Items filtered by date: ორშაბათი, 28 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.
ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

25 ნოემბერს, 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი) დაიწყო დებატების ეროვნული ტურნირი საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და UNDP-ის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს შეეხება.

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას ეხება და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად.

პროექტი მოიცავს გადამზადების ინტენსიურ კურსს, დებატების ტურნირს, რეგიონალურ და ნაციონალურ კონკურსებს, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დებატების 60 კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე, ასევე დებატკლუბების ხელმძღვანელები.

ქვეყნის მასშტაბით, დებატკლუბები უკვე ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ოფიციალური წევრია, რომელიც მრავალი წელია ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათი აზროვნების ფორმირებას.

გამოქვეყნებულია განათლება

პეკინი, 28 ნოემბერი (სინხუა) -- ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩინეთს 1 დეკემბერს ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

წყარო: Embassy of The People's Republic of China in Georgia

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

სტრასბურგი, 28 ნოემბერი 2022 - ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის შემდგომი ანგარიშის (follow-up report) მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა,  საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები; ქვეყანამ აჩვენა კარგი პროგრესი. შესაბამისად, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც შეეხება ფინანსური დაზვერვის ერთეულს, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“  (largerly compliant).

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს.

ანგარიში, ასევე, განიხილავს  ისეთ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და  ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა  და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს.

საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, რომელიც წარმოადგენს AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს, ექვს რეკომენდაციასთან და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, სადაც რეიტინგია „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და 1 რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების  ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით).

შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ  MONEYVAL-ს ანგარიშს წარუდგენს ერთ წელიწადში.

***

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL წარმოადგენს ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს. იგი უფლებამოსილია შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტურობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.

MONEYVAL and Georgia

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.
წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.
პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი.
წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
"იმედია, ეს წიგნი დაეხმარება ჩინური ენით დაინტერესებულებს ფონეტიკური თავისებურებების გაგებაში და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს პროფესორი მარინე ჯიბლაძე.
გამოქვეყნებულია ჩინეთი

ირანში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

აქციის მონაწილეებმა, დედაქალაქის თეირანის გარდა, ისპაანში, მეშჰედში, ქურთისტანის ოსტანში და ელბრუზში სხვადასხვა ანტისამთავრობო ლოზუნგებით მსვლელობები გამართეს.

ცნობისათვის, ირანში 16 სექტემბრიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
2022 წლის 25 ნოემბერს,  ქ. აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა), გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო და ტრანსპორტის მინისტრების ოთხმხრივი მაღალი დონის შეხვედრა - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity”. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შემადგენლობით.
შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციისა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის გზებს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი  ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომლებმაც დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებსა და სატრანზიტო პროცედურების გაციფროვნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით  გამახვილდა ყურადღება  საქართველოს მნიშვნელოვან როლზე სხვადასხვა რეგიონული პროექტის წარმატებული განხორციელების საქმეში.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა დოკუმენტებს, როლებშიც გაწერილია  კონკრეტულ აქტივობები შუა დერეფნის ფარგლებში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.  მინისტერიალის დასასრულს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ოთხმრივ პრეს-კონფერენციაში.
გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური