Items filtered by date: პარასკევი, 02 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ბანგლადეში, 1 დეკემბერი (სინხუა) - ბანგლადეშის ჩიტაგონგის ზოოპარკში ოთხი თეთრი ვეფხვის ბოკვერი დაიბადა.

იშვიათ თეთრ ვეფხვებს აქვთ ტიპიური შავი ზოლები, მაგრამ მათი ბეწვი თეთრი ან თითქმის თეთრია. სწორედ მათმა უნიკალურმა ბეწვმა გახადა ისინი პოპულარული ეგზოტიკური ცხოველების შოუების დარბაზებსა და ზოოპარკებში.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური