სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“
IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა
„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს,” - აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე.
IWSC კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.
„კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ - კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების განსაკუთრებულობაზე საუბრობს სარა ებოტი.
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას. კონკურსს ჰყავს გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.
„და თუ კონკურსის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ სურდათ, არ გაიტეხოთ გული, რადგან კონკურსები აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ, ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება. თქვენი ძალა ერთიანობასა და მრავალფერვნებაშია. გააგრძელეთ მუშაობა თქვენს კოლეგებთან ერთად, რადგან თქვენ ახლა იწყებთ, იმის ჩვენებას, თუ რა შეგიძლიათ თქვენ და თქვენს რეგიონს,“ - ასე მიმართა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“ წარმატებით ჩატარდა
ოქტომბრის თვეში ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფ. კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოსათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება გაიმართა რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“.
სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოებული და ადგილზე წარმოდგენილი ღვინოები.
ღვინის ფესტივალის მიზანი იყო, კარდანახის ღვინისა და ადგილზე წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა.
სტუმრებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს:
- ყურძნის დაწურვაში
- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
- ჩურჩხელის ამოვლებაში
- კახური შოთის გამოცხობაში
- მწვადის შეწვაში
- სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში
ღონისძიება წარიმართა ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
ღონისძიება ჩატარდა გურჯაანის რაიონ სოფ. კარდანახში, სასტუმრო „ამპელოში“. მასპინძელი და ორგანიზატორი ღვინის კომპანია "კარდანახი 1888".
რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალმა 2022“ წარმატებით ჩაიარა და სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“-ის ორგანიზატორების თქმით აღნიშნული ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს აღინიშნება.
გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე
77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.
გაეროს დღისა და გაერო-საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
გაეროს დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო კონცერტი და მიღება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეულ მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამა ასევე მოიცავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის გახსნა
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნება მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის კულტურის დანერგვას. ღონისძიებას გაუძღვება ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვაქტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორი საბინე მახლი. დოქტორი ნამსუკ კიმი, გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი, წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით გამოვა.
ფოტოგამოფენა
საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკის მახლობლად მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გაერო სურათებში“. საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები გაეროსა და გაეროს სააგენტოების ფოტობიბლიოთეკიდან.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცის გახსნა
31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცეგაიხსნება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გლობალური მიზნების შესახებ. ღონისძიების პროგრამა მოიცავს: გახსნის ცერემონიას; შეჯიბრებსა და თამაშებს ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და სხვ. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი პოეტის, დრამატურგისა და მწერლის ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია.