Visa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი ბიზნესკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
თბილისი, 26ოქტომბერი, 2022 – დღეს, Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან გამოავლინა 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე.
კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.
კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა - „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს.
მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.
კონკურსის საუკეთესო ათეულია:
- ბრენდი„ინ ბლუმ გარდენი“ - მარიამ ბალანჩივაძე
- ბრენდი „Halo“ - ანა ერემეიშვილი
- ბრენდი „ჰორსტური“ - ანა ნადირაძე
- ბრენდი „დასი“ - თამარ ჟღენტი
- ბრენდი „ბისერნათი“ - ნათია ბედენაშვილი
- ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ - სოფიკო მახატლიშვილი
- ბრენდი„ჰიპო ველოს“ -ვერიკო ბაზალი
- ბრენდი „ფაქტურაატელიე“ - მარიამ მახარაძე
- ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ - თამარ ქველიძე
- ბრენდი „დამ - დამ“ - ქეთევან ქარსელაძე
კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები.
კონკურსი, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“ გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ.[1]
###
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
ბაიდენი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში სერიოზული შეცდომა იქნება"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა გააფრთხილება, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტის შეკითხვას: "რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა გამოიყენებს ბინძურ ბომბებს. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს რუსეთის მზადება მოტყუების ოპერაციისთვის?" - ბაიდენმა უპასუხა: "თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ატომურ იარაღს, ეს იქნება წარმოუდგენლად სერიოზული შეცდომა. მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს არის მოტყუების ოპერაცია. მე არ ვიცი ამის შესახებ. მაგრამ ეს იქნება ძალიან, ძალიან სერიოზული შეცდომა“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინა ემზადება "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ამტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში არის ობიექტები, რომელთაც აქვთ რადიოაქტიური ბომბების წარმოების ტექნოლოგიები.
საქართველოს ძალოსანთა მორიგი მედლები
20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.
ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.
მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
საქართველოში გამოიცა ნაწარმოები "ლიტერატურული ალუზიები სი ძინფინგის გამოსვლებსა და ნაშრომებში"
ქარჩხაძის გამომცემლობამ საქართველოში გამოსცა "ლიტერატურული ალუზიები სი ძინფინგის გამოსვლებსა და ნაშრომებში". ნაწარმოები გამოიცა ორ წიგნად.
სტოლტენბერგი რუსეთის პრეტენზიებს პასუხობს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს და უკრაინა თავის ტერიტორიაზე რადიოაქტიური შემცველობის, „ბინძური ბომბი“-ს გამოყენებას აპირებს, კიევი უარყოფს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დასძინა რომ იგი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ლოიდ ოსტინს და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს რუსეთის ბრალდებების შესახებ, თითქოს და უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად.
„ნატოს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებებს“, განაცხადა სტოლტენბერგმა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ეს პრეტენზია დაძაბულობის ესკალაციის საბაბად.
მან ბოლოს კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი რაბოს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი რაბოს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შალვა პაპუაშვილმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. აგრეთვე, ესაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესზე და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შემდგომ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.
შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.