Items filtered by date: ორშაბათი, 31 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

მათი თქმით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური  ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. 

ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქული მხრიდან  11 ერთეული ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანა, 2 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ერთეული ტრაქტორი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადაეცა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722,69 აშშ დოლარს შეადგენს. 

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს  თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი კახაბერ ტაბატაძე,  თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ვიდეო: 

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.

საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „JAVELIN"-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN"-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა „JAVELIN"-ს გამარტივებული წესით შეისყიდის.

თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „JAVELIN"-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო

თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები 2 თებერვალს განახლდება და კვირაში სამი რეისი შესრულდება. თურქეთსა და სომხეთს შორის დაძაბულობის გამო, რომელთა საზღვრები 1993 წლიდან ჩაკეტილია, პირდაპირი ფრენები 2 თებერვალს იწყება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში ორივე ქვეყანამ სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა რა, მათ შორის პირველი პირისპირი შეხვედრაც გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირველი ფრენები ორმხრივად 2 თებერვალს დაიწყება. Fly One Armenia-ს თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში თურქეთის დროით 19:50 საათზე დაეშვება. Pegasus-ის თვითმფრინავი კი საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან იმავე დღეს 23:35 საათზე აფრინდება და გაემგზავრება ერევანში. თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი კვირაში 3 რეისს (ორშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი) შეასრულებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან-ერევანის მიმართულებით, ხოლო Fly One Armenia-ს თვითმფრინავიც ერევნიდან, სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით, ფრენებს კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) შეასრულებს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ჩინეთის დედაქალაქში მოსული თოვლის მიუხედავად, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნურ თოვლს გამოიყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ჩზანცზიაკოუში და იანცინში ხელოვნური თოვლის დასამზადებლად უკვე მომარაგებულია ათობით მილიონი ლიტრი წყალი. თუმცა,  სპორტსმენთა ნაწილი მის ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. მათი შეფასებით, მეტწილად ყინულის ნაჭრებისგან შემდგარი საფარი, უფრო სწრაფია და საშიშია ტრავმებისთვის.თავის მხრივ სპეციალისტები, რომლებიც ოლიმპიური ობიექტების მომზადებით არიან დაკავებულნი, მათ ამგვარ შეფასებებს არ იზიარებენ.

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე სამთო სათხილამურო ტრასების დაახლოებით 90 პროცენტი ხელოვნური თოვლით იყო დაფარული. მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენეს ვანკუვერი-2010 და სოჭი-2010-ის თამაშებზე.

დღესდღეობით იანცინში ხელოვნური თოვლის დამამზადებელი დაახლოებით 200 გამაფრქვეველი დგას, ასევე გაყვანილია მილები და სპეციალური რეზერვუარებიდან წყლის მოსაწოდებელი ტრანშეა.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური