საზოგადოება, რომელიც რეიკიავიკიდან ბაქომდე თუ ერევნამდე და ოსლოდან ანკარამდეა გადაჭიმული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ გეოგრაფიულ სივრცეს პოლიტიკური განზომილება უნდა მივანიჭოთ“. 

მიშელის წინადადებით, ამ თანამშრომლობის ძირითადი სფერო საერთაშორისო პოლიტიკა უნდა იყოს. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი შესაძლოა გაკეთდეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებში გაერთიანებაც არ საჭიროებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მაგრამ რომლებსაც კონკრეტული ორმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლიათ: „ნათელია, რომ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus თუ Horizon და ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი პროექტები ამგვარი თანამშრომლობისათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს“.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები 27 ევროპელ ლიდერთან გაიარა და გადაწყვიტა, რომ ის ევროპული საბჭოს ივნისის გეგმაში შეიტანოს. ევროკავშირის და შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ამ წინადადების განსახილველად მან კონფერენციის ზაფხულში ან მოგვიანებით ჩატარების წინადადებაც წამოაყენა.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნამ არ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირის გაფართოების პროცესი. თავის მხრივ,  ეს უკანასკნელი უნდა წარიმართოს უფრო სწრაფად, დინამიკურად და შექცევადად, რათა წაახალისოს რეფორმები და  ხელი შეუწყოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ: დღეს გაფართოების პროცესი ერთგვარი ნულოვანი ჯამის თამაშია. გარკვეულწილად, ეს უკომპრომისო თამაშია. ეს იწვევს ორივე მხარის ღრმა გულგატეხილობას და იმედგაცრუებას, რაც ყოველთვის უშლის ხელს ნდობის ჩამოყალიბებას“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი აზრით, გამოსავალი გაწევრიანების პროცესის ეტაპობრივ და განგრძობით ინტეგრაციად ქცევა შეიძლება იყოს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა.

კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ.

წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო.
სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერულითვისებების დახვეწა წარმოადგენდა. 

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური