Items filtered by date: ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, - ინფორმაციას მედია საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელზე, მარია მეზენცევასა და დელეგაციის წევრზე ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.

მარია მეზენცევას თქმით, რეზოლუციის ძირითადი პუნქტები მოიცავს: რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაგმობას და მის საერთაშორისო სამართლის დანაშაულად აღიარებას, უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურებას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის მიზნით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დაჩქარებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ორგანიზაციების რუსული აგენტებისგან გაწმენდას, გაერო-ში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ახეთის მთავარი მოვლენა 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება

15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
ამასთან, წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე მოხდება.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო,
ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 15 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! - არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი!

დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი - მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა.  მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან  საქართველოდან!

უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პეკინი, 13 ოქტომბერი (სინხუა) -- ხუთშაბათს პეკინში ჩავიდნენ დელეგატები შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონიდან (ჩრდილოეთი ჩინეთი), რომლებიც დაესწრებიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის) მე-20 კონგრესს.

ეს არის პირველი დელეგაცია პეკინის გარედან, რომელიც იმ დღეს დედაქალაქში ჩავიდა.

2200-ზე მეტი დელეგატი, რომლებიც წარმოადგენენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის 96 მილიონზე მეტ წევრს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან ჩინეთის დედაქალაქში, რათა დაესწრონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიხსნება.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მან კოლეგებს ინფორმაცია იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მიაწოდა, რასაც საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ახორციელებს.

გამოსვლაში გივი მიქანაძემ განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის განგრძობად აგრესიაზე და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე გააკეთა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

გამოსვლის დასასრულს, დეპუტატმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სესიაზე განიხილა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის მოხსენება - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს მოხსენება, რომელსაც 2022 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე, ქალაქ რეიკიავიკში ეყრება კენჭი.

რეზოლუციის პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, რომელიც გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით წარიმართა.

რეზოლუციის პროექტს საფუძვლად დაედო 46 წევრი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევები, სადაც შესწავლილი იყო, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება.

კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების გატარების და აღნიშნულ პროცესში პერსონალის ჩართულობის შესწავლა.

რეზოლუციის პროექტი კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-კავშირის დახმარებით კიევიდან სიტყვით მიმართა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს.

ვ. ზელენსკის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ტინი კოქსის მოკლე შესავალით, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ მიმართვის ისტორიულ ხასიათს: „ჩვენი პარლამენტის ისტორიაში პირველად მივესალმებით პრეზიდენტს, რომელიც ომის აქტიურ რეჟიმში იმყოფება“. მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში "მიუღებელი რამ ხდება" და რომ ომი "ევროპის კარიბჭესთან არის".

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა ვ. ზელენსკიმ და მოკლედ მიმოიხილა არსებული ვითარება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, იპოვონ გზა, რომ აიძულონ რუსეთი, შეასრულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნა, რაც ზაპოროჟიეს სადგურის დემილიტარიზაციას გულისხმობს.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მსოფლიოს, პასუხი აგებინონ რუსეთს, როგორც „აგრესორ“ და „ტერორისტ“ სახელმწიფოს ომის დანაშაულებისთვის. მისივე თქმით, ევროპა შეიძლება გახდეს ლიდერი, რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მომუშავე სპეციალური ტრიბუნალისა და ზარალის კომპენსაციის მექანიზმის შექმნაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვისას აგრეთვე განაცხადა, რომ არსებულ პირობებში რუსეთთან დიპლომატიის წარმოება შესაძლებლად არ მიაჩნია.

„დიპლომატია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, როდესაც იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია შეუძლებელია. შეუძლებელია იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. შეუძლებელია, იყოს პატივისცემა ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იპყრობს, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეუძლებელია ისეთი სიტუაცია, როდესაც წამყვანი ევროპული სახელმწიფოები და მსოფლიო მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის იზოლირებას ახდენენ, ხოლო „ზოგიერთი სახელმწიფო განაგრძობს საუბარს, თითქოს არაფერი მომხდარა“.

„ამიტომ, ვფიქრობ, დღეისთვის რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია – მნიშვნელოვანია ზეწოლაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა იცოდნენ, ომი უკრაინაში მიმდინარეობს იმ ხელისუფლების გამო, რომელიც მათ აირჩიეს.

ვოლოდიმერ ზელენსკის გამოსვლის დასრულების შემდეგ გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების დებატები. მათ ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნეს, რომ რუსეთი დამარცხდება და უკრაინა აუცილებლად გაიმარჟვებს.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დღეს, 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე IWSC -ის კომპეტენტური ჟიური მედალოსან ქართულ ღვინოებს გამოავლენს. კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს - 150-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვოს.
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური აფასებს, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. ჟიურის შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ბრიტანეთისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აცხადებს სარა ებოტი.
“მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,“ - აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
მნიშვნელვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
"საოცარი მოვლენა გველოდება დღეს, 13 ოქტომბერს ღვინის სფეროში. ნამდვილად, წარმოუდგენელი შედეგი გვაქვს, სულ დარეგისტრირდა 487 ქართული ღვინო, რაც მინიმუმ ორჯერ აღემატება კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინებს. უზომოდ მიხარია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ჩვენს მეღვინეებს ხმა და გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსი ჩამოდის მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის. ორმაგად მახარებს ის ამბავი, რომ დარეგისტრირებულ მეღვინეთა შორის მრავლადაა მცირე და საშუალო მეღვინეობები. მსურს ყველა დარეგისტრირებულ მეღვინეს ვუსურვო დიდი წარმატება, ხოლო ჩვენს ბრიტანელ ჟიურის წევრებს ქართული ღვინოთი აღფრთოვანება,“ - განმარტავს მარიამ გუჯაბიძე.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
IWSC-ის შესახებ:
IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირა მიმდინარეობს, რომელსაც, როგორც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანიც ესწრება.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ძალიან საინტერესო დღის წესრიგი აქვს, დაგეგმილია დებატები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებზე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე, ასევე ვიდეო მიმართვით ჩაერთვება პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც. 
"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი, ყველა ევროპულ სტრუქტურაში, მათ შორის ევროპის საბჭოს და ასამბლეაში. საქართველოს აქტიურობაზე და მუდმივ კომუნიკაციაზე გადის", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ლიბერთის ინიციატივით, მასშტაბური კამპანია Craft Your Future Career მიმდინარეობს, რომელიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როცა ლიბერთის ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელი მხარდაჭერა გაეწია. სტუდენტების დასაქმების კამპანია არც პანდემიის დროს გაჩერებულა და ბანკი დღესაც აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სტაჟირების სხვადასხვა პროექტში.

,,მოხარული ვართ, რომ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან ვთანამშრომლობთ. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია სტაჟირების პროცესის მაღალი ხარისხით ჩატარება. პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებმაც შემდგომ მენტორები გადაამზადეს. შეიქმნა მიზნობრივი პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც აფასებს როგორც სტაჟიორებს, ისე მენტორებს. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტაჟიორმა კარიერის პირველი ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად გადადგას და ერთ ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მიიღოს.“ - ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ლიბერთის Craft Your Future Career-ის კამპანია ყოველწლიურად ჩატარდება და მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გზაზე.

გამოქვეყნებულია განათლება
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური