Items filtered by date: სამშაბათი, 10 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩენგდუ, 10 მაისი (სინჰუა) - ხუთი ადამიანი დაიღუპა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რონგსიან ოლქში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, განაცხადეს სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

მათი ინფორმაციით, ტრაგედია ორშაბათს, დაახლოებით 14:30 საათზე, რონგსიანის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე მაშველები გაგზავნა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სამშაბათს, 0:14 საათზე, ბოლო მსხვერპლის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე დასრულდა.

ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებზე არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

  • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
  • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
  • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

„ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

“არა დისკრიმინაციას“ - დაუყოვნებლივ დაფინანსდეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის
11 მაისს, 14:00 საათზე, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (მის: აკ.წერეთლის გამზ #144) აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეებს სურთ დააფიქსირონ, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„როცა დაავადების მკურნალობა თბილისსა და აჭარაში უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება, დისკრიმინაციაა, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები ჯერ კიდევ დაფინანსების პასუხის მოლოდინში ვართ. სახელმწიფომ იცის, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებადია და მკურნალობის გარეშე ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიქნებით. დაავადების მამოდიფიცირებელ მკურნალობას კი შეუძლია ბევრი წლით გადაავადოს ჩვენი მდგომარეობის დამძიმება და ცხოვრების საუკეთესო წლების სრულფასოვნად გატარება შევძლოთ - ვიმუშაოთ, შევქმნათ ოჯახები, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული დაფინანსების დაპირების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები.
შეგახსენებთ, 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ცნობისათვის, 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. დროული მკურნალობის ფონზე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში!
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხმელთაშუა ზღვაში, დასავლეთ საჰარის სანაპიროდან, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კანარის კუნძულებზე მიმავალი არალეგალური მიგრანტების გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 44 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის, კამინანდო ფრონტერასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავი, რომელსაც გადაჰყავდა არალეგალური მიგრანტები, რომელიც დაიძრა ატლანტის ოკეანის მახლობლად მდებარე საჰარას დასავლეთით მდებარე, ბოჯადორიდან და ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კანარის კუნძულებზე მიდიოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, 12 კი გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე რეგიონში მსგავსი უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის 11 მარტსაც მოხდა. შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.

ცნობისათვის, მიდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებიდან კანარის კუნძულებზე არალეგალურად გადასვლის მსურველთა რაოდენობა 60 პროცენტით გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში ესპანეთში 7 ათასზე მეტმა არალეგალმა შესძლო შეღწევა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

11 მაისს, 18:00  საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში (მის: თავისუფლების მოედანი #2) „ვარდისფერი კამპანიის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ექიმი-ონკოლოგები, ბენეფიციარები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები,  საჯარო და კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და არაკომერციული ორგანიზაცია „ჰოუფის“ დამფუძნებელი,  ანა მაზანიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებით ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია სტარტს აიღებს, რომლის ინიციატორი სწორედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილია.

კამპანიის მიზანს ქალბატონებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებების,  დაავადებათა ადრეულ გამოვლენის, მათი გავრცელების შეზღუდვის, დროულ დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობის ხელშეწყობა წარმოადგენს. 

„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება, სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29   წლის  პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანიაჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ და სკრინიგის აუცილებლობაზე, რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოებარათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზეაღმოჩენილიპრობლემახომგაცილებითმარტივადმოგვარებადია. აღნიშნული მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გასმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოშიყოველწლიურად, ძუძუსკიბოს 1400-ზემეტი  ახალიშემთხვევაფიქსირდებადა ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალიიღუპება. ესარის 900 ოჯახისტრაგედიადა სამწუხაროდ ესრიცხვიყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და „ჰოუფის“ დამფუძნებელი,  ანა მაზანიშვილი.

ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაიგეგმოს .სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით, მუნიციპალური მხარდაჭერით, პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ინფორმირების ნაკლებობა და დროული სკრინინგი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია რამდენიმე ეტაპს და აქტიობას მოიცავს და მასში ჩართული იქნებიან როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საჯარო უწყების თანამშრომლებთან საიფორმაციო ხასიათის შეხვედრები და სქრინინგის ჩატარება, საკრებულოს თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ერთობლივი სპორტული აქტიობები, ფოტო კამპანია და ე. წ. ჩელენჯი, სოციალურ ქსელში.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”_ს , რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები,  ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.  "ევროპა დონა "  ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში. სწორედ „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტის ანა მაზანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა კავკასიის ონკო საზოგადოება/ Caucasus Cancer Society H.O.P.E ფსიქო- სოციალური დახმარების ცენტრი.

ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!!!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე:

დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად.

აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ.   

ეს შეძლო ევროპამ თავისი ეტაპობრივი და შეუქცევადი განვითარებით, გაფართოებით და წინსვლით: მისი პირველი სახეობის - 1950 წელს დაარსებული ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან, 1957 წლის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობად ქცეული და ბოლოს 30 წლის წინ - 1992 წელს - მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაფუძნებულ დღევანდელ  ევროკავშირამდე!  შეძლო ომის თავიდან აცილება, შეძლო გუშინ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის  სოლიდარობის შეკვრა, შეძლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განადგურებული და გაღარიბებული სივრცე გადაექცია დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ცნობილ სივრცედ.

ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნელოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და  მეზობლებისთვის.

მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი  ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით. 

დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

ამ გამოწვევაზე  ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა!

გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს.   

ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც  გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ  გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით. 

დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა  ჩვენი ვალდებულებაა.

ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ.

ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე,  ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ! 

ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ იმას შევძლებთ.  ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“ რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!

გილოცავთ ამ დღეს!

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს, თეთრ სახლში, ხელი მოაწერა კანონპროექტს "ლენდ-ლიზის" ამოქმედების შესახებ. "მე ხელს ვაწერ კანონპროექტს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომ დაიცვან ქვეყანა და მათი დემოკრატია პუტინის ომის წინააღმდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებსა და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინის მხარდასაჭერად ასეთ დროს. ყოველდღიურად უკრაინელები თავიანთი სიცოცხლის ფასად იბრძვიან რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ. ბრძოლის საფასური ცოტა არ არის, მაგრამ აგრესიისადმი მიდრეკილების ფასი კიდევ უფრო მეტია, ამიტომაც ვაკეთებთ ჩვენ ამას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროსაც გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა. 

შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. 

 

 

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური