Items filtered by date: ორშაბათი, 02 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მხარდაჭერას აგრძელებს. ლიბერთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,სტარტაპ ბიურომ, საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT)  გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi- მე-17 ღონისძიებას უმასპინძლა.

PechaKuchaNights არის შეხვედრების სივრცერომლის დახმარებითაც ინოვატორებიმეწარმეები

 და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიანტოკიოში, 2003 წელსახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართებასაქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას, ICT ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს

რომლებსაც გოგოები საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიანბიზნესში წარმატების 

მიღწევის 5 სტრატეგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს მენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირარომელიც ამ სფეროში არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. 

ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი, ლოლიტა რურუა საზოგადოების წინაშე, სხვა სპიკერებთან ერთად, თავისი ისტორიით წარსდგა: ,,PechaKucha Night Tbilisi საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ 

გამოჩნდათუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანასწორი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა

მოხარულივარ, რომ ეს ღონისძიება ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა. მეც შევეცადე წარმედგინა ჩემი ისტორია, როგორც ლიბერთის მონაცემთა

მეცნიერის ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში და მესაუბრა,  გენდერულ თანასწორობაზე ინდუსტრიაში.  ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა  ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის,

რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს“ - ლოლიტა რურუა,  ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთი რისკების 

დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, სფეროს წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

"მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად", - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

„მინდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები.
ქვეყნებს შორის არსებულ  მეგობრულ ურთიერთობებზე  საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტის მეორე ნაწილზე, რომელიც ევროკავშირს 13 მაისამდე გადაეცემა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ, ამ მეორე ნაწილს ჩვენს 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

განცხადება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნად ვიდეო კონკურსის, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“ ჩატარების შესახებ

1.    ღონისძიების მიზანი

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად, ორ ქვეყანას შორის კავშირებისა და თანამშომლობის გასაძლიერებლად და ორ ერს შორის მეგობრობის გასამტკიცებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს ამ საიუბილეო თარიღის მისალოცი ვიდეოების კონკურსს, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

 2.    ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში

თანაორგანიზატორები:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი

მედია კომპანია „For You”

 3.    ღონისძიების განრიგი

1-22 მაისი                   კონკურსანტების მიერ ვიდეოების წარდგენა

22 მაისი - 1 ივნისი    ვიდეოების შერჩევა და ერთი დიდი ვიდეოს დამზადება

ივნისში                       დამზადებული ვიდეოს გამოქვეყნება

 მონაწილეობის პირობები

1. ვიდეოს შინაარსი: ვიდეოს თემატიკა უნდა ეხებოდეს ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის თანამშრომლობაში პირად გამოცდილებას, ამ საიბულეო თარიღის მილოცვას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში სამომავლო მოლოდინებს და მსგავს თემებს. ვიდეოს შინაარსი უნდა იყოს პოზიტიური და ასახავდეს ჩინურ-ქართულ მეგობრობას.

2. ვიდეოს კრიტერიუმები: სასურველია 720P ან 1080P გაფართოების ვიდეო, ჰორიზონტალური კადრი, მკაფიო სურათი და ხმა, ფონური ხმაურის გარეშე. ვიდეოს ჩაწერა და დამზადება შეიძლება ნებისმიერი ტიპის აპარატურით.

3. ვიდეოს ფორმატი: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ვიდეო თავსებადი უნდა იყოს ძირითად ვიდეო ფორმატებთან (MP4, MOV, MPEG და მისთ.). მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალი ვიდეო  ჩინურ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სუბტიტრების გარეშე.

4. ვიდეოები უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესებს და უნდა იყოს ორიგინალი ნამუშევარი.

 5.    ვიდეოს წარდგენა

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორიგინალი ვიდეოები 22 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

2. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ვიდეოს სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი (პრიზების ფოსტით გამოსაგზავნად).

 6.    დამატებითი ინფორმაცია

1. შერჩეული ვიდეოების ავტორები საელჩოსგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო პრიზს.

2. ვიდეოს საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ვიდეოს წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს მისი გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ვიდეოში შეიტანოს ცვლილება და დამატებითი ანაზღაურების გარეშე საჯაროდ გამოაქვეყნოს და გაავრცელოს იგი. ყველა კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ეთანხმება ამ განცხადების თითოეულ პუნქტს.

3. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

4. საკონტაქტო პირები: 郭雅男  Whatsapp  +995 574165817

靳帅虎  Whatsapp  +995 593140268

郑艺铭  Whatsapp  +995 593360181

გამოქვეყნებულია ჩინეთი

„იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. 4-კვირიანი პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელიც შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმამიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო სწავლება (CPX), საველე სწავლება (FTX) და საბრძოლო სროლები (LFX). ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და შეფასების პროგრამას GDRP-T-ის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის. 43-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-T) 2018 წელს პირველმა გაიარა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.

დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური