Items filtered by date: ორშაბათი, 16 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კვირას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი  შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ დირექტორს კეროლ პერესს და სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილეს სამხრეთ და ცენტრალურ აზიის საკითხებში დინ ტომპსონს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი მეთიუ სტივენ კლიმოუ.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, რაზეც მხარეებმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

დიპლომატებმა არსებითად განიხილეს თურქმენეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები,  და აღნიშნეს თურქმენულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს როლი.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა და თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგული ბერდიმუხამედოვმა  გააგზავნეს მილოცვები შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის სახელზე მისი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტად არჩევის გამო, წერს დღეს თურქმენეთის ოფიციალური პრესა.

მისალოც წერილში  თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდად აფასებს ძმურ ურთიერთობებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება.

ჰალკ მასლახათი მილი გენგეშის თავმჯდომარემ  თავის გზავნილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობა თურქმენეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის გამოირჩევა თავისი ეფექტურობით და გამოთქვა რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა  კვლავ გაგრძელდება  ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„სერვიე“ 16-21 მაისს ჰიპერტენზიის უფასო კვლევებს გამართავს
16-21 მაისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში, თბილისის მასშტაბით ჰიპერტენზიის სკრინინგ კვირეული გაიმართება.
კვირის განმავლობაში, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოძრავი სკრინინგ მანქანა თბილისის ქუჩებში იმოძრავებს და სხვადასხვა უბანში გაჩერდება. უფასო კვლევის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, რაც მოიცავს ადგილზე წნევის გაზომვას, კარდიოგრამის გადაღებას და ექიმთან კონსულტაციის გავლას. 

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება იაშვილსა და დამენიას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი - გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა; 
მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება 
კახა დამენია - ცნობილ იქნა დამნაშავედ; 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი;

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

წყარო: https://mtavari.tv/news/85414-nika-gvaramias-mosamartlem-3-clita-6-tvit

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. 

შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ბავშვთა უფლებების კრიზისი შექმნა. მან, სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს განათლების უფლებები ჩამოერთვათ რა, ბოლო ერთ თვეში 100-მდე ბავშვი დაიღუპა.

იმავდროულად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე რიჩარდ მილსმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 22 სკოლას ბომბავს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბავშვებს ისტორიას სწორად არ ასწავლიან.

თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცი რუსეთს, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო შვილად აყვანაში ადანაშაულებს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური