“შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“
,,როშ ჯორჯიამ“ ადრეული ფილტვის კიბოს მართვის მთავარ საკითხებზე კონფერენცია გამართა.
შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვისსაკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.
მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას სთავაზობს, პრეპარატის, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ადრეული ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა.
„სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადებების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს, არ იწვევს სიმსივნური უჯრედების პარალელურად ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდა,“ - ითქვა კონფერენციაზე.
როშის სიმსივნის საწინააღმდებო იმუნოთერაპიულმა პრეპარატმა ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას.
,,კომანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში წარმოადგენს პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა, რაც ნიშნავს სწორი პაციენტისთვის სწორ მკურნალობას სწორ დროს. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგენთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ სიმსივნის იმუნოთერაპიულ პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას ადრეული ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდგომი მკურნალობის დროს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე და ფილტვის კიბოს მკურნალობის მიზანი უნდა იყოს განკურნება,“ - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ.
გამართული კონფერენციის მთავარი მიზანი მოწვეული საზოგადოებისთვის ფილტვის კიბოს მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვის გაცნობა იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია.
„ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს.ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სწორედ, სკრინინგის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ვასუბრობთ დღე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს რომ მართლაც შევცვალოთ წარმოდგენები ფიტლვის კიბოზე და მკურნალობის მიზანი გახდეს განკურნება,“ - გამარტავს ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ, კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ სტატსტიკასა და დაავადების სიმძიმეზე.
,,იმუნოთერაპიამ ძალიამ ბევრი რამ შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, მეტასტაზური ფილტვის კიბოს დროს გადარჩენადობა გასული საუკუნის დასაწყისში თუ 4-5% იყო, დღესდღეობით ეს რიცხვი 25-30%- მდე გაიზარდა. უფრო შთამბეჭდავია შედეგები მესამე სტადიის, ანუ ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბოს და ადრეული ფილტვის კიბოს დროს. თუკი ძველად ამაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ადრეული ფილტვის კიბოს განკურნებაზეც კი,“ - აღნიშნა ივანე კილაძემ.
კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერებიც. დაავადების სიმძიმეზე, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და დამაიმედებლ პროგნოზე ისაუბრეს ასოცირებულმა პროფესორმაპოლონეთიდან, ტომას მარჟანსკიმ და რომის დედოფალი ელენას სახელობის კიბოს ნაციონალური ინსტიუტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერიკო კაპუზომ.კონფერენციის დასასრულს კი გაიმართა პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგ, ამირან მათითაშივილის ფასილიტატორობით.
გერმანიის მთავრობა 55 მილიონ ევროს გამოყოფს ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის.
პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.
შედეგად 200.000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით.