კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ყველა ის ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩემთვის, როგორც პატრიოტი ქართველისთვის, არის მომავალი, თავისუფალი საქართველოს ჯარი!", - ნათქვამია განცხადებაში.
ჰარბინში გიგანტური თოვლის პაპა გამოჩნდა (ვიდეო)
ჩინური საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ცნობით, ცოტა ხნის წინ 18 მეტრის სიმაღლის თოვლის პაპა გამოჩნდა სონჰუაჯიანის /მდინარე სონგუას/ ჰეილონჯიანგის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში /ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი/ - ჰარბინის ნაპირებზე.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ: https://russian.news.cn/20221208/65dc580a82dd4992aebbed289108115b/c.html
მოასწარი დეკემბერი - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე დაიწყო
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე დეკემბრის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განსაკუთრებული პირობებიდან ერთ-ერთი.
- ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან)
- ან დაისვენოს სესხის ყოველთვიური გადასახადისგან ზაფხულამდე, 6 თვემდე საშეღავათო პერიოდის პირობით
აქციის პირობებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის/თანხის დამატების შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურების პირობით. ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს.
შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით, ან მობილურ სერვის ცენტრებს.
აქცია გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით.
დეტალური პირობები: https://bit.ly/3EUupt6
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები
აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.
აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.