Items filtered by date: ხუთშაბათი, 19 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1828 სასწავლო დაწესებულება, მათგან 171 მთლიანად განადგურდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმები დაიწყო, 231 ბავშვი დაიღუპა და 427 დაშავდა.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 200 ჯარისკაცი დაკარგა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა არმიამ სულ დაკარგა 28500 ჯარისკაცი, განადგურდა რუსების კუთვნილი 203 თვითმფრინავი, 167 შვეულმფრენი, 1254 ტანკი, 3063 ჯავშანტექნიკა, 595 საარტილერიო სისტემა, 199 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგა 2 ათას 157 მანქანა, 13 გამი და მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა, 455 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე რუსების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმაც გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სულ 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„ლიბერთი“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემა „საქმის“ ეთერში ახალი საპენსიო ტენდერის პირობებსა და „ლიბერთის“ კონკურსში გამარჯვების შესახებ.

როგორც ვაჟა მენაბდე აცხადებს, „ლიბერთის“ თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, უნიკალური ინფრასტრუქტურული რესურსი და ინსტიტუციონალური ცოდნა არის ის უპირატესობა, რის გამოც ბანკი პენსიების დარიგების კუთხით დღესაც უკონკურენტოა.

„ინსტიტუციონალური გამოცდილება, პირველ რიგში, რაც ჩვენ გაგვაჩნია და სხვას არავის არ აქვს, რადგან აქამდე ეს საქმე არავის უკეთებია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ 1 200 000 ადამიანს, დაგვიანების გარეშე, საქართველოს ყველა წერტილში, მათ შორის თანხის ბინაზე მიტანით, მოემსახურო, არ არის მარტივი საქმე.

როგორც გახსოვთ, ტენდერის ჩატარება ჩვენ მოვითხოვეთ, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ და მხოლოდ „ლიბერთიმ“ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა. რა თქმა უნდა, კონკურენციაზე ინფრასტრუქტურამაც იქონია გავლენა, რადგან კოლოსალური ინვესტიციაა საჭირო. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ახალი ფილიალი უნდა გაეხსნა ნებისმიერ ბანკს, ვინც ამ ტენდერის მომსახურებაზე გამოხატავდა სურვილს. არსებული რესურსით არც ერთი სხვა საბანკო დაწესებულება ამისთვის მზად არ არის“ - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

რაც შეეხება ახალ სატენდერო პირობებს, „ლიბერთის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სატენდერო პირობები ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, ე.წ. ‘საპენსიო სესხთან’ დაკავშირებული ცვლილებებიც ამ პერიოდის შემდეგ აღებულ სესხებზე გავრცელდება.

„ახალ კონტრაქტში რამდენიმე ისეთი ცვლილებაა შესული, რასაც ჩვენ ისედაც, ჩვენი სურვილით ვაკეთებდით. მაგალითად, უფასოდ, საკომისიოს გარეშე, კომუნალურების გადახდა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება ამ გაფასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა ლიბერთიში შესაძლებელი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის. ასევე, ბანკში თანხის შეტანა-გატანა, განაღდება, ბარათი და ანგარიშის წარმოებას უფასოდ ვთავაზობთ. ეს ამ დრომდეც ასე იყო და ახლა უკვე კონტრაქტშიც ჩაიწერა.“

„ლიბერთი“-ს წარმომადგენელის თქმით, ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით წინა პერიოდში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომლის თანახმადაც საპროცენტო განაკვეთი ე.წ საპენსიო სესხებზე მაღალი იყო, თუმცა, წინა სატენდერო კომუნიკაციისას დამტკიცდა, რომ ბანკის მიერ შეთავაზებული სესხის პროცენტი საბაზრო და რიგ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი იყო. შესაბამისად, გაჯანსაღდა ტენდერის პირობებიც და შედეგად, შესაძლებელი გახდა საბაზროზე დაბალ ფასად სესხებზე შეთავაზების გაკეთება. კერძოდ, დაწესდა რეფინანსირების განაკვეთს + 15%, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას.

მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.

აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შემოგვიერთდით - ხელმოწერებისშეგროვებადაიწყო!

„რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, ბიოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობა. მკურნალობის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერა თუნდაც თანადაფინანსების სახით და აშ. იმისთვის რომ ჩვენ, პაციენტებმა შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე,“” - ნათქვამია რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების განცხადებაში.

მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია ქ. თბილისის მერიისადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მკურნალობის დროული დაფინანსების თხოვნით

პეტიციის საფუძველს დააავადების სიმწვავე და მისი პროგრესირება წარმოადგენს:

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, ქალები 3-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და შესაბამისად საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია შემცირდეს 5-10 წლით.  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები, იძლევა მხოლოდ სიმპტომურ შვებას, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის პრეპარატები (დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული მედიკამენტები და ბიოლოგიური პრეპარატები) განაპირობებენ  რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეფერხება/შეჩერებას და სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას.

საერთაშორისო  რეკომენდაციების (EULAR, ACR)  მიხედვით მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თერაპია შედეგს არ იძლევა, ეფექტი არასაკმარისია ან აღინიშნება აუტანლობა ამ პრეპარატებისადმი)საჭიროა მკურნალობის სქემას დაემატოს ბიოლოგიური მედიკამენტები.

ბიოლოგიური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, B უჯრედებზე მიმართული პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები კარგიდან საუკეთესო შედეგს იძლევა დაავადების პროგრესირების შეფერხებისა და სახსრების ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა მათი მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ მკურნალობას.

საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ პაციენტებს 2020 წლიდან უფინანსდებათ მკურნალობა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს, ხოლო თბილისში და სხვა რეგიონებში ბიოლოგიური თერაპია ჯერ კიდევ არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამიტომ იგი არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო.

პაციენტების თხოვნაა, სახელმწიფომ დააფინანსოს იმ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული  პაციენტების  ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით მკურნალობისადმი ან აღენიშნებათ აუტანლობა მათ მიმართ.

რევმატოიდულიართრიტიდასაერთოდსახსრებისდაავადებებიძალიანრთულიპრობლემაა, რომელიცგავრცელებულიამთელსმსოფლიოშიდამათშორისსაქართველოშიც. თუმკურნალობამიზანმიმართულადარარისჩატარებულისავალალომდგომარეობამდემივყევართ. ფაქტობრივად, ისინიშეზღუდულიშესაძლებლობისპირებიხდებიან. აქედანგამომდინარე, დროულადდაწყებულიმკურნალობაეფექტურშედეგსიძლევა, დღევანდელიდღემისასალმებელია, რადგანყველათემისაქტუალიზაციაშედეგისდაიმედისმომცემია, აქტიურობასდასაზოგადოებისჩართულობასდიდიმნიშვნელობააქვს. აქედანგამომდინარე,მინდაგითხრათ, რომსაზოგადოებაძალიანმნიშვნელოვანია. რასაკვირველია,სახელმწიფოპასუხისმგებელიადარევმატოიდულართრიტისმკურნალობისხელშეწყობაზე,” –  განმარტავს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მაკაიოსელიანი.

გადადით ბმულზე  https://manifest.ge/item/3728/signiture მოაწერეთ ხელი პეტიციას, გაავრცელეთ თქვენს სოციალურ ქსელებში და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მიმართ.

 

ყველაფერიჩვენსხელშია!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად საპილოტე პროექტი დაიწყო.

მარტის და აპრილის თვეებში კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, MyDoc - მობილური კლინიკის მეშვეობით, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, დაიგეგმა ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მიზნით, გულ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და შესაბამის სპეციალისტებთან ტელესამედიცინო კონსულტაციები. მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსით კვლევები და კონსულტაციები დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდა სრულიად უფასოდ.

,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” სტრატეგიის ფარგლებში განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში კომპანია “ტელეკლინიკა MyDoc”-თან  და “თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან” ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომი გამხდარიყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა საპილოტე პროექტის შედეგებისა და ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება. ლიბერთი განაგრძობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავის მომხმარებლებს ფინანსურ თუ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.“  - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალურობის დეპარტამენტის უფროსი.  

,, ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას.

ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან.

დისტანციურ კონსულტაციებს უზრუნველყოფდნენ ამერიკული ჰოსპიტალის ექიმი სპეციალისტები.

MyDoc- ის მიერ ყველა ბენეფიციარისათვის შეიქმნა ინდივიდუალური დაცული სამედიცინო ელექტრონული ბარათი, რომელშიც დაგენერირდა ყველა სამედიცინო კვლევის შედეგი, რომლის გამოყენებაც ბენეფიციარებს შეეძლებათ საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს.

ამ პროექტის მეშვეობით განხორციელდა იმ საჭირო და აუცილებელი თანამედროვე  სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად ახლოს მიტანა მოსახლეობასთან, რომლის საჭიროებაც თვალნათლივია და რომლის მისაღებადაც მოსახლეობას უწევდა დიდი მანძილების დაფარვა და თანხის გადახდა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ   რეგიონებში, სადაც ექიმ-სპეციალისტთა ნაკლებობაა“ - ირაკლი სასანია, Teleklinika – Mydoc-ის მმართველი პარტნიორი

Mydoc პირველი ტელესამედიცინო კომპანიაასაქართველოში, რომელიც დაავადებათადიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებში აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტსა და უახლეს ტელესამედიცინო ტექნოლოგიებს.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=LZgnTPW54hI

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

როდის უზრუნველყოფს სახელმწიფო გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწდვომობისა და ღირსეული ცხოვრების უფლებას - ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა ეს საკითხი ბოლო პერიოდში იმდენად გააქტიურდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაინც მოუწიათ გარკვეული განმარტებების გაკეთება. თემის გააქტიურება პირველ რიგში თავად პაციენტების პროტესტის შედეგია - მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან 11 მაისს, აქცია გამართეს და მკურნალობის დაფინანსებაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვეს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილები. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მკურნალობას მხოლოდ თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს. დანარჩენ რეგიონებში მცხორები მოქალაქეები სახელმწიფომ, პრაქტიკულად, გაწირა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, რადგან ეს დაავადება, მკურნალობის არარსებობის პირობებში, ადამიანის მდგომარეობის დამძიმებას და სხვადასხვა მიმართულებით მის გარდაუვალ პარალიზებას იწვევს. 
მოქმედი პროგრამების შედეგად, თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტების ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება და ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს კი აქვთ სამართლიანი და რიტორიკული შეკითხვა - ისინი მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ თბილისში ან აჭარაში არ ცხოვრობენ? ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც, მართალია, ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. 
“ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მწარმოებელთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად მოხერხდება ბიუჯეტის ფარგლებში მედიკამენტებით პაციენტების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით წელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო, თუმცა - სხვა პაციენტების ჯგუფში. საუბარი მაქვს იშვიათ დაავადებებზე და ძვირადღირებულ ინოვაციურ მედიკამენტებზე, რომელთა ეტაპობრივი დანერგვა პროგრამის ფარგლებში ხდება და გაფანტული სკლეროზის კუთხითაც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 
რამდენად შეასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანაპირებს, ამაზე პასუხის გაცემა სამინისტროს უახლოეს კვირეეებში მოუწევს, რადგან პაციენტები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ. მანამდე კი, ვიდრე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მკურნალობის დასაფინანსებლად თანხებს ეძებს, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს, საუკეთესო შემთხვევაში, ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი სახსრებით უწევს, რისთვისაც ზოგი მათგანი საცხოვრებლის გაყიდვასაც კი ცდილობს. თუმცა დაავადებულებს შორის უმეტესობას არ აქვს „ფუფუნება,“ საკუთარ ჯანმრთელობას წელიწადში 25 ათასი ლარი დაახარჯოს. ისინი უბრალოდ, ელოდებიან შეზღუდული შესაძლებლობის განვითარებას, რაც სხვადასხვა ორგანოს პარალიზებაში გამოიხატება. თუმცა პაციენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გეგმავენ, არ ჩაიქნიონ ხელი და სახელმწიფო ადრე თუ გვიან აიძულონ, მოიძიოს ფინანსები მათ სამკურნალოდ. მკურნალობა კი ამ ადამიანებისთვის, რომელთა ასაკი, ხშირ შემთხვევაში 20-დან 40 წლამდეა, ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას, დაოჯახებას, კარიერის აწყობას და ქვეყნის განვითარებასა და დოვლათის შქმნაში მონაწილეობის უფლებას ნიშნავს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

19 მაისი, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, დღეს თურქეთში თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი ლიდერის „ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულს“ აღნიშნავენ. განმანთავისუფლებელი ომის გამარჯვებით დასრულების და რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ათათურქი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა.

თანამედროვე ერად ჩამოყალიბების გზაზე ახალგაზრდების ჯანსაღად და სპორტულად აღსაზრდელად 19 მაისი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს მთელს ქვეყანასა და საზღვარგარეთულ წარმომადგენლობებში გამართულ ღონისძიებებზე პატივს მიაგებენ ათათურქის ხსოვნას და აღნიშნავენ 19 მაისის დღესასწაულს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ აშშ-ის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ დაათვალიერა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ჯვრის მონასტერი, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მეშვეობით ეხმარება. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

მრჩეველი შოლე შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების განგრძობადი ოკუპაცია, კრემლის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერა დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავალისკენ.

1992 წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესანარჩუნებლად $2 მილიონზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ მრჩეველი შოლე გაემგზავრება ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში 20 მაისს, სადაც შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან გაერთიანებული სამეფოში. შეხვედრებზე იმსჯელებენ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შესახებ საერთო გლობალური პრიორიტეტების საპასუხოდ, მათ შორის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური