Items filtered by date: ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და  სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

,,კომპანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ნიშნავს პაციენტისთვის სწორ დროს სწორ მკურნალობას. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები  საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგინეთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ იმუნოთერაპიულ პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე, რომლის მიზანი უნდა იყოს განკურნება. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ. 

კონფერენციაზე, რომელზეც  მოწვეულები იყვნენ  ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილეს  თემები, როგორიცაა:  

  • ფილტვისკიბოსაქართველოში(ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
  • ადრეულიარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოს (eNSCLC)პერიოპერაციულიიმუნოთერაპია - რთულიგამოწვევათუგანვითარებადიმკურნალობისახალისტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
  • ადიუვანტურითერაპიაარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოსსრულირეზექციისმქონეპაციენტებში(ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც მოითხოვს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. "აუცილებელია ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი იმ სპეციფიური ბიომარკერების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ და ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობას და პროგრესირებას.

პერსონალიზებული მედიცინა ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს: კომპლექსური გენომური პროფილირებას (CGP). ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. „აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალობა სქემა გვაძლევს დაავადების მკურნალობის მეტად ეფექტურ გამოსავალს,“ - ითქვა კონფენრეციაზე. 

დასასრულს გაიმართა, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგის ამიკო მათითაშვილის ფასილიტატორობით.

დამატებითი ინფორმაცია:

როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს  და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს

იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება. 

უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის  საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას.   ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ.  „ ჩექფოინთ  (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას.  ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც)  არის გამოხატული  ზომიერი ექსპრესიით. ისინი  პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა  და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების  აქტიურობას და, შედეგად,  იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.

 დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის   სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები -  ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1.  მათი  მოქმედების მექნიზმი მოიცავს  სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და  იმუნური  უჯრედების  რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.

როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?

ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მეორე ადგილზე გასული გუნდი - „Firelink“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასული გუნდის - „Mad Scientist”-ის წევრებს, ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.

გუნდი „Atemporal” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები, პოლონეთში EPAM Garage ტექნოლოგიების ბანაკს დაესწრებიან. 

„კონკურსის ერთგული პარტნიორების და ახალი მხარდამჭერების დახმარებით, წელს, ოთხი სხვადასხვა გუნდი დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში მონაწილეობით. გუნდები, აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებს დაესწრებიან. ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური STEM დარგების მიმართ“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებმა, რომელიც გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სკოლის მოსწავლეები არიან, შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი, ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „Mad Scientist”, რომელიც შედგება თბილისის და გორის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნეს პროექტი - „უნივერსალური მეგობარი სახლი“. გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით, გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით, მოხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართონ სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა, როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დიდ როლს ასრულებს მომავალი თაობის წინსვლაში. ის მნიშვნელოვნად ზრდის ასობით სკოლის მოსწავლის მოტივაციას ისწრაფოდნენ ახალი აღმოჩენებისაკენ. ვფიქრობთ, ლიბერთის მიერ დაწესებული პრიზი - სასწავლო ტური ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში გუნდისთვის „Mad Scientist”-ი ახალი იდეების საფუძველი გახდება. განათლების ხელშეწყობა  ლიბერთის სტრატეგიული მიმართულებაა და ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვას. ლიბერთის გუნდის სახელით, ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ კონკურსის ყველა მონაწილეს.“ - განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა, ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარება წარმოადგენს“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. „აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია „allmarket.ge“-მ.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის და გორის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

რაბათი, 29 ნოემბერი (სინხუა) - ჩინური ჩაის წარმოებისა და მომზადების ტრადიციული ტექნიკა შეტანილია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

სპეციალური პუნქტი „ჩაის ტრადიციული გადამუშავება და მასთან დაკავშირებული სოციალური პრაქტიკა ჩინეთში“ განიხილეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-17 სესიაზე, რომელიც გაიმართა მაროკოს დედაქალაქ რაბათში 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.

ეს ნიშნავს ჩაის პლანტაციების მართვაში ჩართული ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკის აღიარებას, ჩაის ფოთლების შეგროვებას, ხელით დამუშავებას და ჩაის დალევასა და გაზიარებას, ნათქვამია იუნესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. უძველესი დროიდან ჩინელები თესავდნენ, კრეფდნენ, ამზადებდნენ და სვამდნენ ჩაის. ჩაის მწარმოებლებმა შეიმუშავეს ამ პროდუქტის ექვსი კატეგორია: მწვანე, ყვითელი, წითელი, თეთრი, ულონგი და შავი.

ჩინეთში 2000-ზე მეტი ჩაის პროდუქტია. ჩაი ყველგან არის გავრცელებული მათ შორის ჩინელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ჩაის მიირთმევენ ოჯახებში, სამუშაო ადგილებზე, ჩაის სახლებში, კვების ობიექტებსა და ტაძრებში.

ჩაი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური ურთიერთობისა და ცერემონიების დროს, როგორიცაა ქორწილები და რელიგიური რიტუალები, დასძენს იუნესკო.

ამჟამად ჩინეთს აქვს 43-ე პოზიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა აგრძელებს მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე ყოფნას.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.

აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.

იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო,  აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ქ. თბილისი, საქართველო, 1 დეკემბერი 2022:  წელს, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს  მთავარი გზავნილით  - „ჯერ არ დასრულებულა“.  ამ მესიჯით, AHF მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია  გასაკეთებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ახალ ინფექციებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გაორმაგდეს ძალისხმევა, რადგან სასწორზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა.

„მოხარულები ვართ, რომ აივ ინფექციის პროგრამების მდგრადობა თვალსაჩინო იყო როგორც მსოფლიო პანდემიის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ. თუმცა, თუ UNAIDS-ის უახლეს მონაცემებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აივ ინფექციის მიმართ გლობალური რეაგირება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ჩვენი მთავარი მესიჯი ყოფილიყო „ჯერ არ დასრულებულა“. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ყველა ქვეყანაში, გაზარდონ ძალისხმევა შიდსის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისათვის, რათა შევამციროთ ინფექციის ახალი მაჩვენებლების რაოდენობა, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შრომა წყალში ჩაიყაროს,“ - აღნიშნავს AHF-ს გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი ტერი ფორდი.

UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე  იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.

გასული წლების მსგავსად, 2022 წლის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც უერთდება და 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა იქნება ინფორმაციული, სადაც მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ მსოფლიოში ასებულ სტატისტიკას, ისაუბრებენ პრევენციაზე, ტესტირების და მკურნალობის  მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდება უფასო და ანონიმური ტესტირება.

ღონისძიებას „შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ წარადგენს ნინო ხეთაგური (შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა), სიტყვით გამოვლენ:  ზაზა ლომინაძე (საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი), თენგიზ ცერცვაძე (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმონოლოგიის ს/პ ცენტრი), ირმა ხონელიძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი)

გარდა ამისა, ამავე დღეს, 12:00-14:00, AHF საქართველო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტი მოხალისეების ჩართულობით გაავრცელებენ დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებსა და კონდომებს. მნიშვნელოვანია, რომ  პროცესში ჩართული არიან სტუდენტი ახალგაზრდობა.  აქტივობა დაიწყება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  კამპანიის ფარგლებში, ასევე, მომზადდება  საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, რომელიც პოპულარულ და საინფორმაციო ონლაინ გვერდებზე განთავსება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.

„ნებისმიერი პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას,  ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის დაცვას,  სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს,  ფონდის მთავარი გზავნილია „ჯერ არ დასრულებულა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა  ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით  ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და  დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.

UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.

„დღეს ვეროპა არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, AHF-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა სიამოვნებით უერთდება ადვოკატირების კამპანიას შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ აივ ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურების მნიშვნელობას როგორც ევროპაში, ისე  მის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის სისტემები მთელი კონტინენტის მასშტაბით ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ ლიდერებს, დროული რეაგირება ჰქონდეთ აივ ინფექციასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი რეგიონია, სადაც შიდსის ახალი შემთხვევები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იზრდება. როგორც ყოველთვის, AHF მზადაა, პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ადვოკატირებაზე, რათა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს ხალხზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკა. ჩვენ გავაგებინებთ ევროპას, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე აივ/შიდსთან ბრძოლა „ჯერ არ დასრულებულა“  - აცხადებს AHF-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ზოია შაბაროვა.

შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - AHFwad.org

ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ

შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:

 www.aidshealth.org

 www.facebook.com/aidshealth

Twitter: @aidshealthcare

Instagram: @aidshealthcare

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური