Items filtered by date: სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

პეკინი, 18 ოქტომბერი (სინხუა) -- სამშაბათს ნაშუადღევს, პეკინში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესის პრეზიდიუმის მეორე შეხვედრა, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის თავმჯდომარეობით.

მასზე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მოხსენების, პარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომისიის დისციპლინური ინსპექციის მოხსენების შესახებ და პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ დელეგაციებს განსახილველად წარედგინათ კომპარტიის მე-20 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის წევრებისა და წევრთა კანდიდატების, ასევე კომპარტიის მე-20 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის დისციპლინარული ცენტრალური კომისიის წევრთა კანდიდატების შემოთავაზებული სიები.

ამასთან, სხდომაზე მიღებულ იქნა კონგრესის არჩევის პროცედურა, რომელიც ყველა დელეგაციამ განიხილა. მათ ასევე განიხილეს სხვა საკითხებიც.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოში დიდია თურქული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი და ამისათვის თურქეთის საელჩოში  და  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თბილისში, მოქმედებს თურქული ენის შემსწავლელი კურსები. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი კაან ორბაიმ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

თურქეთის ელჩის თქმით, შესაბამისად დგება იმის აუცილებლობა, რომ საქართველოში გაიზარდოს თურქული ლიტერატურის რაოდენობა, რათა მსურველებმა თურქულ ენაზე წაიკითხონ თურქული წიგნები.

სწორედ ამ მიზნით ესტუმრა დღეს თურქეთის ელჩი, იუნუს ემრეს ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და საჩუქრად თურქულ ენაზე დაწერილი წიგნები გადასცა.

ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიღება და იმედი გვაქვს ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება, დასძინა თავის მხრივ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

თურქეთის ელჩმა დიდი ინტერესით დაათვალიერა ბიბლიოთეკაში წიგნებისათვის გამოყოფილი თურქული კუთხე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ასეთი სახის ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.

გამოქვეყნებულია კულტურა

IWSC Wine Judging in Georgia-ს გამარჯვებულები ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს. 
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ. 
„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს.
კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ - აღნიშნა სარა ებოტიმ. 
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას. კონკურსს ჰყავს გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.
„ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და უპრეცენდენტო შანსი ქართველი მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მარნებისთვის. კონკურსის მნიშვნელობა აისახა სწორედ იმ აქტივობაში, რაც დაფიქსირდა რეგისტრაციისას. IWSC-ის მიერ შეფასებულ ღვინოებს უყურებს მთელი მსოფლიო, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები. კონკურსის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინო იმკვიდრებს თავის ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ გვჭირდება კიდევ ბევრი საერთაშორისო დონის კონკურსი და კიდევ მეტი წარმატება,“ - კონკურსის მნიშვნელობასა და ქართული ღვინის წარმატებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. 
„კონკურსი წარმატებით ჩატარდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მცირე და საშუალო ზომის მარნები. საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოები იყო წარმოდგენილი და მრავალი მათგანი ნამდვილად გამორჩეული იყო. ეს შესაბამისად, შედეგზეც აისახა. ჟიურის, რომელიც ქართულ ღვინოს აფასებდა მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენდნენ. ამ დონის კონკურსის საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. მედალოსანი ღვინო კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს,“ - განმარტავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
“საწნახელის” კახა ჭოტიაშვილი, მეღვინე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეჯიბრებები საქართველოში: “პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის კონკურსები უკვე საქართველოში ტარდება, ეს ძალიან დიდ შანსს აძლევს მეწარმეებს და განსაკუთრებით ისეთ პატარა მარნებს, როგორიც ჩვენ ვართ. ეს შანსია, რომ ქართული მეღვინეობისა და მარნების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს”. 
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“.
კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსის დასკვნითი საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მოთხრობები, თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს ასახავდა. ჟიურის მიერ დასახელებული სამი გამარჯვებული მწერალი იუნონა გურული, ცოტნე ავსაჯანიშვილი და მიშა ბახსოლიანი კონკურსის მხარდმჭერების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ლიბერთის რჩეული კი გახდა გიორგი შერვაშიძე.
,,განათლების მხარდაჭერა ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ტრადიციულად მხარი დავუჭიროთ ლიტერატურულ კონკურსს „ვწერ მასწავლებლისთვის“, რომლის მიზანი ძალიან ახლოს არის ჩვენს ღირებულებებთან და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

სკოლებთან და პედაგოგებთან, ლიბერთის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მუდმივად ვთავაზობთ გაუმჯობესებულ, სპეციალურად მათთვის შექმნილ პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე სიამაყით ვუერთდებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საბანკო სერვისების მიღმაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ და დავაფასოთ მასწავლებლის პროფესია.“ - ლევან სამუშია, ლიბერთის სახელმწიფო ფონდების დაფინანსებისა და სახელფასო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.
კონკურსი გამომცემლობა „ინტელექტის“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ ხელშეწყობით ჩატარდა.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გამოქვეყნებულია განათლება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "გოლდა მეირი ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, 1969-1974 წლებში. ეს მისი, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ ნათქვამი სიტყვებია ისრაელზე,  როცა ებრაელები თავიანთ ქვეყანას ნულიდან აშენებდნენ და რა აქტუალურია ეს სიტყვები ქართველებისთვის დღეს! აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება:

__________________

„თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგით :

1) კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე, თაობამდე.

2) სამი პროფესიის ადამიანები: სამხედროები, (მათ შორის პოლიციელები) მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლებად.

და რაც მთავარია, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ, რადგან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენს გარდა. თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები, ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს !

          _________________

ხომ გასაგებია, რატომ შეძლეს ებრაელებმა უდაბნოში უძლიერესი ქვეყნის აშენება და ჩვენ იგივეს სამოთხეშიც ვერ ვახერხებთ?!

ვინ არის საქართველოში კორუმპირებული, ე.ი. მოღალატე, ადვილი გამოსაცნობია - „ქართული ოცნება“, ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალით, ბიძინა ივანიშვილით სათავეში.

გვინდა ისეთივე აყვავებული საქართველო, როგორიც ისრაელია, გვინდა ისეთი საქართველო, როგორი ისრაელიც გოლდა მეირს სურდა - მაშინ უნდა დავუჯეროთ მას, უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ!"”, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პეკინი, (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც გაიხსნა კვირას, მოყვანილია ძირითადი მიზნები და ამოცანები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

ქვემოთ მოცემულია ამ პერიოდის ძირითადი მიზნები და ამოცანები:

-- მივაღწიოთ ახალ წარმატებებს ეკონომიკის მაღალხარისხიან განვითარებაში, მნიშვნელოვნად გავზარდოთ დამოუკიდებლობა და გავაძლიეროთ საკუთარი პოტენციალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, მივაღწიოთ სერიოზულ ძვრებს ახალი განვითარების არქიტექტონიკის ფორმირებაში და თანამედროვე ეკონომიკური სისტემის შექმნაში.

-- გადავდგათ ახალი ნაბიჯები რეფორმების გატარებისა და ღიაობის გაფართოებაში, ხელი შევუწყოთ საჯარო მმართველობის სისტემის და შესაძლებლობების მოდერნიზაციას, ავაშენოთ უფრო სრულყოფილი სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის სისტემა, ავაშენოთ სრულიად ახალი ღია ეკონომიკის სისტემა.

-- საგრძნობლად ავამაღლოთ სახალხო დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის, რეგულირებისა და პროცესუალიზაციის დონე მთელ პროცესში და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალისტური სამართლებრივი სისტემა.

-- მივცეთ ხალხს უფრო მრავალფეროვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების შანსი, მუდმივად გავაძლიეროთ ჩინელი ერის კონსოლიდაციური ძალა და ჩინური კულტურის გავლენა.

-- ზოგადად მოსახლეობისა და ეკონომიკის შემოსავლების სინქრონული ზრდის, ასევე ხელფასებისა და შრომის პროდუქტიულობის სინქრონული ზრდის ხელშეწყობა, საგრძნობლად გაზრდის საბაზისო საჯარო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დონეს.

-- მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი გარემო ქალაქსა და სოფლად, მივაღწიოთ თვალსაჩინო შედეგებს ულამაზესი ჩინეთის მშენებლობაში.

-- უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება, დროულად მიაღწიოს 100 წლის იუბილეს მიზანს და საფუძვლიანად შეუწყოს ხელი „მშვიდი ჩინეთის“ ჩამოყალიბებას.

-- რამდენადაც ჩინეთის სტატუსი და გავლენა შესამჩნევად მოიმატებს საერთაშორისო ასპარეზზე, აქედან გამომდინარე ჩინეთი უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ მმართველობაში.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

"ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს" (KGK) პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრა ორგანიზაციის 2023 წლის მთავარ მიზნებში შედის. მან Modern.az-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა შეიძლება მომავალ წელს გაიმართოს.

„როგორც თურქ ჟურნალისტებს, ჩვენ გვინდა მშვიდობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის, რათა მათ გააგრძელონ მშვიდად ცხოვრება. თურქი ჟურნალისტების 90%-ს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ჩვენ ვამზადებთ ახალ ამბებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობელი ქვეყნებია, და რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება კავკასიის რეგიონში.

ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა და მოვითხოვთ ჟურნალისტებისგან სომხეთიდან. მათ უნდა მიაწოდონ ასეთივე სიახლეები, რომ მხარს უჭერენ მშვიდობასა და მეგობრობას და არა ომს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ და მივმართავთ, რომ მათაც დაწერონ ასეთი ახალი ამბები. თუ ჩვენ, როგორც თურქი ჟურნალისტები, და კოლეგები სომხეთიდან ერთ მაგიდასთან დავსხდებით ჩვენ მათ ამ საკითხს გავაცნობთ.

ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა პროცესების დაჩქარებას გამოიწვევს. არ აქვს მნიშვნელობა სად შევხვდებით. შეგვიძლია მათ თურქეთში ვუმასპინძლოთ, ასევე შეგვიძლია სომხეთში ჩავიდეთ. ვფიქრობ, მათაც მოუნდებათ ასეთი შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთ ხალხს ომი არ უნდა. ჟურნალისტებიც ხალხის ნაწილია, და ხალხის მოთხოვნის მიხედვით ისინიც მოისურვებენ მშვიდობას.

რაც ჩვენ, როგორც „ჟურნალისტთა გლობალურმა საბჭომ“ უნდა გავაკეთოთ, არის მედიის საშუალებით ერებს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება. მედია მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ საკითხზე ჩვენს სომეხ კოლეგებთან შეხება ჯერ არ გვქონია, მაგრამ შევეცდებით რაიმეს გაკეთებას. ჩვენი საბჭოს საგარეო ურთიერთობების ასამბლეის თავმჯდომარეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი. მისი აზრებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეს არ არის იოლი პროცესი, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შევძლებთ მსგავსი შეხვედრის ჩატარებას. ყველაფერი დამოკიდებულია სომხური მედიის დამოკიდებულებაზე მშვიდობისადმი“, - დასძინა მეჰმეთ ალი დიმმა.

P.S. "ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს" (KGK) საქართველოს წარმომადგენლობა მხარს უჭერს და უერთდება ამ მოწოდებას!

წყარო: https://modern.az/media/374130/beynelxalq-jurnalist-teskilatindan-ermeni-jurnalistlere-airis-gruse-bi?fbclid=IwAR03l5LFOmx0JEz4qewBuSGJlnX5ID_cp6czp5aVVKL9OrN17vsSJhQ9tDo

გამოქვეყნებულია მსოფლიო

რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესასრულებლად აფრენილი „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ქალაქ ეისკში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი კუზნეცოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნამსხვრევების ამოღება დასრულებულია. ცხედრები ადგილზე აღმოაჩინეს.

ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 19 ადამიანი კი დაშავდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

2022 წლის 11 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა  საბჭოს (HRC) წევრად 2023-2025 წლების ვადით. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით.
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, გეოგრაფიული პრინციპით რეგიონული ჯგუფებიდან ირჩევენ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. საბჭო საქმიანობას  ჟენევაში ახორციელებს.
საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. საბჭოში წევრობა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლადარჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური