Items filtered by date: ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
2022 წლის 2 ნოემბერს, ჩინეთის მსხვილ ინტენეტ პლატფორმა JD.com-ის ორგანიზებით, რომელსაც 600 მილიონამდე აქტიური ონლაინ-მომხმარებელი ჰყავს და ელექტრონული კომერციის კუთხით, ქვეყნის ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით - “JD.com`s 2nd Ambassadors Forum“.
აღნიშნულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი სტიმულირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე.
ასევე, საქართველოს ელჩმა აღნიშნა JD.com-ზე საქართველოს პავილიონის წარმატებული ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩინელ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
ღონისძიების მსვლელობის დროს, JD.com-მა საქართველოს ელჩი დააჯილდოვა მადლობის სიგელით, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. პირადმა შემადგენლობამ 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა. სამედიცინო სწავლება დასრულდა საჩვენებელი ღონისძიებით, რომელშიც ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ვერტმფრენი. სწავლება დაჭრილების ევაკუაციის სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. 

სამედიცინო სწავლება აშშ-ის სამხედრო-სამოქალაქო მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით ჩატარდა.
რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ისინი უმაღლეს ნიშნულზეა. ამ ურთიერთობების განვითარებას ასევე ხელს უწყობენ საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციებიც, რომელთა შორისაც არის გლობალური ჟურნალისტური საბჭო (KGK.org.tr).

27-30 ოქტომბერს თურქეთის ქ. ალანიაში, სასტუმრო EFTALIA hotel-მა უმასპინძლა გლობალური ჟურნალისტების საბჭოს გენერალურ ასამბლეას, გლობალურ მედია-სემინარს და გლობალური ჟურნალისტების საბჭოს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმაც. რაღა თქმა უნდა ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი თურქეთში განხორციელდა საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიად საქართველოს“ და დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად საქართველოს“ ხელშეწყობით.

„გულთბილად მივესალმები ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასიამოვნოა თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (KGK)პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა. მან ჟურნალისტებს გააცნო თანამედროვე თურქეთის მიღწევები და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, მისი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალყანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. „საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში“, - დაამატა მეჰმეთ ალი დიმმა. 

გარდა ამისა, მედია-სემინარის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა უცხოური პრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრას KGK-ს უცხოეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი უძღვებოდა. მისი თქმით, მომავალ წელს თბილისში დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა. ხოლო სტამბულში ერთმანეთს უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები შეხვდებიან.

აქვე ალბანეთის წარმომადგენელმა ანისა ბაჰიტიმ განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა მომავალ წელს ალბანეთში უმასპინძლოს KGK-ს ერთ-ერთ ღონისძიებას, რასაც მონაწილეების მხრიდან სრული მხარდაჭერა ხვდა წილად.

ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ. 

სასტუმრო LONICERA World-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ თურქეთის ოფიციალური პირები - ალანიის რაიონის გუბერნატორი ფატიჰ ურკმეზერი, ალანიის მერის მოადგილე ფეიზი ალაეტინოღლუ, ოლქის ჟანდარმერიის მეთაური ენგინ ბურაკ მინდივანლი, ალანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ALTSO) ვიცე პრეზიდენტი ფატმა ტაშპინარი, Alanyaspor კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 20-მდე თურქული და TRNC არხიდან.

გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი Lonicera World Hotel Ballroom-ში დაიწყო ცნობილი თურქი ჟურნალისტის ბენან კეპსუტლუს თურქული და ინგლისური პრეზენტაციით. პროგრამის გახსნის სიტყვით გამოვიდნენ KGK-ს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი და სხვა ოფიციალური პირები.

სიტყვით გამოსვლისას KGK-ს პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ გალა-ღონისძიებას დაესწრო KGK-ს 156 წევრი 58 ქვეყნიდან, რომელთაგან 21 უცხოელია. მან ასევე დაამატა, რომ ისინი ბოლო წლებში რეგიონული ძალისგან გლობალურ ძალად იქცნენ.

მისივე თქმით: ”რადგან ჩვენ ვართ ორგანიზებულნი მთელ თურქეთში, არ არსებობს პროვინცია, რომელიც გვაკლია ამ მომენტში. ამჟამად ჩვენს შორის არიან KGK-ს წარმომადგენლები 50 პროვინციიდან. გარდა ამისა, ახლა ჩვენს შორისაა 21 ჩვენი წარმომადგენელი 58 ქვეყანაში“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამუშაო შეხვედრების პარალელურად, უზრუნველოფილი იყო კულტურული ღონისძიებებიც და მედია-სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ალანიის ღირშესანიშნაობებს და ადგილობრივ სამზარეულოს.

KGK-ს საერთაშორისო ღონისძიების დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე და მუშაობის პროცესში ბევრი სიახლე შეიტყვეს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწაში.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

3 ნოემბერს, 19:00-საათზე, „ფაბრიკაში“ (. ნინოშვილის.#8), “ეფესსაქართველოსტარტაპბიუროსადაიმპაქტჰაბთბილისთანერთადPechaKucha Night Tbilisi vol. 19: Go Green & EFES Georgia Entrepreneurship Program Launch-ისღონისძიებასუმასპინძლებს. ღონისძიებაზეეფესსაქართველოანტერპრენერულპროგრამასაცწარადგენს.

ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე განიხილება კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.

“ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.

„ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც  მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

PechaKucha-ს შესახებ

PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.

ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.

ეფეს საქართველოს“შესახებ

„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.

„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. 

სტარტაპ ბიუროშესახებ

სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

სომხური გაზეთი "გრაპარაკ"-ის ცნობით, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მზადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრისთვის და დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, რომელიც მშვიდობის ეპოქის დასაწყისად განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული "კალიბერ.აზ" (www.caliber.az) ავრცელებს.

სომხური გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს სომხეთის ოფიციალურ და საბოლოო უარის თქმას ყარაბაღზე. ერევანი იღებს ვალდებულებას არანაირად არ ჩაერიოს ყარაბაღის საქმეებში, რეგიონის სომხურ ეთნიკურ მოსახლეობას ჩამოერთმევა სომხეთის მოქალაქეობა და შეუწყდება დაფინანსება.

„დაფინანსებას დაკარგავენ არა მხოლოდ ძალოვანი უწყებები, არამედ მთლიანად მართვის სისტემა. სომხეთი მხოლოდ საქველმოქმედო და სოციალური ხასიათის პროექტების განხორციელების უფლებას მიიღებს, მაგალითად, საბავშვო ბაღის დანგრეული კედლის მოხატვის სახით. ყოველივე ამის მიღმა განხორციელებული ფინანსირება განიხილება, როგორც სეპარატიზმისა და ტერორიზმის სპონსორობა და დაფინანსება.

ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ექნება არჩევანი - ან აიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და გააგრძელებს ცხოვრებას მშვიდობიანად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან როგორც სომხეთის მოქალაქეები ტოვებენ ყარაბაღს. აზერბაიჯანი ითხოვს, რომ ის დასახლებები, რომლებშიც 1992 წლამდე აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, დაუყოვნებლივ მოიხსნას სომხეთის კონტროლიდან. ეს პირველ რიგში „ხოჯალის“ ეხება. ი. ალიევისთვის „ხოჯალიში“ შესვლა ისეთივე სიმბოლური იქნება, როგორც „შუშაში“ ან „ლაჩინში“.

სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ი. ალიევმა სოჭში განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი აღარ არსებობს, ის მოგვარებულია და ამ თემაზე არანაირი დისკუსია აღარ შეიძლება. რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, სომხური მოსახლეობის ნაწილის წასვლისა და დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, რეგიონში მათი ყოფნა სრულიად უაზრო გახდება. აზერბაიჯანი გამოაცხადებს, რომ ეს ადამიანები მისი ქვეყნის მოქალაქეები არიან და აზერბაიჯანს შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს მათი უფლებების სრული დაცვა და შექმნას უსაფრთხოების მყარი გარანტიები“, - წერს სომხური „გრაპარაკი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყარო: https://caliber.az/post/120155/?fbclid=IwAR0emDU91Rpgq7Ctq25gpYh68pRC7pw9o2xC1teLTZjCg-spPF9wrO8BNAI

გამოქვეყნებულია მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების შეჩერების მიუხედავად, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდება თურქეთისა და გაეროს მხარდაჭერით გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შესახებ შეფასებები გააკეთა ვიდეო გზავნილში, რომელიც ღამით „ტელეგრამი“-თ გაავრცელა.

მან აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების შეჩერების მიუხედავად, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდება გრძელდება თურქეთისა და გაეროს მხარდაჭერით.

„ამ დღეებში გაგრძელდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამზიდავი უკრაინული გემების მოძრაობა“. - თქვაზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ რუსეთი მარცვლეულის გადაზიდვას შეუშლის ხელს, ამაზე მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

"თუმცა, მარცვლეულის დერეფანს სჭირდება საიმედო და გრძელვადიანი დაცვა. რუსეთმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს ჩვენს სურსათის ექსპორტს, მოჰყვება ძლიერი რეაქცია მსოფლიოსგან. ეს ფაქტიურად ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის საკითხია." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რომელიც თურქეთის კოორდინაციით განხორციელდა სასურსათო გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად, ხელი მოეწერა უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის 22 ივლისს, სტამბოლში.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა.
პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა
„ასტანა ბალეტის“ თეატრი - ყაზახეთის წამყვანი თეატრი, ცენტრალური აზიის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, მოხარულია წარმოგიდგინოთ თავისი წარმოდგენები თბილისში! ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ყაზახეთის საელჩოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, „ასტანა ბალეტის“ თეატრის დასი გამოდიოდა ისეთ სცენებზე, როგორიცაა მარიინსკის თეატრი, დუბაის ოპერა, ახალი თეატრი (მილანი), გრიმალდის ფორუმი (მონაკო), ლინბურის ცენტრი (სამეფო კოვენტ გარდენის თეატრი, ლონდონი), ლინკოლნის ცენტრი (ნიუ-იორკი).
„ასტანა ბალეტმა“ თავისი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში მოიპოვა: ავტორის სტილი, რომელიც აერთიანებს კლასიკასა და თანამედროვე ქორეოგრაფიას ეროვნული კითხვის პრიზმაში, იპყრობს მაყურებელს გაცნობისთანავე.
14 ნოემბერს „ასტანა ბალეტის“ თეატრი წარმოგიდგენთ ყაზახი ქორეოგრაფის, თეატრის მთავარი ბალეტმაისტერის მუქარამ ავახრის თანამედროვე ბალეტს სახელწოდებით „სალომე“ (Salome), რომელიც დადგმულია ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის შესახებ ორიგინალური ინტერპრეტაციით. ასევე, ერთმოქმედებიანი ბალეტი „A Fuego Lento“ (ნელი ცეცხლი) რიკარდო ამარანტეს ქორეოგრაფიით.
15 ნოემბერს თეატრალური კოლექტივი წარმოგიდგენთ საყვარელ პროგრამას საზღვარგარეთ “დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ - ეროვნული დივერსიმენტი, რომელიც მოიცავს ქორეოგრაფების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატურებს.
ბილეთები ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროებში.
გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური