დოკუმენტალური ფილმი "დაუვიწყარი ისტორია" ჰასან ბეი აღაევი
დოკუმენტალური ფილმი "დაუვიწყარი ისტორია" ჰასან ბეი აღაევი". ეს არის დოკუმენტური ფილმი რომელიც გადაღებულია Real Media-ს მიერ. ისტორიული ფაქტების საფუძველზე გადაღებული ფილმი ეძღვნება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჰასან ბეი აღაევის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
აღსანიშნავია, რომ ფილმში გამოყენებულია კადრები მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებიდან "მოგონებების ნაპირი", "ჰასან ბეი აღაევი", "უკანასკნელი შეხვედრა", "რესპუბლიკის 9 სურათი", "მარადიული მისია", ასევე კადრები რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ Real Media-ს მიერ წარმოებული ფილმი მაყურებელისთვის წარმოდგენილია როგორც ქართულ ასევე ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები და საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, სტრასბურგში, სადაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნა.
ი. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სესიის მიმდინარეობისას საქართველოს დელეგაციის რამდენიმე წევრი სიტყვით მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას და ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რა თქმა უნდა პირდაპირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, რათა ვისაუბროთ ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც აყალიბებენ თითოეული სახელმწიფოს პოზიციას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ადამიანებს, ვინც საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, აქვთ ძალიან აქტიური პოლიტიკური ცხოვრება, და ისინი რეალურად არიან ჩართულნი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში", - დასძინა მან.
მისივე თქმით, ზოგადად ასამბლეაზე დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. "შევხვდებით კოლეგებს, მათ შორის სოციალისტების საპარლამენტო ჯგუფიდან, სადაც დავაზუსტებთ საერთო გეგმებს. ასევე იქნება საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის რამდენიმე წევრი სიტყვით მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება“, – ხაზი გაუსვა ი. ჩიქოვანმა.
ჩინეთმა მზის საიდუმლოების გამოსავლენად კოსმოსური ობსერვატორია გაუშვა ორბიტაზე
ცზიუცუან, 9 ოქტომბერი (სინხუა) -- ჩინეთმა წარმატებით გაუშვა მზის კვლევის ახალი თანამგზავრი კოსმოსური მზის ობსერვატორია (ASO-S) ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ცზიუცუანის კოსმოდრომიდან, კვირას, პეკინის დროით 07:43 საათზე.
მზის კვლევის ახალი თანამგზავრი გაუშვეს კოსმოსური თანამგზავრის "ჩჟანჯენ2გ" გამშვები აპარატის გამოყენებით. კოსმოსურმა თანამგზავრმა წარმატებით მიაღწია თავის ორბიტას.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ესპანეთს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოსთან - ანტონიო გუტიერეს ლიმონესი
ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს და მიიჩნევს, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ესპანეთის პარლამენტის წევრმა, ევროსაბჭოში ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ესპანეთს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოსთან.
„ვფიქრობ, ევროსაბჭოდან ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის სწრაფი რეფორმების გატარებაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან ამ საკითხში. დიდი იმედი მაქვს, საქართველო სწრაფად გაივლის ამ გზას და მიაღწევს საბოლოო მიზანს“, – დასძინა ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა.
10-14 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს.
სესიისმსვლელობისას საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის მეშვეობით, ხუთშაბათს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით ასევე წარსდგებიან ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნაციო კასისი, აგრეთვე ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა.
საშემოდგომო სესიაძე ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრი თომას ბირნი წარადგენს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას ევროპის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ფარგლებში. ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კი ჩვეულ „კითხვების დროს“ გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები კვლავ ევროპის ჩემპიონია
უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალურ თამაშში პორტუგალიას შეხვდნენ. ეს შეხვედრა რუსთავის ხარების სტრადიონზე გაიმართა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით 34-ით 10 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები ზედიზედ მეხუთედ გახდნენ.
უკრაინაზე თავდასხმების შედეგად არიან დაიღუპულები და დაშავებულები
უკრაინაზე თავდასხმების შედეგად არიან დაიღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზოგიერთ ქალაქში მომხდარი აფეთქებების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: "ომის 229-ე დღეს ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მიწის პირიდან აღგვა. დახოცეს ზაპოროჟიეში საკუთარ სახლებში მძინარენი და კიევში სამსახურებში მიმავალნი... სამწუხაროდ გვყავს დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ არ დატოვოთ ბუნკერები“.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ზედიზედ აფეთქებები მოხდა ქალაქის ცენტრში მდებარე შევჩენკივსკის რაიონში.
კლიჩკომ Telegram-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "საფრთხე გრძელდება. დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელი თავშესაფრებში უნდა დარჩეს. კიევის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაკეტეს სატრანსპორტო მოძრაობისთვის, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები."
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში იმყოფება.
10-14 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეის სესიას, მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი, დელეგაციის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე დაესწრებიან.
სესიის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე სიტყვით გამოსვლები და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებზე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე დებატებს გამართავენ.
საპარლამენტო სესიის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმართავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, შვეიცარიის კონფედერაციისა და ირლანდიის პრეზიდენტები, ასევე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავენ.
ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება
ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, იმერეთის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა
რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
,, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან და ასევე, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. ლიბერთისთან ერთად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ასევე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენებით არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატით, მცირე და საშუალო ბიზნესს, საბანკო შეთავაზებების პარალელურად ეფექტურად მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ “ - თეონა ბაბუნაშვილი, ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.
,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, იმერეთის ბიზნეს სექტორისთვის გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო პერსპექტივები, რითაც დაზღვევა დაეხმარება მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ -ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.
,, ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთმანეთთან საუბრისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით იმერეთის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს, გავაცანით ამომწურავი ინფორმაცია, ჩვენი პროექტების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ - სევა მაჩაიძე - პროექტების მხარდაჭერისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად
„ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და ვარდისფერი კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: #ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.
ცოცხალი ჯაჭვის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონებში. გაავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაეჭირა ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს: შემოგვიერთდით „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.
„ვარდისფერი კამპანიის“ მხარდამჭერია თბლისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება ,სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ,ჩატარდეს ადვოკატირება,ცნობიერების ამაღლება ,ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება,რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. წელს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.