Items filtered by date: სამშაბათი, 04 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის  ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ  მოხუცთა თავშესაფარში  ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.

ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო,  რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 იანვარი 2022 13:58

იდუმალი დაავადება კანადაში

კანადის შტატ ნიუ-ბრუნსვიკში დაფიქსირებული იდუმალი, ნევროლოგიური დაავადება თანდათან უფრო მეტ ახალგაზრდაზე ახდენს გავლენას და ზოგიერთ მათგანში იწვევს სწრაფ კოგნიტურ დაქვეითებას. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ნიუ-ბრუნსვიკის შტატის ორი ძირითადი ჯანდაცვის ორგანოდან ერთ-ერთის Vitalite-ს სამედიცინო ქსელის თანამშრომელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ ნევროლოგიური დაავადების საეჭვო შემთხვევები, რომლებიც 2 წელზე მეტია ფიქსირდება და მიიპყრო ექსპერტების ყურადღება, იზრდება და ახალგაზრდებს, რომლებსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდათ, აღენიშნებათ მთელი რიგი სიმპტომები წონის დაკლება, უძილობა, ჰალუცინაციები, აზროვნების გაძნელება და შეზღუდული მობილურობა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დაკვირვების პროცესში მყოფი შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურად არის 48, რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ ეს რიცხვი შეიძლება 150-მდე გაიზარდოს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

29 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა. ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური