Items filtered by date: სამშაბათი, 22 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

სტრასბურგი, 2022 წლის 22 ნოემბერი – ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობისპოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნითმიუხედავად ამისასაჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებებიუნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბითუნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაშისადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობებისაქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთადასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთადძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხითამასთანავეცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონშირათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმაცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებსროგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაშიასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვისგანსაკუთრებით ბავშვებისათვისსისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულებიმათ შორისქორწინების იძულებაქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაადევნება და იძულებითი სტერილიზაცია. 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლადთუმცასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებსრათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა.

მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზერომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოშიგარდა ამისაჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისებიადმინისტრაციული მოთხოვნებიროგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღებააბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე  ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვისრომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისოფლად მცხოვრებიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილებილესბოსელებიბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალებიხანდაზმული ქალებიძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიანგარდა ამისაუნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში.

სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდებაგამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობასეფექტურობასა და მგრძნობიარობასანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფადგანსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებშიუნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორებირომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაშიმყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებულირათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისისასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას.

გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესსდაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებშიდა ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგიანალოგიურადუნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავსრომ მაშინროდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაშიგამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა.

თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასუზრუნველყოსრომ ძალადობის მსხვერპლი ქალებირომლებიც საჭიროებენ დაცვასგანურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისაარავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაშისადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.

დაბოლოს, GREVIO მიუთითებსრომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაშირეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელებასაჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაშისაჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) და საქართველო

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტები სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციის (ICAPP) მონაწილეებს განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა. „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე დროის მოთხოვნაა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მისასალმებელია“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

წყარო: აზერბაიჯანის საგენტო "აზერტაჯი"

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიურად გამოყენების თაობაზე.

პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოქვეყნებულია სამართალი
22 ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას მართავს.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
კონფერენციას ესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; განათლების ექსპერტები, ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განვლილ გზას გაიხსენებენ. კონფერენციაზე მოხდება ასევე ცენტრის ახალი პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის“ - საზოგადოებისათვის წარდგენა. პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პრეზენტაციებს. თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: 1) „შეფასება განვითარებისათვის“; 2) სამეცნიერო (STEM) კარიერასთან დაკავშირებული გამოწვევები და 15 წლის მოსწავლეების პროფესიული არჩევანი; 3) TIMSS 2019 - შეფასების დავალებებზე მოსწავლეთა პასუხების ანალიზი შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების მიხედვით; 4) დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევებს შორის არსებული განსხვავებები საქართველოში. ღონისძიებას დისკუსიების შეჯამება დაასრულებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში 2002 წელს დაფუძნდა და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეფასების ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებაში. თუ დასაწყისში ცენტრი გამოცდებს მხოლოდ აბიტურიენტებისათვის ატარებდა, პროფესიონალთა გუნდის დიდი შრომის შედეგად მოკლე დროში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის არეალი გაფართოვდა. დღეისათვის ის ატარებს სხვადასხვა ტიპის გამოცდასა და ტესტირებას, ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, ასევე კონსულტაციას უწევს კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.
გამოქვეყნებულია განათლება

—   5300-ზე მეტი უკონტაქტო გადახდის ტერმინალის საშუალებით 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კატარში™  ყველაზე მეტი უკონტაქტო გადახდის განხორციელება იქნება შესაძლებელი FIFA-ს ტურნირების ისტორიაში.  

—   Visaგეგმავს გადახდის ინოვაციების საპილოტე ფორმატში გაშვებას, მათ შორის იქნება მყისიერად გაცემული წინასწარი გადახდის ბარათები ანიმაციური გამოსახულებით და სახის ბიომეტრიული პარამეტრების საშუალებით გადახდები.

თბილისი, საქართველო – 2022 წლის 22 ნოემბერი  – მაშინ როდესაც მსოფლიო 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ელოდება კატარში, Visa-მ (NYSE: V), რომელიც FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია გადახდების ტექნოლოგიის დარგში,  უკონტაქტო შესყიდვების განხორციელების საშუალებას იძლევა ღონისძიების ყველა ოფიციალურ ლოკაციაზე, მათ შორის რვა სტადიონსა და FIFA-ს გულშემატკივართა ფესტივალზე (FIFA Fan Festival™). სავარაუდოდ, მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჩავა კატარში ჩემპიონატზე დასასწრებად, ამიტომ Visa-მ დანერგა 5300 უკონტაქტო  გადახდის ტერმინალი FIFA-ს ოფიციალურ ლოკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე მეტი უკონტაქტო გადახდის განხორციელებას FIFA-ს ტურნირების ისტორიაში. ღონისძიების ფარგლებში, Visa  გულშემატკივრებს, მარტივ და უსაფრთხო ციფრულ საშუალებებზე წვდომისთვის, შესთავაზებს ინოვაციური გადახდის მეთოდებს. 

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში™ Visa-ს შესაძლებლობას აძლევს გლობალური მასშტაბით წარადგინოს და გამოცადოს ახალი ტექნოლოგიები, გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება და დატოვოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება მასპინძელ ქვეყანაზე. Visa კატარში ციფრული გადახდის გადაწყვეტებს ჩაიტანს, მათ შორის რამდენიმე საპილოტე პროექტს მომავლისთვის დაგეგმილი გადახდების მეთოდების შესახებ.

 

  • გადაიხადეთ თქვენი სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით: სახის ამოცნობის ტექნოლოგია,  პირველად იქნება გამოყენებული გადახდებისთვის კატარში, კატარის ეროვნული ბანკისა (QNB) და POP ID-ის თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც Visa მხარს უჭერს ტოკენიზაციის ტექნოლოგიის ინტეგრაციით.  აღნიშნული გადაწყვეტა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაადასტურონ გადახდები მხოლოდ მათი სახის გამოყენებით, ფიზიკური ბარათის ან მობილური ტელეფონის გარეშე, პირველადი ჩარიცხვის შემდეგ. ეს ტექნოლოგია საპილოტედ Flat White Specialty Coffee-ის სამ ფილიალში გაეშვება.

 

  • ბარათის ვიზუალიზაცია ანიმაციური გამოსახულებით: მომხმარებლების მიერ სერვისების მყისიერად მიღების კვალდაკვალ, Visa გეგმავს საპილოტე ციფრული ბარათების გაცემას ბარათის მფლობელების შეზღუდული რაოდენობისთვის დოჰაში. QR კოდის სკანირების შემდეგ, ციფრული წინასწარი გადახდის ბარათი მყისიერად გაიცემა და შეიძლება დაემატოს მობილურ საფულეს. ციფრულ ბარათს ექნება ანიმაციური გამოსახულება ოფიციალური სიმბოლოთი La'eeb, რომელიც ასახავს მომავალს, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ უფრო მეტი პერსონალიზაციის შეტანა და ციფრული ანიმაციური გამოსახულების დამატება თავიანთ Visa ბარათებში.

 

  • გადახდების მიღება გამარტივდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: კატარის სამ ბანკთან პარტნიორობით, Visa-ს მობილურით გადახდის (Visa Tap to Phone) ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია კატარში სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც სურთ დააჩქარონ ციფრული გადახდების მიღების შესაძლებლობა ტურისტების მოსალოდნელი ნაკადის დაწყებამდე. Visa-ს საშუალებით მობილურით უკონტაქტოდ გადახდა მოვაჭრეებს უადვილებს მათ მფლობელობაში არსებული Android NFC ჩართული მოწყობილობების გამოყენებას უკონტაქტო გადახდების მისაღებად, უბრალოდ, აპლიკაციის ჩამოტვირთვით.

 

  • უკონტაქტო გადახდა დოჰაში გასასეირნებლად: საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის™ დროს შეუფერხებლად მოძრაობა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და Visa კატარის ტრანსპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ტაქსებში უკონტაქტო გადახდის მიღების საშუალებას იძლევა, რათა გულშემატკივრებსა და კატარის მაცხოვრებლებს შეეძლოთ მგზავრობის საფასურის გადახდა Visa-ს ბარათით ან სმარტფონით, რაც დოჰაში ან მის გარშემო მათი მოგზაურობის საფასურის გადახდას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის.

მიმდინარე თვის დასაწყისში, Visa-მ წარმოადგინა „Visa Masters of Movement“, პირველი ჰიბრიდული სერვისი FIFA-ს გულშემატკივრების ფესტივალის™ ინტერაქციულ მოედანზე, სადაც გულშემატკივრებს შეეძლებათ ციფრული გამოსახულების შექმნა საკუთარი ხელმოწერით. შერჩეულ გულშემატკივრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ეს ციფრული გამოსახულება საკუთარ შეუცვლელ სიმბოლოზე (NFT) Crypto.com-თან პარტნიორობით დაბეჭდონ.

დოქტორმა საიდა ჯაფარმა, Visa-ს უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) რეგიონულმა მენეჯერმა აღნიშნა: „როგორც FIFA-ს დიდი ხნის პარტნიორს, Visa-ს სურს ფეხბურთის გულშემატკივრებს კატარში გადახდის საუკეთესო საშუალება შესთავაზოს, და ამავე დროს წარმოადგინოს საინტერესო სიახლეები, როგორიცაა ხელოვნების, ფეხბურთის და ტექნოლოგიების შერწყმა Visa's Masters of Movement-ის ადგილზე. ათასობით უკონტაქტო გადახდის ტერმინალით, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი კატარში™ გვპირდება დაუვიწყარ ტურნირს,  სადაც FIFA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი გადახდის მეთოდი ექნება მილიონზე მეტ გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის ყურებით სიამოვნების მისაღებად ჩამოდიან.“

Visa 2007 წლიდან FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია გადახდის ტექნოლოგიების სფეროში. როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ფეხბურთის გლობალური მხარდამჭერი, Visa მიზნად ისახავს გამოცდილების შეთავაზებას, რომელიც ადამიანებს უფრო დააახლოებს ღონისძიებასთან, იქნება ეს კატარში ერთი მილიონი ადამიანი, თუ ხუთი მილიარდი მაყურებელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით თვალს ადევნებს  ჩემპიონატს. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს გადახდების ინოვაციებს FIFA-ს ოფიციალურ ლოკაციებზე, Visa-ს გუნდი სპორტის მეშვეობით  ცხოვრების ამაღლების გზებს ისეთი პროგრამების საშუალებით ეძებს, როგორიცაა ვიდეო თამაში -  Financial Football (ფინანსური ფეხბურთი), რომელიც გართობასა და საგანმანათლებლო ნაწილს აერთიანებს ვირტუალურ საფეხბურთო ტურნირში.

დამატებითი ინფორმაციისთვის Visa-ს საქმიანობის შესახებ 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კატარში™, ეწვიეთ ვებგვერდს: Visa.com  

 ###

 Visa-ს შესახებ:

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

გამოქვეყნებულია საზოგადოება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის არმიისგან ლუგანსკის რეგიონის დასაბრუნებლად იბრძვიან და წინ მიიწევენ ნელ-ნელა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ზელენსკიმ გუშინ Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ომის დაწყებიდან 270-ე დღესთან დაკავშრებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ  რუსული ძალები აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე შეტაკებები ამ დროისთვის დონეცკის ფრონტზე მიმდინარეობს რა, გუშინდელს აქეთ თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა.

მან ბოლოს ისიც, დასძინა, რომ რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ქვეყნის 15 რეგიონში, განსაკუთრებით კიევში, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური