Items filtered by date: ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბალი, ინდონეზია, 16 ნოემბერი (Xinhua) -- ჩინეთი საერთაშორისო სისტემის მტკიცე მხარდამჭერია, რომელსაც სათავეში გაერო უდგას, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე.

მოლაპარაკებების დროს სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია გაერო-ს წესდების ძირითადი მიზნებისა და პრინციპების პატივისცემა და სერიოზული ყურადღების მიქცევა ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ საზრუნავზე. "ჩინეთი მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა გაერო-სთან და ერთობლივად შეუწყოს ხელი გლობალური განვითარების ინიციატივას და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას ხელშესახები შედეგების მისაღწევად", განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ა. გუტიერეშმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიულოცა სი ძინფინგს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევა და განაცხადა, რომ გაერო აფასებს პეკინის ერთგულებას მულტილატერალიზმისადმი და მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი" ჩინეთის პრინციპს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი ჩინეთთან ურთიერთობაში, და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ (ENPARD), რომლის მთლიანი ბიუჯეტი 234,5 მილიონი ევროა, საქართველოში საკუთარი 10-წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა. 

პროგრამა 2013 წლიდან უჭერს მხარს ქვეყნის ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, ის საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელების დანერგვასაც უწყობს ხელს.

თბილისში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე ENPARD-ის მესამე ფაზის შემდეგი წარმატებები გაშუქდა:  

  • ENPARD-ის სამიზნე რეგიონებში შეიქმნა ან შენარჩუნდა 2,600-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობაზე (1,700) ქალები დასაქმდნენ; 
  • სოფლად მცხოვრები 7000-მდე ქალი და კაცი ჩაერთო უნარების განვითარების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში;
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში შეიქმნა, იმართება ქალებითა და კაცებით თანაბრად დაკომპლექტებული საბჭოების მიერ. ეს გარემოება ადგილობრივი განვითარების საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალებისა და კაცების ერთობლივ მონაწილეობას უწყობს ხელს. 

„სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა. სოფლის მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას, ქმნის სამუშაო ადგილებს და სახავს მდგრადი ზრდის გზას ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურეს.

საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინსტიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს თუმცა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არა 30 წელს არამედ, რამდენიმე ათეულ საუკუნეს ითვლის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები ორივე ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.

„საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი ერთგვარი სტიმული იქნება ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით. ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ გამოითქვა მზაობა და გულწრფელი ნება, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს“, - განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.

დღეს გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, კომიტეტების წევრებიც მონაწილეობდნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 17-25 ნოემბერს ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.

PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. მომდევნო წლებში მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთღებული შეთავაზებებით „მადლიერების კვირეული“ ტრადიციად აქცია.

მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი, პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, ისის ფარმა, კლორანი, სოსკინი, დოქტორ რენო, ურეაჟი, ცერავე, ალიქს ავენი, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი, კეიპრო, ეკოსლაინი, ბივიზიბალ, ბიორომი, როჟე კავალიე, ლა პეტიტ ოლივიე, ელიზაბეტ არდენი, იუგავი, კოპაში, ლეა, ნიპეს ზოლინგენი, ფიტო,  სოფთ&ჯენთლ - სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების - ბიორეპაიარი, კურასეპტი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, კორეგა, სილვერ ქეარ, ელმექსი - საშუალებები; ასევე მრავალფეროვანი შეთავაზებები ბავშვთა კვების, ჰიგიენის და მოვლის ყველაზე ფართო ასორტიმენტზე: 2+2, 2+1 და საჩუქრები.

„გვსურს, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ერთგულებისათვის და წელსაც, უკვე ტრადიციულად, ვთავაზობთ ყველა მათი საყვარელი ბრენდის პროდუქტებს ყველაზე დიდი ფასდაკლებით. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 28 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელიც უკვე ტრადიციად ვაქციეთ. მეტი კომფორტისა და სიმარტივისთვის, სახლიდან გაუსვლელად შესაძენად „მადლიერების კვირეულის“ შეთავაზებებით შეუძლიათ ისარგებლონ PSP-ს ონლაინ პლატფორმებით: https://bit.ly/3geiDRR.

წლის განმავლობაში მუდმივად საინტერესო შეთავაზებებს, აქციებს, საჩუქრებს და სიახლეებს ვთავაზობთ, მაგრამ მადლიერების კვირეული მაინც გამორჩეული დღესასწაულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. მადლიერების კვირეული 17 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“- აცხადებენ PSP-ში. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის გახლდათ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სირია. 73-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მათ აქვთ პოლიტიკური წონა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 2022 წლის თანასწორობის კვირეული გახსნეს. ყოველ წელს, კვირეულის ფარგლებში, სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები  მონაწილეობას იღებენ ღონისძიებების სერიაში, რომლის მიზანია  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა საქართველოში. წელს თანასწორობის კვირეული 15-22 ნოემბერს გაიმართება სლოგანით „საქართველო ჩვენშია“.

„საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის შექმნის თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოების დამოკიდებულებაზე უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობის მიმართ, რაც უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებულად უპასუხებენ თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. გვჯერა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და ერთსულოვანი  ქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტთან, რომელიც ევროსაბჭოს სტრუქტურების მიერ არის დადგენილი,“-თქვა სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში თანასწორობის კვირეულის გახსნით სიტყვაში.

ღონისძიების გახსნაზე ისაუბრეს ნინო წილოსანმა - პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ; ალექსანდრე დარახველიძემ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ; მაიკე ვან კოლდამი -ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში; რიინა კალიურანდი - ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა; გელა გელაძე - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსმა; სალომე შენგელიამ - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი და ვანო ჩხიკვაძემ -„თანასწორობის კოალიცის“ წარმომადგენელმა.

Tbilisi Open Air / AlterVision-ის დამფუძნებელი, აჩიკო გულედანმა ისაუბრა Tbilisi Open Air ფესტივალის როლის შესახებ  თანასწორობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ,  რეინჯერმა ლუსინე დოსტიბეგიანმა და აქტივისტმა, ალექსანდრე ქავთარაძემ ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პერსპექტივის შესახებ. დისკუსიას უძღვებოდნენ ქეთევან შუბაშვილი, თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სახალხო დამცველის აპარატიდან და ტელეწამყვანი დავით გორგილაძე.

დისკუსიის მონაწილეების მიმართ მაღალი მოლოდინი მაქვს. თითოულ მათგანს დიდი წვლილი შეაქვს იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ჩვენ გვყავს მონაწილეები, რომელთა მაგალითებმა დიდი გარდატეხა შეიტანეს თემის წევრების დამოკიდებულებებში, გაზარდეს ახალგაზრდა თაობის ცნობიერება უმცირესობების, ქალთა და ბავშვთა უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.“- აღნიშნავს დავით გორგილაძე.

საუბრების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ფეისბუქ გვერდზე.

თანასწორობის კვირეულის ღონისძიებები დაგეგმილია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, თანასწორობის ელჩებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად თანამშრომლობით.

ძირითადი  ღონისძიებები მოიცავს:

  1. მართლწესრიგის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული ოფიცრების  გადამზადება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებზე
  2. შსს-თან, პროკურატურასთან, უზენაესი სასამართლოსთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან ერთად ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების შესახებ
  3. იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურში თანასწორობის გაძლიერება“
  4. თანასწორობის ელჩის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა სკოლა ბავშვებისთვის
  5. საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან
  6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად ორგანიზებული  თამაში თანასწორობაზე „რა? სად? როდის?“
  7. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებული ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიგნებების პრეზენტაცია
  8. კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ორგანიზებული ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - დისკრიმინაცია და მისი გაშუქების სტანდარტები
  9. რეთეილ ასოციაციასთან თანამშრომლობით თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ კამპანიის პროდუქტების უფასოდ გავრცელება რითეილ ასოციაციის წევრ მაღაზიებში.

უფრო მეტი ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და კამპანია მე ვირჩევ თანასწორობის ფეისბუქ გვერდებზე.

თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური