სი ძინფინგი ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობის პრეზიდიუმის მესამე სხდომას ხელმძღვანელობდა
პეკინი, 21 ოქტომბერი (სინხუა) -- პარასკევს დილით გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის პრეზიდიუმის მესამე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი.
სხდომაზე დამტკიცდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის წევრებისა და ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის დისციპლინური ინსპექციის ცენტრალური კომისიის კანდიდატთა სიები.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს სიები ყრილობის დელეგაციებს გადაეცემათ განსახილველად. ეს სიები ჩამოყალიბდა წინასწარი არჩევნების შედეგების საფუძველზე, ალტერნატიულ საფუძველზე, რომელსაც ატარებენ კონგრესის დელეგაციები.
წინასწარი არჩევნები ჩატარდა დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ, კენჭისყრის და ყრილობის არჩევის წესის მკაცრი დაცვით. პრაიმერიში არჩეულ კანდიდატთა რაოდენობის შეფარდება 8%-ზე მეტი იყო. წინასწარი არჩევნების შედეგები აღიარებული იქნა ნამდვილად, იტყობინება კონგრესის პრეზიდიუმი დღევანდელ სხდომაზე.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და დისციპლინური ინსპექციის ცენტრალური კომისიის ახალი წევრების ოფიციალური არჩევნები შაბათს დილით გაიმართება.
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება
ირანის ქალაქ თავრიზში მოსახლეობამ გააპროტესტა უშიშროების ძალების მიერ 3 ქალის დაკავების მცდელობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თავრიზში უშიშროების ძალების მცდელობას, დაეკავებინათ 3 ქალი, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებდნენ, საღამოს საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ქალებმა ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დახმარებით დააღწიეს თავი უშიშროების ძალებს. თავრიზის დიდ ბაზართან შეკრებილმა ადამიანებმა კი რეჟიმის წინააღმდეგ ლოზუნგების სკანდირებით გზა გადაკეტეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოვლენების დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და მანქანების მძღოლებმა აქციის მონაწილეებს საყვირებით მხარი დაუჭირეს.
დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს „მორალის პოლიციად“ ცნობილი ირშადის პატრულის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ემინის 16 სექტემბერს გადრაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
დემონსტრაციები, რომელიც ემინის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო 17 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქ საქქიზში, ბევრ ქალაქს მოედო.
ირანის უფლებადამცველთა სააგენტოს (HRANA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 17 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით დემონსტრაციების დროს 233 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 32 ბავშვი და 26 უსაფრთხოების თანამშრომელი.
ზოგიერთი ირანელი ქალი თავსაბურავის გარეშე დადის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და გამზირებზე, რათა გააპროტესტონ თავსაბურავის სავალდებულო ტარება.
EBRD-მა საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ (GRPO) განათავსა. ეს, ამასთან, ქვეყანაში ობლიგაციების ყველაზე მსხვილი კორპორაციული გამოშვებაც გახლავთ. მწვანე ობლიგაციების გამოშვებას EBRD-მა დაუჭირა მხარი.
ინვესტიციის საშუალებით, GRPO ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასაც გეგმავს. რადგან ამ სფეროში ამჟამად, ძირითადად, კაცები არიან დასაქმებულები, GRPO საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რომლის მიზანიც სექტორში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნება.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
როგორ გავიმარტივოთ მოსავლის დაბინავება თანამედროვე ტექნოლოგიებით?
შემოდგომა სოფლად მაცხოვრებლებისათვის ყოველთვის დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მოსავლის აღება და დაბინავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრ ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის.
პარალელურად იხვეწება და ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ახალი ტექნიკითა და გაუმჯობესებული ხელსაწყოებით ამარტივებს მძიმე სამუშაოს.
ასევე ვითარდება ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო, ახლა ქართულ ბაზარზე არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება.
მაგალითად ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვეში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.
ონლაინ მაღაზია „ისურვე“-ში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: https://isurve.ge
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის პრეს-ცენტრში მეხუთე კოლექტიური ინტერვიუ გაიმართა
პეკინი, 21 ოქტომბერი (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის პრეს-ცენტრმა ხუთშაბათს გამართა მეხუთე კოლექტიური ინტერვიუ, რომელშიც მოწვეული იყო ცინგჰაის პროვინციის, ნინგსია ჰუის ავტონომიური რეგიონის, სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონის დელეგაციების წარმომადგენლები.
პრეს-კონფერენციაზე, ასევე მიიწვიეს პეკინში მდებარე ცენტრალური პარტიული და სამთავრობო ორგანოების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ცენტრალური დაქვემდებარებული საწარმოების დელეგაციები.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 16 ოქტომბერს, პეკინში გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესი. ყრილობას 2 379 მილონი დელეგატიდან ესწრება 2 310 მილიონი დელეგატი და აგრეთვე ჩინეთის კომპარტიის მე-20 კონგრესის სპეციალურად მოწვეული სტუმარები.
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციასთან, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი.
შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.
გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.
სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ქეშბექის დღიურები" - ანუ 60%-მდე ქეშბექი ყოველდღე, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის
22 ოქტომბრიდან, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’, ‘Mastercard’-თან ერთად ახალ, საშემოდგომო აქციებს იწყებს. აქციის ფარგლებში, 31 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებლებს ყოველდღე სხვადასხვა მათთვის საყვარელ მეგობარ ობიექტში ექნებათ მომენტალური და ყველაზე მაღალი ქეშბექის მიღების შესაძლებლობა.
კამპანიაში ‘ქეშბექის დღიურები’ 20 მეგობარი ობიექტი მონაწილეობს და ამ ობიექტებზე ლიბერთის Mastercard სადებეტო ბარათით 50%-მდე, ხოლო ‘ახალი’ Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში 60%-მდე ქეშბექი საბარათე ანგარიშზე მყისიერად დაბრუნდება.
საშემოდგომო აქციაში მონაწილეობას იღებს განსხვავებული კატეგორიის ობიექტები, მათ შორის ქართული ტანისამოსის ბრენდები, სილამაზის სალონები და სტუდიები. ‘ქეშბექის დღიურების’ ყველა მეგობარი ობიექტის ნახვა და აქციით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3TuZOYY
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ყაზახური ფილმების საბოლოო ჩვენება
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ 20 ოქტომბერს გაიმართა ყაზახური ფილმების საბოლოო ჩვენება ამ ღონისძიების ფარგლებში. ორი დღის განმავლობაში, მნახველს შეეძლო სტუმრობა ადგილზე და იმ რეალისტურლი, ცხოვრებისეული და მრავალი შინაარსის მატარებელი ფილმების ხილვა, რომელიც დიდ აღფრთოვანებასა და მოწონებას პოვებს მსოფლიო მნახველის თვალით. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმართებოდა, საკუთარო მოკრძალებული წვილი შეიტანა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთმეგობრობის უდიდეს საქმეში.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიმართა კულტურული განვითარების კიდევ ერთი მეტად მნიშნველოვანი და სასიხარულო ღონისძიება. კონკრეტულად - ყაზახური კინოს დღეები საქართველოში, რომელიც გაგრძელდება 20 ოქტომბრამდე. აქ ასახული ფილმებით ნათლად შეიძლება, მაყურებლის გარდასახვა იმპროვიზებულ წარმოდგენაში. აღსანიშნავია, რომ აქ ნაჩვენები ფილმები, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში. დღევანდელ ღონისძიებას, ესწრებოდნენ თავად მსახიობებიც, რომლებიც იღებენ სხვადასხვა დადებით შთაბეჭდილებებს მნახველთა გადმოსახედიდან.
„საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია“ - ილია დარჩიაშვილი
„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტურია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2022 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, დარჩიაშვილის თქმით, მოწმობს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, რაც საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა და ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში, და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში ამერიკის ადმინისტრაციის უწყვეტ ჩართულობას.
თავის გამოსვლაში მინისტრი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმა და განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის განმტკიცებაზე გაამახვილა. მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტი „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, ასევე აშშ-ის ბიუჯეტში სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია.
ილია დარჩიაშვილმა შავი ზღვის რეგიონის განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და სამხედრო გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, და მათ შორის, საქართველო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. „საქართველოსა და აშშ-ის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სურვილია ვიხილოთ აშშ-ის მეტი ჩართულობა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და საიმედო მოკავშირედ რჩება. თვალსაჩინოა და მკაფიოა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული და ფინანსური დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე სხვა საკვანძო სფეროებში. „ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში.
საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა.
შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.
ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა.