,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ - შიდსის ჯანდაცვის ფონდის მთავარი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას
,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ - ამ გზავნილით შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის პანდემიის დასასრულებლად, ჯერ კიდევ, ბევრია გასაკეთებელი.
გასული წლების მსგავსად, შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც შეუერთდა და საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით შეხვედრა გაიმართა.
„1 დეკემბერს ყოველწლიურად მსოფლიო აღნიშნავს შიდსის მსოფლიო დღეს. შიდსის ჯანდაცვის ფონდი წლევანდელ კამპანიას აღნიშნავს გზავნილით ,,შიდსი -ჯერ არ დასრულებულა“, ამით ახსენებს მსოფლიო ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შიდსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ამისათვის ბევრია გასაკეთებელი. UNAID-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. საქართველო, საბედნიეროდ, მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, რაც საქართველოს მთავრობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება ტესტირებაზე, მკურნალობაზე, ასევე ყურადღების გამახვილება დაგვიანებულ მიმართვიანობაზე. ტესტირება აივ ინფექციის გამოვლენის ერთადერთი გზაა, შესაბამისად, ტესტირება და დროული მკურნალობა ხელს უწყობს ვირუსის სუპრესიას. მკურნალობას პრევენციის კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის, აღარ არის გადამდები“, - აღნიშნა შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს შიდსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და დღეს ქვეყანაში შიდსზე მკურნალობა ხელმისაწვდომია, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია და მკურნალობა. ზაზა ლომინაძემ საზოგადოებას სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.
,,აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში შიდსის შემთხვევების მატებაა. დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შიდსი ჯერ არ დასრულებულა. ყველას მოვუწოდებთ ტესტირებისკენ, ასევე მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს გავერთიანდეთ შიდსთან ბრძოლაში. სახელმწიფო ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს ჯანდაცვაში. ბოლო ათწლეულში შიდსთან ბრძოლაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. მიზანი არის ის, რომ მთავრობის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული ეს შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შიდსით არიან დაავადებულები“,-განმარტა ზაზა ლომინაძემ.
მოწვეულ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ: ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამოქვეყნდა ჩვენი რეგიონის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში 2,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ინფექციით და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით ნაკლები ადამიანის გამოვლენა მოხდა, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, გამოვლენის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჩვენს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ეფექტურობის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს, დაავადების გამოვლენის ნაწილში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება, რომელიც დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამისათვის კი ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტიგმა და დისკრიმინაცია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ბოლო წლებში დაინერგა ისეთი სიახლეები როგორებიცაა: თვითტესტირება, უკონტაქტო აპარატებით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში ტესტირების მხრივ არ გვაქვს საწუწუნო მდგომარეობა. გლობალური ანგარიშის მიხედვით წელიწადში ეს რიცხვი 442 000-ია, რაც ერთ-ერთ კარგ პოზიციაზე ამყოფებს საქართველოს რეგიონში, თუმცა დაავადების გამოვლენისთვის საჭიროა, გარემოს გაუმჯობესება, სადაც ადამიანები თამამად მოვლენ და ჩაიტარებენ ტესტირებას“.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩხარტიშვილმა საოზგადოებას საქართველოში არსებული სტატსტიკა გააცნოა და მათ პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ესაუბრა: „ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. აივ-ით (ადამიანისიმუნოდეფიციტისვირუსით) დაინფიცირებისსაშიშროებაყველაადამიანსაქვს, მაგრამგადადებისრისკიიზრდებაგარკვეულიქცევებისარსებობისშემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოაღმოსავლეთევროპაშილიდერიააივ/შიდსითპაციენტებისანტივირუსულიმკურნალობითმოცვისადამკურნალობაზემყოფპაციენტებშივირუსულიარაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან,საქართველომ,პირველმააღმოსავლეთევროპაშიდაერთ-ერთმაპირველმამსოფლიოში,დანერგაპრინციპი „უმკურნალეყველას“, რაცგულისხმობსიმას,რომმკურნალობაუტარდებაყველააივინფიცირებულსიმუნურისტატუსისდადაავადებისსტადიისმიუხედავად. ასეთმამიდგომამუკვეგამოიღომნიშვნელოვანიდადებითიშედეგი“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო და ანონიმური ტესტირება. ღონისძიების ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. ღონისძიებაში პარლამენტარებთან ერთად, სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ამ დღესვე ქვეყნის მასშტაბით გაიმართა სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანიც საზოგადოების ფართო ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა, რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენონ – საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებისა და კონდომების გავრცელებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელებაში. აქტივობა დაიწყო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.
ცნობისათვის, UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.
ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ
შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
“ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან.
დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა, რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე!” - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმორსკის რაიონში სასწავლო ფრენის დროს „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას პრიმორსკის რაიონის სოფელ ალექსეევკას მახლობლად ტყეში მიგ-31 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა.
განცხადების მიხედვით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა და პირველადი მონაცემებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე გაფრინდა. შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია“.- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს.
ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა.
სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები.
სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.
ჩინური კოსმოსური ხომალდის Shenzhou-14-ის ეკიპაჟი უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე
პეკინი, 4 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთის კოსმოსური ხომალდის Shenzhou 14-ის ეკიპაჟის სამი წევრი კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის დასრულების შემდეგ დღეს უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე.
Shenzhou-14 დასაბრუნებელი კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ჩენ დონგი, ლიუ იანგი და კაი ქსჟე იმყოფებოდნენ, პეკინის დროით 20:09 საათზე დაეშვა Dongfeng-ის სადესანტო მოედანზე შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში (ჩრდილოეთი ჩინეთი), განაცხადა ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ოფისის წარმომადგენელმა.
ასტრონავტები კარგ ფორმაში არიან, Shenzhou-14 პილოტირებული მისია წარმატებულად იქნა აღიარებული, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში", მიესალმა იქ მყოფი ხალხი „ტრიოს“ და აიღო კამერები ამ ისტორიული მომენტის გადასაღებად.
„ჩემთვის პატივია ამ მისიაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჩენ დონმა, მისიის მეთაურმა და პირველმა ჩინელმა ასტრონავტმა, რომელმაც ორბიტაზე 200 დღეზე მეტი გაატარა. "მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით", - დასძინა მან. ლიუ იანგმა, ჩინელმა პირველმა ასტრონავტმა ქალმა, ასევეგანაცხადა, რომ მას დაუვიწყარი მოგონებები ექნება კოსმოსურ სადგურზე გატარებული დროის შესახებ და მოხარულია, რომ სახლში დაბრუნდა.
პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო!
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.
ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.
,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია.
იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.